fbpx

პირველი მაისი – დილიდან


გააზიარე სტატია

 

პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა

ეს დღე აღინიშნება ყოველი წლის 1 მაისს მუშათა საერთაშორისო მოძრაობის სოციალურ-ეკონომიკური მიღწევებისთვის. ამ თარიღს აღნიშნავენ ერთი შემთხვევის გამო, რამაც დასაბამი მისცა მუშათა ორგანიზებულ წინააღმდეგობას სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. 1884 წელს ორგანიზებულ სავაჭრო და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ, 1872 წელს კანადის მშრომელთა წარმატებით წაქეზებულმა, მოითხოვა რვასაათიანი სამუშაო დღე აშშ-ში, რომელიც ძალაში 1886 წლის 1 მაისს უნდა შესულიყო. მას შედეგად საერთო გაფიცვა და ამბოხი მოჰყვა ჩიკაგოში, თუმცა ასევე ოფიციალური სანქციაც რვასაათიან სამუშაო დღეზე. მაისის დღის ამბოხი მოგვიანებით განმეორდა 1894 და 1919 წლებშიც. მემარცხენე ორიენტაციის გამო მაისის დღე ხშირად გამხდარა სხვადასხვა სოციალისტური, კომუნისტური და ანარქისტული ჯგუფის დემონსტრაციების ეპიცენტრი. მე-20 საუკუნეში პირველმა მაისმა ოფიციალური მნიშვნელობა შეიძინა საბჭოთა კავშირში; ამ დღის აღსანიშნავი დღესასწაულები კომუნისტურ ქვეყნებში ცივი ომის პერიოდში ხშირად მოიცავდა სამხედრო პარადებს და მოქალაქეთა პროცესუალურ მსვლელობებს მთავრობის მხარდაჭერის ნიშნად.

 

დღეიდან თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში იკრძალება

დღეს, 2018 წლის პირველ მაისს, ძალაში შედის კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში აიკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც.

თამბაქოს მოწევა იკრძალება:

  • ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში;
  • სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
  • ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;

გამონაკლისი შემთხვევები – თამბაქოს მოწევა ნებადართულია:

  • ტაქსიში და კატერში;
  • ფიზიკური პირის სახლში;
    სამორინეში;
  • წინასწარი დაკავების იზოლატორში;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში;
  • თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;
    სიგარაბარში;
  • სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შეთხვევაში;
  • აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას.
  • სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია (2020 წლამდე).

 

იტალიელი რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი რიდლი სკოტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მხრიდან კევინ სპეისის ამოჭრა ფილმიდან All the Money in the World და მისი კრისტოფერ პლამერით ჩანაცვლება დიდი დანაშაული იყო

როგორც ბერტოლუჩი ამბობს, როდესაც ეს ამბავი გაიგო, მაშინვე მისწერა რიდლი სკოტის მემონტაჟს, პიეტრო სკალიას რომ რიდლი სკოტს უნდა რცხვენოდეს იმის, რაც გააკეთა. “ვიმედოვნებ, რომ მალე შევძლებ ფილმის გადაღებას და იქ აუცილებლად იქნება კევინ სპეისი,” – ამბობს ბერტოლუჩი. შეგახსენებთ, რომ ლოს-ანჯელესის პროკურატურამ კევინ სპეისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
წყარო: http://www.indiewire.com/

 

