16 მაისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

1929 წლის 16 მაისს აშშ-ში პირველად გაიმართა ოსკარების გადაცემის ცერემონია

Image result for oscar ceremony 1929

აკადემიის პრიზები, ანუ ოსკარები შეერთებულ შტატებში კინოინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ქანდაკებით, რომელსაც ოფიციალურად ეწოდება აკადემიის ღირსების პრიზი და დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც “ოსკარი”. დაჯილდოების ცერემონია პირველად 1929 წელს ლოს-ანჯელესში, “ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში” გაიმართა. ოსკარებით დაჯილდოების ცერემონია ტელეეთერში პირველად 1953 წელს გადაიცა. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია უკვე მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს. ოსკარები შოუ-ბიზნესში უძველესი დაჯილდოების ცერემონიაა.

 

შავი პანტერების პარტიის დამფუძნებლის, ელდრიჯ კლივერის ავტობიოგრაფიული წიგნი კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოს საჯარო ბიბლიოთეკაში 47 წლის შემდეგ დააბრუნეს

What was the most checked-out book at the San Francisco Public Library in 2017? Keep clicking to find out ... Photo: Liz Hafalia, The Chronicle

წიგნი სახელწოდებით “სული ყინულზე” მკითხველმა 1970 წელს გაიტანა და ა ყველა წესის დაცვის იმავე წლის 9 დეკემბერს უნდა დაებრუნებინა, თუმცა წიგნი თავის ადგილზე 47 წლის, 4 თვისა და 29 დღის დაგვიანებით აღმოჩნდა. ამ ხნის განმავლობაში გამოცემას ყდა მოეხა, სატიტულო გვერდზე კი ნახვრეტები გაჩნდა. ბიბლიოთეკაში აცხადებენ, რომ წიგნის გამტანის ვინაობა ჯერ ვერ დაადგინეს. ბიბლიოთეკის მენეჯერის თქმით, გატანილი წიგნის დაგვიანებით დაბრუნებაზე ჯარიმა, 10 დოლარისა და ერთი ცენტის ოდენობით, შეზღდული რომ არ ყოფილიყო, წესის დამრღვევს 73170 დილარის გადახდა მოუწევდა. შავი პანტერების პარტია შეერთებულ შტატებში 1960-70-იან წლებში მოქმედებდა, მისი მიზანი ფერადკანიანთა უფლებების დაცვა იყო.
წყარო: https://www.sfgate.com/

 

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ნიკო ფიროსმანის 100 წლისთავისა და ასოციაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნება

Image result for niko pirosmani

ექსპოზიციაზე გამოიფინება ასოციაციის წევრი 22 მხატვრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 100-მდე ნიმუში. გამოფენის ორგანიზატორი და მხარდამჭერი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია.

 

ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე მორიგი რეკორდი მოიხსნა

იტალიელი მხატვრის, ამადეო მოდილიანის ტილო “მარცხენა მხარზე მწოლიაზე შიშველი ქალი” 157 მილიონ 200 ათას დოლარად გაიყიდა. 1917 წელს შექმნილი შედევრის საწყისი ფასი 150 მილიონი დოლარი იყო.
წყარო: http://www.france24.com/

 

მაიკროსოფტი თავისი მომხმარებლებისთვის მუქი ფერის დიზაინს გამოუშვებს

So dark.

დიზაინი ვინდოუსის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მოხმარებად აპლიკაციაზე, Windows Explorer-ზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. იმის გარდა, რომ მუქი ფერის დიზაინი მომხმარებლების ნაწილის გემოვნებაში ძალიან ჯდება, მას ის პლუსიც აქვს, რომ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს და კომპიუტერის ელემენტიც უფრო დიდხანს ძლებს.
წყარო: https://mashable.com/

 

ბროდვეის სცენაზე კიდევ ერთი ლეგენდარული ფილმის ადაპტაცია დაიდგმება

Some Like It Hot

ბილი უაილდერის კულტად ქცეულ კინოსურათს, “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” მიუზიკლის სახით მაყურებელი 2020 წელს იხილავს. ფილმი ეკრანზე 1959 წელს გამოვიდა, მასში მთავარ როლებს მერილინ მონრო, ჯეკ ლემონი და ტონი კურტისი ასრულებენ. ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ მოირგებს მთავარი პერსონაჟების როლს, თუმცა როგორც დადგმის პროდიუსერები გვპირდებიან, წინ უნიკალური სანახაობა გველის.
წყარო: http://variety.com/

 

მულანის ეკრანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფილმი იქნება დისნეი” 1998 წლის ანიმაცია “მულანის” ფილმად ქცევას გვპირდება

Image result for Mulan Could Exceed $290 Million

გადაღებების მასშტაბურობაზე პროექტის ბიუჯეტიც მიგვითითებს, რომელიც Pure News-ის ცნობით, 290 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. გადასაღებ მოედნად ფილმის შემქმნელებმა ახალი ზელანდია შეარჩიეს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ნამუშევარი, რომლის გამოსვლასაც 2020 წელს გვიანონსებენ, თავისი მასშტაბური სცენებით მაყურებლის მოლოდინს გადააჭარბებს. ფილმის სიუჟეტი და სახელწოდება მისი ანიმაციური ვარიანტის იდენტური იქნება. მთავარ როლს იუფეი ლუ შეასრულებს, ხოლო რეჟისორი ნიკი კარო იქნება, რომელმაც ბოლო დროს მაყურებელს ფილმი “ზოოპარკის მფლობელის ცოლი” შესთავაზა.
წყარო: https://www.cbr.com

 

სერიალ მისტერ რობოტის ვარსკვლავი რემი მალეკი ფილმში “ბოჰემური რაფსოდია” ფრედი მერკურის განასახიერებს

ფილმი ლეგენდარული მომღერლისა და ჯგუფ Queen-ის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი ეკრანზე 2018 წლის 2 ნოემბერს გამოვა.
წყარო: https://www.youtube.com

 

ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი ტომ ვულფი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტომ ვულფი ნიუ-იორკში 1962 წლიდან ცხოვრობდა, მას შემდეგ, რაც The New York Herald Tribune-ში დაიწყო მუშაობა. ტომ ვულფს, მისი წერის სტილიდან გამომდინარე, ე.წ. ახალი ჟურნალისტის ერთ-ერთ შემქმნელად მიიჩნევენ. მის ნაწერებში რთულია გაავლო ზღვარი და იპოვო ის მიჯნა, რაც ლიტერატურასა და ჟურნალისტიკას ერთმანეთისგან ჰყოფს.
წყარო: https://www.nytimes.com/


რეკომენდებული სტატიები
14 მაისი დილიდან

14 მაისი დილიდან

14 მაისი დილიდან
83 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა
15 მაისი დილიდან

15 მაისი დილიდან

15 მაისი დილიდან
ეროვნულ გალერეაში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.