fbpx

10 მაისი დილიდან 


გააზიარე სტატია

თვითმკვლელობიდან ოთხი წლის შემდეგ რობინ უილიამსზე ბიოგრაფიული წიგნი გამოვიდა

მსახიობი რობინ უილიამსი 2014 წლის 11 აგვისტოს კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა იყო. ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ მსახიობის ბიოგრაფიული წიგნი გამოვიდა, სადაც მის სისუსტეებზე, ანტიდეპრესანტებზე დამოკიდებულებასა და ჯიმ კერის მიმართ  შუღლზეა საუბარი. წიგნის ავტორი დეივ ითზკოფია, რომელმაც უილიამსის ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები გაასაჯაროვა. წიგნის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნაწილი რობინის ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც ის ჯიმ კერიზე ეჭვიანობდა და ფიქრობდა, რომ კერი მასზე ნიჭიერი მსახიობია, მათ შორის კი სერიოზული შუღლიც გაჩნდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, კი კერის, როგორც წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის დასახელება გახდა. დეივ ითზკოფის წიგნი თანმიმდევრობით აღწერს რობინის ცხოვრების ყველა დეტალს 1960-იანი წლებიდან 2014 წლის 11 აგვისტოს ღამემდე.
წყარო: https://www.vanityfair.com/

 

ტარანტინოს ახალ ფილმში მარგო რობი, ტიმ როთი და კურტ რასელი ითამაშებენ

Margot Robbie90th Annual Academy Awards, Arrivals, Los Angeles, USA - 04 Mar 2018

Once Upon a Time in Hollywood (“ერთხელ ჰოლივუდში”) – ასე ჰქვია კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ პიტსა და დიკაპრიოს კურტ რასელი, მარგო რობი, ტიმ როთი და მაიკლ მადსენი შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ მარგო რობის გარდა ყველა სხვა მსახიობს ტარანტინოსთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. “ერთხელ ჰოლივუდშის” სამსახიობო ანსამბლს ასევე უერთდება მსახიობი ბერტ რეინოლდსიც. ფილმთან დაკავშირებით ბევრი დეტალი ჯერ გახმაურებული არ არის, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ის მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ იქნება და სიუჟეტი 1969 წელს მომხდარ ამბავზე განვითარდება.  სწორედ ამ წელს “მენსონის ოჯახის” ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, რომ ლოს-ანჟელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ. მენსონის დავალებით სასტიკად მოკლეს სახლის მცხოვრებლები, მათ შორის იყო მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი. ტეიტის როლს მარგო რობი შეასრულებს. ფილმის გამოსვლის თარიღად 2019 წლის 9 აგვისტო სახელდება. ზუსტად 50 წლის შემდეგ, რაც მენსონის ოჯახმა სასტიკად აწამა და მოკლა შერონ ტეიტი და მისი სტუმრები.
წყარო: http://www.indiewire.com/

 

ლექცია “ცხოვრება და კულტურა 1918-1921 წლების საქართველოში” საქართველოს

Image may contain: text

დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილის ლექციას: “ცხოვრება და კულტურა 1918-1921 წლების საქართველოში”. მოხსენებაში საუბარი იქნება კულტურის იმ უმთავრეს მოვლენებზე, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხანის ადგილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ასევე იმ გარემოებებზე, რომლებმაც გავლენა იქონიეს შემდგომი ათწლეულების შემოქმედებით და ინტელექტუალურ ცხოვრებაზე.
წყარო: https://www.facebook.com/

 

წიგნის სახლში “ლიგამუსი” გაიმართება პეტერ ვაისის პიესის, “მარატ-სადის” ქართული თარგმანის პრეზენტაცია

პიესა თარგმნა ჯემალ ჭელიძემ და გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. წიგნის წარდგინებაში მონაწილეობას მიიღებენ ლაშა ბუღაძე, გიგა ზედანია, გიორგი მაისურაძე და ნინო ფირცხალავა. წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ილიაუნის თეატრის ფოიეში გაიმართება სპექტაკლის “მარატ-სადის” პრემიერა, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის დრამის რეჟისურის მიმართულების კურსდამთავრებულის, საბა ასლამაზიშვილის დებიუტია.
წყარო: https://www.facebook.com/

 

Get Out-ის  რეჟისორი ჯორდან პილი ახალ ფილმს იღებს

Us – ასე ერქმევა პილის კინოსურათს, რომელშიც მთავარ როლებს ლუპიტა ნიონგო და ელიზაბეტ მოსი შეასრულებენ. ამ ეტაპზე ფილმის შესახებ ყველა ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, თუმცა როგორც ამბობენ, მისი გადაღებები ზაფხულში დაიწყება, ხოლო პრემიერა 2019 წელს შედგება.
წყარო: https://www.independent.co.uk/

 

რეჟისორი რომან პოლანსკი აპირებს ამერიკის კინოაკადემიას სასამართლოში უჩივლოს

Roman Polanski threatens lawsuit against motion picture academy over expulsion

როგორც პოლანსკის ადვოკატი განმარტავს, კინოაკადემიის გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან რეჟისორს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ მიეცა. მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ დაარღვია სტანდარტები. მისი თქმით, კალიფორნიის კანონის მიხედვით, ნებისმიერი წევრის გაძევება კეთილსინდისიერად და სამართლიანად უნდა მოხდეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გაუპატიურებაში ბრალდების გამო, რეჟისორი რომან პოლანსკი და მსახიობი ბილ კოსბი ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს.
წყარო: http://www.latimes.com

 

Uber და NASA მფრინავი ტაქსის შექმნაზე ერთობლივად მუშაობენ.  

ვიდეო: https://twitter.com/

 

Google-მა ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა წარადგინა, რომელიც ტელეფონის საშუალებით მომხმარებლის გარეშე დაჯავშნის მათთვის სასურველ შეხვედრას

Image result for Google Assistant to make phone calls for owners

სიახლე მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში სატესტო რეჟიმში ჩაეშვება. თანამედროვე ტექნოლოგია, რომლის შესახებაც IO დეველოპერების კონფერენციაზე გახდა ცნობილი, მომხმარებლის მიერ მითითებული დროის პერიოდში მისი პირადი მდივანი იქნება. კონფერენციაზე განაცხადეს, რომ თუ სიახლემ გაამართლა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიებს საშუალებას მისცემს ვირტუალური ასისტენტი გამოიყენონ.
წყარო: http://www.bbc.com/

 

კრიშტიანუ რონალდუ ფეისბუქისთვის სერიალს შექმნის

The untitled project, which hails from Paul Lee's new studio, will follow a girls soccer team in upstate New York.

როგორც უკვე იცით, ფეისბუქმა გადაწყვიტა ნეტფლიქსისა და ამაზონის მსგავსი პლატფორმა შექმნას. მზადება ამისთვის უკვე აქტიურ ფაზაშია და არაერთი პროექტის შემდეგ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ტიტულოვანი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ სოციალური ქსელისთვის ახალ სერიალს შექმნის და მისი პროდიუსერი იქნება.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/


რეკომენდებული სტატიები
9 მაისი  დილიდან

9 მაისი დილიდან

9 მაისი  დილიდან
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ბრაზილიის ფოსტამ ახალი საფოსტო მარკა გამოსცა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.