fbpx

20 აპრილი – დილიდან 


გააზიარე სტატია

 

კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამას ახალი ფილმები დაემატა

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ დანიელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი ახალი ფილმით – The House That Jack Built კანის 71-ე კინოფესტივალზე ჩავა, თუმცა ის და მისი ფილმი მთავარ საკონკურსო პროგრამაში ვერ მოხვდნენ.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ფესტივალს ტერი გილიამის ფილმი The Man Who Killed Don Quixote დახურავს. ფილმი, რომელსაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იღებდნენ.

მთავარ საკონკურსო პროგრამას კიდევ სამი რეჟისორის ნამუშევარი დაემატა: იან გონსალესის – Knife + Heart, სერგეი დვორცევოის – The Little One და ნური ბილგე ჯეილანის – The Wild Pear Tree.

განსხვავებული ხედვის სექციასაც სამი ფილმი დაემატა: სერგეი ლოზნიცას – Donbass, ალეხანდო ფადელის – Muere, Monstruo, Muere და ჟოაო სალავიზას და რენე ნადერ მესორას ერთობლივი ნამუშევარი – The Dead and the Others.
წყარო: https://www.theguardian.com/

 

National Geographic “გენიოსის” ახალ სეზონზე იწყებს მუშაობას

Bride of Frankenstein

ალბერტ აინშტაინის და პაბლო პიკასოს შემდეგ, მესამე სეზონი “ფრანკენშტეინის” ავტორს, მერი შელის მიეძღვნება. შელის ნაწარმოებს თავიდან ნოველის სახე უნდა ჰქონოდა, მაგრამ საბოლოოდ ენთუზიასტი ქმრის – პერსი ბიში შელის რჩევით, რომანში გადაიზარდა. მერისათვის ეს პირველი რომანი იყო. მას “ფრანკენშტეინი ანუ თანამედროვე პრომეთე“ ეწოდა. ნაწარმოები 1818 წელს გამოიცა. ვინ შეასრულებს შელის როლს, ჯერჯერობით უცნობია. მომავალი სეზონის პრემიერა 2019 წელისთვის იგეგმება.
წყარო: http://variety.com/

 

სერიალი “სამშობლო” მერვე სეზონით დასრულდება

 

ამის შესახებ მსახიობმა კლერ დეინსმა თავად განაცხადა ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც სტუმრად დენსი იმყოფებოდა, წამყვანმა საუბრისას თქვა, რომ გავრცელებული ხმებით, დრამის მომავალი სეზონი ბოლო იქნებოდა. “კი, ასეა”, – მიუგო კლერმა. მოგვიანებით არხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შოუთაიმსს მერვე სეზონის შემდეგ სერიალის გადაღებების გაგრძელებაზე გეგმები არ აქვს. ამ დროისთვის არხზე სერიალის მეშვიდე სეზონი გადის, რომლის ფინალური სერია კვირას, 29 აპრილს გავა.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში 21 აპრილს იაპონიის საელჩოს გამოფენა “იაპონიის თოჯინები” გაიხსნება

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული იაპონური თოჯინები, მათ შორის ჰინა ნინგიო (გოგონების ფესტივალის თოჯინა) და გოგაცუ ნინგიო (ბიჭების ფესტივალის თოჯინა). გამოფენაზე ასევე იქნება თოჯინები, რომლებიც უკავშირდებიან იაპონურ ტრადიციულ თეატრალურ ხელოვნებას, როგორიცაა ნო, ბუნრაკუ და კაბუკი. გამოფენა 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

არჩილ ქიქოძის პირველი რომანი “სამხრეთული სპილო” აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ცნობით, თარგმანი აზერბაიჯანულმა გამომცემლობამ Qanun Publishing House-მა გამოსცა. წიგნი აზერბაიჯანულ ენაზე იმირ მემედლიმ ათარგმნა. “სამხრეთულ სპილოს” რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის “ლიტერას” პრემია წლის საუკეთესო რომანი.

 

“ტოიოტა” ამერიკული ბაზრისთვის 2021 წელს “მოლაპარაკე” ავტომობილებს გამოუშვებს

მანქანები ერთმანეთთან უსადენო ტექნოლოგიის გამოყენებით დაამყარებენ კავშირს. მსგავსი ინიციატივით 2016 წელს ობამას ადმინისტრაციაც გამოვიდა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო დეპარტამენტს რეგულაციის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. ტექნოლოგია ავტომობილებს საშუალებას აძლევს 300 მეტრის რადიუსში ერთმანეთთან კონტაქტი დაამყარონ და მონაცემები გაცვალონ.
წყარო: https://www.cnbc.com/

 

პირველი კადრები ლარს ფონ ტრიერის ახალი ფილმიდან

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დანიელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი 7-წლიანი აკრძალვის შემდეგ კანის კინოფესტივალს ახალი დრამით უბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მისი ახალი ფილმის, The House That Jack Built პრემიერა სწორედ კანში შედგება. ფილმის სიუჟეტი სერიული მკვლელის ისტორიას მოგვითხრობს და როგორც ტრირი ამბობს, მთავარი პერსონაჟი მაღალი ინტელექტის მქონე კრიმინალია, რომლის ჩამოყალიბებასაც მაყურებელი 12 წლის განმავლობაში ჩადენილი მკვლელობების მიხედვით დააკვირდება. ფილმში მთავარ როლს მეთ დილონი და უმა თურმანი ასრულებენ.
წყარო: https://www.facebook.com/

 

პირველი ფოტოები ნეტფლიქსის გერმანულენოვანი დრამიდან Dark Dark ნეტფლიქსის პირველი

გერმანულენოვანი სერიალია, რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა და გასული წლის ერთ-ერთ მთავარი ჰიტი გახდა. სერიალის პოპულარობიდან გამომდინარე, არხმა გადაწყვიტა მეორე სეზონიც გადაეღოთ, მისი პრემიერა კი 2019 წელს იგეგმება. ცოტა ხნის წინ სერიალის ახალი სეზონის პირველი ფოტოები გავრცელდა:
წყარო: http://www.indiewire.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.