11 მაისი დილიდან

Stranger Things-ის მესამე სეზონს კიდევ ერთი მსახიობი ემატება

წარმატებული მესამე სეზონის შემდეგ Stranger Things-ის გადაღებებს ჯგუფი ზაფხულში დაიწყებს. სიუჟეტი 1985 წლის ზაფხულში განვითარდება, წინა სეზონის ისტორიიდან 1 წლის შემდეგ. ახლახან ცნობილი გახდა, რომ შოუს კიდევ ერთი ახალი მსახიობი ფრანჩესკა რიალე დაემატა, რომელიც შოუში ჰეიზელრის, ჰოუკინსის საცურაო აუზის მაშველის როლს მოირგებს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენ ეპიზოდში ვიხილავთ ფრანჩესკას, თუმცა შოუს შემქმნელები ამბობენ, რომ ის მესამე სეზონის ყველაზე მისტიკური ამბის ეპიცენტრში იქნება. როგორც შოუს პროდიუსერი შონ ლევი ამბობს, მესამე სეზონი შესაძლოა მეორეს მსგავსად 9 ეპიზოდით დაბრუნდეს.
წყარო: https://www.comicbookmovie.com
ლეგენდარული მსახიობი ანეტ ბენინგი მარველის სამყაროს უერთდება ფილმში Captain Marvel ის ბრი ლარსონის პერსონაჟის დედის როლს მოირგებს

ბენინგის გარდა ფილმში ჯუდ ლოუც თამაშობს. Captain Marvel ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომიქსია, რომელშიც მთავარი პერსონაჟი ქალი-სუპერგმირი კეროლ დენვერსია. ფილმის პრემიერა 2019 წლის 8 მარტს იგეგმება.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
Vulture-ის საუკეთესო ფილმების სიაში ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის “ჩემი ბედნიერი ოჯახიც” მოხვდა
![]()
ქართული ფილმი მეორე ადგილზეა. ნეტფლიქსზე პრემიერის შემდეგ ქართულმა ფილმმა კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები მიიღო და არაერთი სიის სათავეში მოექცა. ამ სიას კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა Vulture შეემატა, რომლის სიაშიც ნეტფლიქსის საუკეთესო ფილმები, ნანასა და სიმონის ფილმი მეორე ადგილზეა. სიაში სულ 100 ფილმი იყო და ქართულმა ფილმმა ისეთ კინოსურათებს გადაუსწრო, როგორებიც არის – First They Killed My Father, Mudbound, On Body and Soul, The Meyerowitz Stories. ერთადერთი ფილმი, რომელმაც ქართულ ფილმს აჯობა Okja იყო. საკუთარ აღწერაში Vulture-ის ჟურნალისტი წერს, რომ “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ეს არის ფილმი იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი.
წყარო: http://www.vulture.com
იტალიის ქალაქებში, ბარიში და ფლორენციაში ქართული წიგნის კუთხეები გაიხსნება

უახლეს ქართულ ლიტერატურას ფლორენციაში არსებულ ქართულ სამრევლოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე 13 მაისს გადასცემს.
რკინის კაცის ორიგინალი კოსტიუმი, რომელიც რობერტ დაუნი უმცროსს ეცვა, კინოპროდუქციის საცავიდან მოიპარეს

საცავი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გარეუბანში, პაკოიმაში მდებარეობს. კოსტიუმის ღირებულება 325 ათასი დოლარია და ის თებერვლიდან 25 აპრილის შუალედში დაიკარგა. ლოს-ანჯელესის პოლიციამ საქმე ქურდობის ბრალდებით აღძრა.
წყარო: http://www.indiewire.com/
პარასკევს, 11 მაისს, საღამოს 8:00 საათზე მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში ბავშვების დროა

არ გამოტოვოთ ღია ცის ქვეშ, დიდ ეკრანზე, ზოოტოპიის თქვენს შვილებთან ერთად ნახვის და ანიმაციიდან წამოსული მნიშვნელოვანი თემების განხილვის შესაძლებლობა. მაინც როგორ უნდა მოიქცე, როდესაც ყველას თვალში რიგითი ბაჭია ხარ, წარმატებული ცხოვრების ხედვებში საკუთარი მშობლებიც კი არ გეთანხმებიან და მთელი სამყარო ძალადობრივ კანონებზეა გადაწყობილი. რამდენად რეალურია მტაცებლებთან თანაცხოვრება თანაბარ პირობებში, როდესაც სერიოზულად არავინ აღგიქვამს და უმრავლესობა შენი სახით მხოლოდ გემრიელ ლუკმას ხედავს? ეს და სხვა საინტერესო თემები ლაიტმოტივად მიჰყვება ოსკარის მფლობელ ანიმაციას.
წყარო: https://www.facebook.com/
სანტა ესპერანსაში მკითხველებს თანამედროვე ქართველი მწერალი, რედაქტორი და ლიტერატურული პრემია “საბას” ლაურეატი უმასპინძლებს

ზვიად კვარაცხელია ავტორია რომანისა “ფორმა N100”, რომელიც 2014 წელს პრემია ‘საბაზე’ წლის საუკეთესო რომანად დასახელდა. შეხვედრაზე მწერალი თავის შემოქმედებაზე ისაუბრებს და აგრეთვე განიხილავს სამი თანამედროვე ქართველი ავტორის წიგნსაც: მედეა ზაალიშვილის “ცაში გამოკიდებული სახლი”, სოსო მეშველიანის “Arboles Altos” და ბექა ქურხულის “სკანდარა და სხვა მოთხრობები”.
წყარო: https://www.facebook.com
ჯონ გრინის ბესტსელერს “ალასკას ძიებაში” კომპანია Hulu სერიალად გადაიღებს

პროექტს რეჟისორი ჯოშ შვარცი ჩაიბარებს. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გრინის რომანის ეკრანიზაციის პირველ სეზონში მხოლოდ რვა სერია იგეგმება. სერიალის პროდიუსერი თავად ჯონ გრინი იქნება. “ალასკას ძიებაში” მაილზ ჰოლტერის, უიღბლო თინეიჯერის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც უცნაური ჰობით არის გატაცებული, ის ცნობილი ადამიანების უკანასკნელ სიტყვებს სწავლობს. ფრანსუა რაბლეს სიტყვებით შთაგონებული მაილზი სასწავლებლად მშობლებისგან მოშორებით, კალვერ კრიკში გაემგზავრება. ახალი მეგობრები კი მის ცხოვრებას სრულიად ცვლიან.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
ბრიტანული კომპანია ქართულ ღვინოზე ფილმის გადაღებას გეგმავს

გადაღებები საქართველოში დაიწყება და იტალიასა და საფრანგეთში გაგრძელდება.
წყარო: https://www.facebook.com/
“რიკი და მორტი” კიდევ 70 ეპიზოდით განახლდა

პოპულარული ამერიკული ანიმაციური სერიალი “რიკი და მორტი” გრძელდება. ინფორმაცია ამის შესახებ სერიალის პროდიუსერმა უკვე დაადასტურა და თქვა, რომ მუშაობა ახალ სერიებზე უკვე დაწყებულია.
წყარო: http://variety.com/

