fbpx

15 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

მიკი მაუსზე პირველი ანიმაციის გამოსვლიდან 90 წელი გავიდა

1928 წლის 15 მაისს გამოვიდა პირველი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი მიკი მაუსის მონაწილეობით – “შეშლილი თვითმფრინავი”.  მიკი მაუსი ანიმაციური ფილმების პერსონაჟია, რომელიც იუბ აივერქსიმ და უოლტ დისნეიმ შექმნეს. მიკი არის უოლტ დისნეის კომპანიის ოფიციალური ლოგოტიპის ნაწილი.
წყარო: https://www.youtube.com

 

მაკდონალდსის პირველი რესტორნის გახსნიდან 78 წელი გავიდა

Image result for mcdonald's

1940 წლის 15 მაისს გაიხსნა მაკდონალდსის პირველი რესტორანი.  მაკდონალდსი სწრაფი კვების რესტორების უმსხვილესი ქსელია მსოფლიოში. მისი ცენტრალური ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში. რაც შეეხება საქართველოს, აქ მაკდონალდსის 11 რესტორანია: 7 თბილისში,  2 ქუთაისში, თითო-თითო რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში.

 

პირველი ოუფენ ეარის ჩატარებიდან 9 წელი გავიდა

Image result for open air tbilisi 2009

2009 წლის 15 მაისს თბილისში გაიხსნა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ალტერვიზია. თავდაპირველი იდეა იყო მსმენელისათვის ევროვიზიის ალტერნატიული ვერსიის შეთავაზება. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიწვია ჯგუფ Stephane & 3G-ის 2009 წლის ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე უარმა, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო მოთხოვნებით, შეცვლილიყო სიმღერის We don’t wanna put in ტექსტი. ალტერნატიულ ფესტივალზე სპეციალური საორგანიზაციო კომპანიის მიერ მოწვეული იყო რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკოსი. მოგვიანებით ითქვა, რომ წარმატების შემთხვევაში დაიგეგმებოდა მსგავსი ფესტივალების ყოველწლიურად ჩატარება და ასეც მოხდა. წელს ოუფენ ეარი 22, 23 და 24 ივნისს ჩატარდება.

 

კანის კინოფესტივალის დირექტორის, ტიერი ფრემოს გადაწყვეტილებით, 2020 წელს ფესტივალზე ქალი და კაცი რეჟისორები თანაბარი რაოდენობით წარსდგებიან

Girls Of The Sun Cannes

5050×2020 – ასე ჰქვია გადაწყვეტილებას, რომელსაც ხელი ფრემომ და წლევანდელი ჟიურის წევრებმა – ქეით ბლანშეტმა, ავა დიუვერნიმ, ლეა სეიდუმ, კრისტენ სტიუარტმა და ა.შ. მოაწერეს. “კანს ხშირად ადანაშაულებენ სექსიზმსა და ქალი რეჟისორების დაბლოკვაში. ჩვენ ბევრი შეუდარებელი ქალი რეჟისორი გვყვავს და მაქსიმალურად ვეცდებით 2020 წლისთვის ბალანსი დაცული იყოს”, – ამბობს ფრემო.
წყარო: http://deadline.com

 

დანიელი რეჟისორის, ლარს ფონ ტრიერის ახალი ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა

 7-წლიანი აკრძალვის შემდეგ კანის კინოფესტივალს რეჟისორი ახალი დრამით უბრუნდება. ფილმის, The House That Jack Built სიუჟეტი სერიული მკვლელის ისტორიას მოგვითხრობს და როგორც ტრიერი ამბობს, მთავარი პერსონაჟი მაღალი ინტელექტის მქონე კრიმინალია, რომლის ჩამოყალიბებასაც მაყურებელი 12 წლის განმავლობაში ჩადენილი მკვლელობების მიხედვით დააკვირდება. ფილმში მთავარ როლებს მეთ დილონი და უმა თურმანი ასრულებენ.
წყარო: https://www.facebook.com/

 

ეროვნულ გალერეაში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება

Image result for ტიციანის “მადონა ყრმით”

ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის ოსტატები ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.  გამოფენები საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

გასული წლის ოქტომბერში ეროვნულ გალერეაში ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრები გამოიფინა.

