fbpx

2 აპრილი – დილიდან


გააზიარე სტატია

 

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს ორი ქართული ფილმი მიიღებს მონაწილეობას

Image result for საშიში დედა

პეკინის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს, Tiantan Award-ის მოპოვების შესაძლებლობა ანა ურუშაძის ფილმს – “საშიში დედა” და მარიამ ხაჭვანის ფილმს – “დედე” ექნებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ კინოფესტივალის სექციაში “პანორამა” ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი “სავარძელი”. პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი 15-დან 22 აპრილამდე გაიმართება.
წყარო: http://www.gnfc.ge/geo/news/1476

 

ფრანგი რეჟისორების გილდიის გადაწყვეტილებით, კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს მარტინ სკორსეზეს გადასცემენ

“მოხარულები ვართ, რომ ჯილდოს ისეთი არაჩვეულებრივი რეჟისორი მიიღებს, როგორიც მარტინ სკორსეზეა”, – ნათქვამია ფრანგი რეჟისორების გილდიის განცხადებაში. აღნიშნული ჯილდო უკვე მიღებული აქვთ ისეთ რეჟისორებს, როგორებიც არიან ჯეინ კამპიონი, ჯიმ ჯარმუში, კლინტ ისტვუდი, ვერნერ ჰერცოგი და ა.შ. კანის კინოფესტივალი 8 მაისს დაიწყება.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

Big Little Lies-ის მეორე სეზონს მერილ სტრიპის შემდეგ კიდევ ერთი მსახიობი დაემატა

Image result for ‘Big Little Lies’: Douglas Smith Joins Season 2 Cast Of HBO Drama

2019 წელს HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ემის მფლობელი სერიალი – Big Little Lies მეორე სეზონით დაბრუნდება. სერიალში ძველი მსახიობების გარდა ვიხილავთ მერილ სტრიპსაც, რომელიც სელესტის [ნიკოლ კიდმანის გმირი] დედამთილის როლს შეასრულებს. გარდა ამისა, HBO-ს პოპულარული სერიალის მეორე სეზონში ვიხილავთ კანადელ-ამერიკელ მსახიობ დუგლას სმისტს. ის შოუში კორი ბროკფილდის როლს შეასრულებს, რომელიც ჯეინის [შეილინ ვუდლის] თანამშრომელია. ახალ სეზონთან დაკავშირებით ცნობილია ისიც, რომ მეორე ნაწილის რეჟისორი ანდრეა არნოლდი იქნება, რომელსაც ისეთ პროექტებზე უმუშავია, როგორებიცაა Transparent, I Love Dick და სხვები.
წყარო: http://deadline.com/

 

ინსტაგრამმა და სნეპჩატმა, Giphy-ს სტიკერები აპლიკაციებიდან მას შემდეგ წაშალეს, რაც რასისტული გიფები აღმოაჩინეს

ახლა კი მომხმარებლებს სტიკერებით სარგებლობა კვლავ შეუძლიათ. Giphy-მ მის ბაზაში არსებული შეცდომა გამოასწორა და რასისტული გიფები უკვე ამოღებულია.
წყარო: https://www.engadget.com/

 

Vogue-ს ისტორიაში პირველად ჟურნალის გარეკანზე ჰიჯაბიანი მოდელი გამოჩნდება

ბრიტანული ვოგის მაისის ნომრის ყდაზე კენიელი 20 წლის მოდელი ხალიმა ადენი იქნება, რომელიც ფოტოსესიაში სხვა რვა მოდელთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
წყარო: https://www.independent.co.uk/

 

ჩინური კოსმოსური სადგური დედამიწისკენ მოექანება და ჩვენს ატმოსფეროში, სავარაუდოდ, სწორედ დღეს, 2 აპრილს შემოვა

მიუხედავად იმისა, რომ ამის შანსი ძალიან მცირეა, უნდა ითქვას ისიც, რომ ჩამოვარდნის არეალში საქართველოც მოიაზრება. ჩინეთმა კოსმოსურ სადგურ Tiangong-1-ზე კონტროლი 2016 წელს დაკარგა და მას შემდეგ კოსმოსში მოძრაობს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, უკონტროლო მოძრაობის გამო მისი ვარდნის ტრაექტორიის გამოცნობა წარმოუდგენელიც კია.
წყარო: https://www.theguardian.com/

 

საქართველოს ტელერადიოცენტრი თბილისის სატელევიზიო ანძის ტურისტულ წერტილად გადაქცევას გეგმავს

Image result for tbilisis andza

ამ მიზნით კომპანია ტენდერს აცხადებს, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 120 ათასი ლარია. თბილისის ანძა ზღვის დონიდან 719,2 მეტრის სიმაღლეზეა, მისი სიგრძე კი – 277,8 მეტრია. სატელევიზიო ანძა 1973 წელს ააგეს.

 

Incredibles 2-თან ერთად, 15 ივნისს, ანიმაციური კინოსტუდია Pixar ახალ მოკლემეტრაჟიან მულტფილმს გამოუშვებს

7-წუთიანი ანიმაციის მთავარი პერსონაჟი ბაოა, ჩინელ-კანადელი ქალი, რომელსაც დეპრესია აქვს და ცდილობს ცხოვრების აზრი დაიბრუნოს. სწორედ ამ დროს თავისივე ხელით გაკეთებული ცომის ერთ-ერთი გუნდა გაცოცხლდება და მის საუკეთესო მეგობრად იქცევა. აღსანიშნავია, რომ ბაო პიქსარის ისტორიაში პირველი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციაა, რომლის რეჟისორიც ქალია.
წყარო: http://ew.com/movies/

 

დღეს მსოფლიო საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

ეს დღე 1967 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია “ახალგაზრდული და საბავშვო წიგნების საერთაშორისო საბჭომ” დააარსა, რომელსაც ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, 2 აპრილს აღნიშნავენ.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.