fbpx

Eventer.ge მომხმარებელს განახლებულ საიტსა და ახალ სერვისებს სთავაზობს


გააზიარე სტატია

კომპანია Eventer-მა თავის მომხარებელს განახლებული საიტი შესთავაზა, რომელიც ბილეთების ონლაინ დაჯავშნის გარდა, რამდენიმე ახალ და საინტერესო სერვისსაც მოიცავს.

ივენთერი 2014 წელს დაარსდა და ის მოიაზრებოდა, როგორც ელექტრონული მუსიკის ღონისძიებების ბილეთების გასაყიდი პორტალი, რომელიც მომხმარებელს ამავდროულად ქვეყანაში არსებულ ივენთებზე საჭირო ინფორმაციასაც აწვდიდა.

„კომპანია გაიზარდა და შესაბამისად უფრო მეტ სერვისს თავაზობს საკუთარ მომხმარებელს. მაგალითად, მუსიკალური ღონისძიებების მიმართულებით სოციალური მედიის მენეჯმენტი და მოსაწვევების დისტანციურად დაგზავნის განახლებული სერვისი. ასევე სიახლეა ისიც, რომ კომპანია კლიენტებს სთავაზობს საკომუნიკაციო ვიდეო რგოლების და ე.წ. აფთერმუვის დამზადებას“ – აცხადებს კომპანიის მენეჯერი ლაშა მარგიანი.


ამიერიდან, დაინტერესებულ პირებს,  Eventer-ის ვებგვერდზე საკუთარი ბრენდის დარეგისტრირება თავად შეეძლებათ. შემდეგ კი სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეძლებენ ბილეთების დისტანციურად რეალიზაციას და ღონისძიების დღეს ამ ბილეთების კონტროლს.

„ჩვენი შემუშავებული ამ მექანიზმით საშუალო და მცირე ზომის ღონისძიებებისათვის ბილეთების ონლაინ რეალიზაცია უფრო მარტივი და ხელსაყრელი ხდება“.

მიუხედავად იმისა, ელექტრონული მუსიკის ღონისძიებები Eventer-ის მთავარ პრიორიტეტად რჩება, კომპანია ჟანრობრივი შეზღუდვისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ მათი სივრცე ყოველთვის დაეთმობა საინტერესო კონცეფციის მქონე ივენთებს, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზეც.

ბილეთების რეალიზაციის გარდა, ივენთერი ისევ აგრძელებს მუსიკალური ღონისძიებების მეგზურის ფუნქციის შესრულებასაც, რისი ნაწილიც გახდება ივენთერის ბლოგ-განყოფილება, რომელიც მკითხველს მუსიკალურ სფეროში განვითარებულ მოვლენებზე უფრო დეტალურ და საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის.

ბილეთების რეალიზაციის გარდა, ივენთერი აგრძელებს მუსიკალური ღონისძიებების მეგზურის ფუნქციის შესრულებასაც, რისი ნაწილიც გახდება ივენთერის ბლოგ განყოფილება, რომელიც მკითხველს მუსიკალურ სფეროში განვითარებულ მოვლენებზე უფრო დეტალურ და საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის.


რეკომენდებული სტატიები
SOU Festival თარიღებს აანონსებს

SOU Festival თარიღებს აანონსებს

SOU Festival თარიღებს აანონსებს
არსებობის მესამე წელს SOU თბილისის საზღვრებს გასცდება და დედაქალაქთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.