 

მსახიობი ვინს ვონი ფილმის, “ყველა მტრის წინააღმდეგ” მონაწილე მსახიობთა შემადგენლობას შეუერთდა

Vince Vaughn arrives at the Oscars, at the Dolby Theatre in Los Angeles89th Academy Awards - Arrivals, Los Angeles, USA - 26 Feb 2017

პროექტი 60-იანი წლების ცნობილი მსახიობის, ჯინ სიბერგის ცხოვრებას შეეხება და მთავარ როლს მასში კრისტენ სტიუარტი შეასრულებს. რაც შეეხება ვონს, ის აგენტ კარლ კოვალსკის განასახიერებს. ფილმისთვის სცენარი ჯო შრეპნელმა და ანა უოტეჰაუსმა დაწერეს, რეჟისორი კი ბენედიქ ენდრიუსი იქნება.
წყარო: http://variety.com/

 

Facebook-მა დაახლოებით 200 აპლიკაცია წაშალა

Cambridge Analytica's sign at offices in London

მარტში დაწყებული სკანდალის შემდეგ Facebook-მა განაცხადა, რომ ამ საკითხს დეტალურად შეისწავლიდა. სწორედ ამიტომ ცუკერბერგის კომპანიაში აუდიტი 21 მარტს დაიწყო. Facebook-ში ამბობენ, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე მუშაობა გრძელდება. კომპანიაში დამატებითი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ. 18 მარტს მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა მარა ჰელეიმ Facebook-ისა და კომპანია Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
წყარო: http://variety.com/

 

ბროდვეიზე ჯულია რობერტსის შესახებ სპექტაკლს დადგამენ

Image result for julia roberts

60-ზე მეტი კინო, ტელე და თეატრალური როლის შემდეგ ჯულია რობერტსის შესახებ ბროდვეის სცენაზე სპექტაკლს დადგამენ. მიუზიკლის პრემიერა ზაფხულში გაიმართება. ისტორიის ეპიცენტრში კი ჯესიკა იქნება, 24 წლის თავგზააბნეული გოგო, რომელიც ჯულიას აღმერთებს და ფიქრობს, რომ საკუთარი აზრების დალაგებასა და წარმატების მიღწევაში სწორედ ჰოლივუდის ვარსკვლავი დაეხმარება. მიუზიკლში შევა ის სიმღერები, რომლებიც ჯულიას სხვადასხვა დროს თავის ფილმებში აქვს შესრულებული.
წყარო: https://www.broadwayworld.com/

 

ოსკარის მფლობელი რეჟისორი გილერმო დელ ტორო ნეტფლიქსზე საშინელებათა ჟანრის სერიალს გადაიღებს

Guillermo Del Toro'The Shape Of Water' photocall, 74th Venice International Film Festival, Italy - 31 Aug 2017

10 After Midnight – ასე ერქმევა ახალ შოუს, რომლის სიუჟეტიც დედამიწაზე, სასიკვდილო ეპიდემიის შემდეგ ვითარდება. სერიალზე სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
წყარო: http://variety.com/

 

მერილ სტრიპი და გარი ოლდმანი სტივენ სოდერბერგის ახალ ფილმში The Laundromat მთავარ როლებს შეასრულებენ

ფილმის სიუჟეტი პანამის დოკუმენტებს ეხება. 2016 წლის 9 აპრილს, ვაშინგტონის დროით 14:00-ზე, ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იურიდიული ფირმა მოსაკ ფონსეკას საიდუმლო დოკუმენტები. 11 მილიონ საბუთში ცხადად ჩანს, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ოფშორულ ზონებს ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ქართული კინო 110 წლისაა

Image may contain: text

დღეს ქართული კინოს დღეა, რომელიც სათავეს იღებს XX საუკუნის დასაწყისიდან. ქართული კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება, როცა ვასილ ამაშუკელმა ბაქოში ფილმების გადაღება დაიწყო. დღემდე შემორჩენილი პირველი ფილმია ამაშუკელისვე “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” (1912), ხოლო პირველი მხატვრული ფილმი – გერმანე გოგიტიძის “ქრისტინე” (1919). საქართველოს ტერიტორიაზე პირველი კინოჩვენება ძმები ლუმიერების კინემატოგრაფის აპარატით 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა. თბილისი სულ რამდენიმე თვით ჩამორჩა პარიზსა და რუსეთის იმპერიის დედაქალაქ სანკტ-პეტერბურგს, სადაც პირველად კინო იმავე წლის მაისს აჩვენეს.
წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
14 მაისი დილიდან

14 მაისი დილიდან

14 მაისი დილიდან
83 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.