fbpx

30 აპრილი – დილიდან


გააზიარე სტატია

 

ქალი პერსონაჟის ტრანსფორმაცია ქართულ კინოში

Image may contain: 1 person, sunglasses and text

თანასწორობის მოძრაობის თბილისის ოფისში გეპატიჟებით საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელსაც წარუძღვება კინომცოდნე – ნენო ქავთარაძე. შეხვედრის მიზანია ქართული საბჭოთა კინოს 20-60-იანი წლების კინოპროცესებში ქალების როლის წარმოჩენა და ანალიზი: როგორები იყვნენ ქალი პერსონაჟები, რა იდეოლოგიისა თუ კონკრეტული მესიჯების გამტარნი ხდებოდნენ პროპაგანდისა და ცენზურის მანქანის მძლავრი მუშაობის პერიოდში, როგორ ეწერებოდა მათი ეკრანული იმიჯები სოცრეალიზმში და რა ხდებოდა მაშინ, როცა ბელადს (სტალინს) რომელიმე მათგანი განსაკუთრებით მოსწონდა (ან პირიქით), რა ხდებოდა რკინის ფარდის მიღმა? (რა პროცესები მიდიოდა დასავლურ ან თუნდაც ნაცისტურ კინემატოგრაფში). 60-იან წლებში ახალი გმირები ჩნდებიან.
წყარო: https://www.facebook.com/

 

ოსკარის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი ქეით უინსლეტი ამერიკელი ფოტოგრაფის და ჟურნალისტის, ლი მილერის როლს შეასრულებს

მილერი ერთ-ერთი წამყვანი ფოტოგრაფი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მასალას Vogue-სთვის ამზადებდა. ლი მილერი ერთ-ერთი პირველი იყო იმ ადამიანთა შორის, ვინც ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკები ფირზე აღბეჭდა და მსოფლიოს იქ არსებული სიტუაცია გააცნო. ფილმს მილერის ვაჟის, ენტონი პენროუსის წიგნის – The Lives of Lee Miller-ის მიხედვით გადაიღებენ.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ტილდა სუინტონი და ჰიუ ლორი დევ პატელთან ერთად ჩარლზ დიკენსის რომანის, “დევიდ კოპერფილდის” ეკრანიზაციაში ერთად ითამაშებენ

დევიდ კოპერფილდი დიკენსის მერვე რომანია, რომელიც პირველად 1850 წელს გამოიცა. ისევე, როგორც წინამორბედი ნაწარმოებები, იგი მანამდე ქვეყნდებოდა ნაწილ-ნაწილ. წიგნში გამოყენებული სიუჟეტური ელემენტები აღებულია დიკენსის პირადი ცხოვრებიდან. კინოსურათს ინგლისში გადაიღებენ, პრემიერის თარიღი კი ამ ეტაპზე უცნობია.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

კანის კინოფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წლევანდელ ფესტივალზე, სექსუალური შევიწროების თავიდან ასარიდებლად, ცხელი ხაზი ამოქმედდება

Thierry Fremaux

იმ შემთხვევაში, თუ ფესტივალის მსვლელობის დროს სექსუალური შევიწროების შემთხვევა დაფიქსირდება, მსხვერპლს საშუალება ექნება აღნიშნულ ნომერზე დარეკოს. ფესტივალის დირექტორმა ტიერი ფრემომ, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰარვი ვაინშტაინის საქმეში კანის კინოფესტივალი რამდენიმე მსხვერპლის მიერ იყო ნახსენები. აღნიშნულ ინიციატივას გამოეხმაურა საფრანგეთის თანასწორობის მინისტრი მარლენ შიეპა და თქვა, რომ ფესტივალის გადაწყვეტილებას მიესალმება.
წყარო: http://variety.com/

 

მიშელ პფაიფერი ანჯელინა ჯოლისთან და ელ ფენინგთან ერთად დისნეის მაღალშემოსავლიანი ფილმის, “მალეფისენტის” მეორე ნაწილში მიიღებს მონაწილეობას

Michelle Pfeiffer Variety Power of Women Honoree

როგორც ცნობილია, მსახიობი კინოსურათში დედოფლის როლს შეასრულებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, დადებითი პერსონაჟს განასახიერებს თუ უარყოფითს. “მალეფისენტის” პირველი ნაწილი ეკრანზე 2014 წელს გამოვიდა და წლის ერთ-ერთი მთავარი ჰიტი გახდა, ფილმმა შემოსავლის სახით $700 მილიონ დოლარზე მეტი დააგროვა.
წყარო: http://variety.com/

 

ქართული ალტერნატიული როკჯგუფი Loudspeakers მეორე ალბომზე მუშაობს


ალბომის გამოსვლის თარიღზე, მის სახელზე ან ახალი სიმღერების რაოდენობაზე ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა ჯგუფმა გადაცემაში “აკუსტიკა” ახალი სიმღერა I Don’t Blame You შეასრულა.
წყარო: https://www.youtube.com/

 

გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სახლი აშენებულია გიორგი ლეონიძის მამის – ნიკოლოზის მიერ, რომელიც პატარძეულში წმ. შიოს ტაძრის მოძღვრად XIX ს. 60-იან წლებში გადაიყვანეს. შენობას სრულად აქვს შენარჩუნებული ნიკოლოზისეული სახლის სახე. 1968 წლიდან გამოცხადდა გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმად. სახლში დაცულია: გოგლას საწოლი ტახტი, დიდი საოჯახო ტახტი, რომელზეც ა გოგლა დაიბად, პოეტის საგვარეულო ავეჯი, მისი კოსტიუმი, პირადი ნივთები და ასევე ლადო გუდიაშვილის ორი ნახატი – გოგლას ორი პორტრეტი. სახლი წარმოადგენს XIX ს. მეორე ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს სოფლისთვის დამახასიათებელი სახლის ტიპის მშვენიერ ნიმუშს, რომელსაც თითქმის სრულად აქვს შემონახული თავდაპირველი სახე და ამდენად ის ეთნოგრაფიული ძეგლის ნიშნის მატარებელია.


რეკომენდებული სტატიები
სოლოლაკის ერთ-ერთი ისტორიული შენობის სადარბაზოში ჭერი გაჭრეს

სოლოლაკის ერთ-ერთი ისტორიული შენობის სადარბაზოში ჭერი გაჭრეს

სოლოლაკის ერთ-ერთი ისტორიული შენობის სადარბაზოში ჭერი გაჭრეს
ტ. ტაბიძისა და ლ.ასათიანის კუთხეში, სოლოლაკში ერთ-ერთი გამორჩეული შენობის სადარბაზო გამოუსწორებლად დაზიანდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.