9 მაისი დილიდან
9 მაისს გამარჯვების დღე აღინიშნება
დღეს მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 73-ე წლისთავია. მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის – 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.
კანის საკონკურსო ფილმების დისტრიბუციის უფლება ნეტფლიქსმა შეიძინა
წელს კანის საკონკურსო პროგრამაში ნეტფლიქსის არც ერთი ფილმი არ მონაწილეობს. მიზეზი კი მხოლოდ ის იყო, რომ ამ ფილმებს კინოთეატრში არ უჩვენებდნენ და მაყურებელი მას მხოლოდ ლეპტოპისა თუ სმარტფონის ეკრანზე ნახავდა. ამის საპირისპიროდ ნეტფლიქსი კანის საკონკურსო ფილმებზე დისტრიბუციის უფლების შეძენას აპირებს. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ნეტფლიქსმა ჟან-ლუკ გოდარის ახალი ფილმის, The Picture Book-ის უფლება შეიძინა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ნეტფლიქსი კანის საკონკურსო პროგრამაში წარდგენილი ფილმების პროდიუსერებს დაუკავშირდა და დისტრიბუციის უფლების მათთვის მიყიდვა შესთავაზა.
წყარო: http://www.indiewire.com/
ნახეთ პირველი ფოტოები Sense 8-ის ფინალური სერიიდან
ერთგული ფანების პროტესტის და მანიფესტის წყალობით კლასტერის ისტორია ეთერში ბრუნდება. 8 ივნისს ნეტფლიქსზე Sense 8-ის ფინალური, ორსაათიანი სერია გავა.
წყარო: http://www.indiewire.com/
კევინ სპეისისა და ჰარვი ვაინშტაინის სკანდალზე სერიალს გადაიღებენ
American Horror Story, Scream Queens, American Crime Story და Feud-ის შემქმნელი რაიან მერფი, კიდევ ერთი სერიალისთვის ემზადება. ამჯერად შოუს მთავარი თემა ქალთა უფლებები, გასულ წელს ჰოლივუდში მომხდარი სექსუალური შევიწროების სკანდალი და მოძრაობა #MeToo იქნება. როგორც ცნობილია, ახალ სერიალს Consent ერქმევა და თითოეული ეპიზოდი განსხვავებულ ამბავზე იქნება აგებული, მათ შორის ვაინშტაინისა და კევინ სპეისის სკანდალურ ისტორიებზეც.
წყარო: https://www.rte.ie/
ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში ასობით დრონმა სინქრონული და მანათობელი შოუ მოაწყო
ამისთვის გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.
წყარო: https://www.youtube.com/
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ბრაზილიის ფოსტამ ახალი საფოსტო მარკა გამოსცა
მარკაზე გამოსახულია საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქვევრი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მარკა ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს დამკვიდრებას არა მარტო ბრაზილიაში, არამედ პორტუგალიურენოვან სამყაროშიც.
წყარო: https://www.facebook.com
შერონ სტოუნი კომედიურ ფილმში ითამაშებს
ფილმის რეჟისორი პატრიკ ბრაისია. სტოუნს პარტნიორობას ცნობილი მსახიობები ედ ჰელმსი და ჯესიკა უილიამსი გაუწევენ. მსახიობი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელის როლს ითამაშებს, რომლის კომპანიის თანამშრომლების კორპორაციული მოგზაურობა კატასტროფით სრულდება. ისინი გამოქვაბულში ჩაიკეტებიან და თავის გადარჩენისთვის თავგანწირვით იბრძვიან, რისთვისაც კანიბალიზმზეც არ ამბობენ უარს.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/