fbpx

ორი მაისი – დილიდან


გააზიარე სტატია

დღეს ლევან ამაშუკელის გამოფენა იხსნება

Image may contain: one or more people and people standing

2 მაისიდან თბილისის ფაბრიკასა და ბათუმის საგამოფენო ბოქსებს დაიკავებს ლევან ამაშუკელის გამოფენა “ჰომო ურბანუს”, რომელიც ილუსტრაციების სერიაა მომავლის ქალაქის თემაზე, მეზობელი კორპუსიდან დანახული აპოკალიპტურ-ირონიული სცენებით. ლევან ამაშუკელის ნამუშევრების გაცნობა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.zmudart.com. პროექტის მიზანია ციფრული ხელოვნების პოპულარიზაცია, რომელიც ხელოვანებს აძლევს შესაძლებლობას გამოფინონ საკუთარი ნამუშევრები თბილისის და ბათუმის ქუჩებში განთავსებულ არტ ბოქსებში.
წყარო: https://www.facebook.com/

 

Netflix-მა 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი სერიალის, 13 Reasons Why-ს მეორე სეზონის გამოსვლის თარიღი გვამცნო და ახალი ტრეილერიც გამოუშვა

“13 მიზეზი რატომ” მეორე სეზონით 18 მაისს დაბრუნდება და როგორც ტრეილერიდან ირკვევა, მასში წინა სეზონის თითქმის ყველა მსახიობი თამაშობს.
წყარო: https://www.youtube.com

 

კვენტინ ტარანტინო ჰარვი ვაინშტაინის კომპანიას სასამართლოში უჩივის

Quentin Tarantino and Harvey Weinstein

როგორც რეჟისორი ამბობს, კომპანიამ მას $4,5 მილიონი არ გადაუხადა.რეჟისორის პრეტენზია ეხება ოთხი ფილმის – Grindhouse, Inglourious Basterds, Django Unchained და The Hateful Eight-ის შემოსავლების ნაწილს, რომელიც კომპანიას რეჟისორისთვის არ გადაუხდია. ტარანტინოს გარდა ვაინშტაინის კომპანიას ვალები აქვს ისეთ მსახიობებთან, როგორებიც არიან – ლეონარდო დიკაპრიო, ჯეიკ ჯილენჰოლი, რეიჩელ მაკადამსი, ჯულია რობერტსი, ბრედ პიტი, ჯენიფერ ლოურენსი, მერილ სტრიპი და ა.შ
წყარო: http://www.indiewire.com/

 

ჰოლანდიელი სცენარისტი და პროდიუსერი, რეჟისორი ფილმებისა “ძირითადი ინსტინქტი” და “ის ქალი” პოლ ვერჰოვენი ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულ ფილმ Blessed Virgin-ს გადაიღებს, რომელიც ლესბოსელი მონაზვნის ისტორიას მოგვითხრობს

მიუხედავად იმისა, რომ ისტორია ნამდვილია, ფილმის სცენარი 1986 წელს გამოშვებულ წიგნზე დაყრდნობით შეიქმნება, სადაც სხვადასხვა ისტორიულ დოკუმენტებთან ერთად მონაზვნების ისტორიებიც არის შესული. სიუჟეტის მთავარი პერსონაჟი დედა ბენედეტ კარლინია, რომელიც 1600-იან წლებში ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და დროთა განმავლობაში მღვდელმსახურებზე დიდი გავლენაც მოიპოვა. ფილმში მთავარ როლებს ვირჟინი ეფირა და შარლოტა რემპლინგი შეასრულებენ.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ჩიკაგოში 93 წლის ასაკში Playboy-ის ლოგოტიპის ავტორი გარდაიცვალა

Art Paul, who was the first art director for Playboy magazine, in his home studio in 2014.

არტ პოლის გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ანთება გახდა. არტ პოლი პირველი ადამიანი იყო, ვინც Playboy-ის დამაარსებელმა ჰიუ ჰეფნერმა სამსახურში მიიღო. მისივე შექმნილია პირველი ჟურნალის დიზაინიც, რომლის გარეკანიც მერილინ მონრომ დაამშვენა.
წყარო: https://chicago.suntimes.com/

 

ამერიკელი მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის შესახებ გადაღებული ფილმის ტრეილერი გამოვიდა:

წყარო: https://www.youtube.com/

 

აკა მორჩილაძის წიგნს, “ობოლე” გერმანულ ენაზე თარგმნიან

გერმანული გამომცემლობა Mitteldeutscher Verlag აკა მორჩილაძის “ობოლეს” გამოსცემს. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა იმუშავა. “ობოლეს” მთავარი გმირი ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭია. ის ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.