ციმბირში აღმოჩენილი ხის კერპი, რომელიც ეგვიპტის პირამიდებზე ძველია

ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, უახლესი კვლევა გვიჩვენებს, არა მხოლოდ იმას, თუ როდინდელია ეს კერპი, არამედ შეიძლება იმის გაგებაშიც დაგვეხმაროს, თუ რისთვის გამოიყენებოდა იგი. კერპი თავდაპირველად 1894 წელს აღმოაჩინეს, ის შიგირის ჭაობში, ტორფის ქვეშ, 4 მეტრის სიღრმეზე იყო დამარხული. ის ნაწილ-ნაწილ აღმოაჩინეს და ცხადია, რომ კერპის ყველა ნაწილი ვერ გადაურჩა დროის ასეთ ხანგრძლივ პერიოდს. 1914 წელს აღმოჩენილი ნაწილების გაერთიანების შემდეგ გაირკვა, რომ კერპი 5.3 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო. აღმოჩენიდან ასი წლის შემდეგ ტექნოლოგიურმა განვითარებამ მკვლევარებს როგორც იქნა ხელოვნების ამ ნიმუშის დათარიღების საშუალება მისცა. კერპის ორი ნაწილის რადიონახშირბადოვანი ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ხის ნაკეთობა 9800 წლისაა. ეს ნამდვილად წარმოუდგენელი აღმოჩენაა და გამყინვარების პერიოდს გადარჩენილი ადამიანების განვითარებაზე მნიშვნელოვნად გვიცვლის წარმოდგენას.
წყარო: http://www.iflscience.com/

 

გრძელდება ქალთა ფონდისა და მწერალთა სახლის პროექტი „ფემინისტური კითხვა“

Image may contain: text

1-ელ მაისს, 18:30 საათზე მწერალთა სახლში პროექტის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა გაიმართება სალომე ბენიძესთან. პროექტის, „ფემინისტური კითხვა მწერალთა სახლში“ მთავარი მიზანია თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურის პოპულარიზაცია, მკითხველისათვის ქალი ავტორების გაცნობა და მათი ტექსტების ხელახალი გააზრება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ლიტერატურულ და აკადემიურ წრეებში იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარი, რასაც ჩვენს გარემოში აწყდება ქალი. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო კითხვის მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლებას და მის ქცევას თანამედროვე ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად.
წყარო: https://www.facebook.com/

 

1-6 მაისს გერმანიის ქალაქ შვერინში კინოფესტივალი FILMKUNSTFEST გაიმართება, რომლის ფოკუსშიც საქართველო იქნება

საქართველოს, როგორც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის წარდგენა თებერვალში, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ საქართველოს მიღებაზე დაიწყო. ამჯერად კი კულტურულ პროგრამას Filmpalast Capitol Schwerin უმასპინძლებს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
1 მაისს პროგრამის საზეიმო გახსნაზე შვერინს მუსიკალური პროგრამით ქართული როკბენდი Young Georgian Lolitaz ეწვევა, 2 მაისს კი ნაჩვენები იქნება ქართული უხმო კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი – კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია”. ფესტივალზე წარმოდგენილი კინოპროგრამა Gastland Georgien (სტუმარი ქვეყანა – საქართველო) 25 ქართული ფილმისგან შედგება, რომელიც სრულმეტრაჟიან, მოკლემეტრაჟიან და საქართველოს შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებსაც აერთიანებს. რეტროსპექტივისთვის ფილმები გერმანულმა მხარემ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან და ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალთან ერთად შეარჩია. მაყურებელი იხილავს ბოლო პერიოდის ისეთ წარმატებულ თანამედროვე ქართულ ფილმებს, როგორებიცაა: ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი”, ანა ურუშაძის „საშიში დედა”, რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი”, ზაზა ურუშაძის „აღსარება”, გიორგი ოვაშვილის „ხიბულა”, მარიამ ხაჭვანის „დედე” და სხვა.
წყარო: http://www.gnfc.ge/

 

90-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, Twin Peaks-ის მსახიობი პამელა გიდლი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა

Pamela Gidley

მსახიობი გარდაცვლილი თავის სახლში, ნიუ-ჰემფშირში ჯერ კიდევ 16 აპრილს იპოვეს, თუმცა მედიას ამის შესახებ მხოლოდ ახლახან შეატყობინეს. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: http://www.bbc.com/


რეკომენდებული სტატიები
სოლოლაკის ერთ-ერთი ისტორიული შენობის სადარბაზოში ჭერი გაჭრეს

სოლოლაკის ერთ-ერთი ისტორიული შენობის სადარბაზოში ჭერი გაჭრეს

სოლოლაკის ერთ-ერთი ისტორიული შენობის სადარბაზოში ჭერი გაჭრეს
ტ. ტაბიძისა და ლ.ასათიანის კუთხეში, სოლოლაკში ერთ-ერთი გამორჩეული შენობის სადარბაზო გამოუსწორებლად დაზიანდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.