fbpx

Facebook-ის ქართველი მომხმარებლები ცუკერბერგის fake ვიდეოს ავრცელებენ


გააზიარე სტატია

ბოლო დღეებია Facebook-ის ქართველი მომხმარებლები აქტიურად აშეარებენ ვიდეოს, რომელშიც ვითომდა ამ სოციალური ქსელის შემქმნელი, მარკ ცუკერბერგი (a.k.a. ზაკენბერგი) Facebook-ის გაუქმებას აანონსებს.

    

ვიდეო, სახელად “სამყარო ფეისბუქის გარეშე” 2 კვირის წინ, 2 აპრილსაა ატვირთული ფეიჯზე Video of the Internet და უკვე 13 მილიონი ნახვა აქვს.

ვიდეოს პირველი წამების ნახვაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ საქმე უბრალო ხუმრობასთან ან მიზანმიმართულ ტყუილთან გვაქვს. ცუკერბერგის სახეზე უბრალოდ სხვა ადამიანის პირია დამონტაჟებული და ხმაც აშკარად მას არ ეკუთვნის.

თუ ჩვენ ამ შეფასებას არ ენდობით, შეგიძლია ნახოთ თავად ვიდეოს ავტორის ფეიჯის კომენტარი, რომ ვიდეო ყალბია:

 

“გამარჯობა, ალბათ მიხვდით, რომ ეს უბრალოდ ხუმრობაა. ფეისბუქი არ აპირებს გაუქმებას. გმადლობთ, რომ უყურეთ და მეგობრებსაც გაუზიარეთ. ცრუ-ცუკერბერგი”

P.S. როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ მსოფლიოში სიმდიდრით მეშვიდე ადამიანი საკუთარი სიმდიდრის ერთადერთ წყაროს თავისი ნებით გაანადგურებს.

მარკ ცუკერბერგის ქონება ამჟამად 66 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 3 მილიარდით გამდიდრდა.

საჭიროა რომ გამოვავლინოთ ელემენტარული კრიტიკული აზროვნების უნარი და არ დავსპამოთ Facebook სამეგობრო მესიჯებით, რომლებიც „უფასო ფეისბუკის გაუქმებით“ გემუქრებათ.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.