fbpx

31 მაისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

31 მაისი  თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღეა

Image result for თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე

ყოველწლიურად, 31 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორი ორგანიზაციები აღნიშნავენ  – “მსოფლიო თამბაქოს გარეშე”. ამ დღეს კიდევ ერთხელ აღინიშნება თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები და თამბაქოს მოხმარების შემცირებისაკენ მიმართული ეფექტური პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელობას.ა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 9 000-დან 11 000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3 000-მდე პასიური მოწევის მსხვერპლია.

 

ოსკაროსანი რეჟისორი ასგარ ფარჰადი სარაევოს 24-ე კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი იქნება

Asghar Farhadi

ირანელი რეჟისორის ახალი ნამუშევრით  “ყველამ იცის” გასულ თვეში კანის 71-ე კინოფესტივალი გაიხსნა. სარაევოს 24-ე კინოფესტივალი 10-დან 17 აგვისტომდე გაიმართება.
წყარო: http://variety.com/

 

მორგან ფრიმანი CNN-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

Image result for morgan freeman/s lawyer climes nn csexsual

გასულ კვირას ტელეარხმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და სიუჟეტი მოამზადა მორგან ფრიმანზე, სადაც 8 ქალი მას არასასურველ სექსუალურ ქცევაში ადანაშაულებდა. მსახიობმა ბოდიში მოიხადა, თუმცა დღეს CNN-ს თავად სთხოვს ბოდიშის მოხდას და საიტიდან სტატიის აღებას. გამოძიების ერთ-ერთი ავტორი, ჟურნალისტი ქლოი მელასი ფრიმანის მხრიდან გახდა ასევე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ერთ-ერთი ფილმის პრესკონფერენციის დროს. ფრიმანის ადვოკატის თქმით, სტატია მცდარ ფაქტებს შეიცავს. გარდა ამისა, მისი თქმით, კანონდარღვევაა, როდესაც ერთ-ერთი დაზარალებული თავადაა სტატიის ავტორიც.
წყარო: https://www.independent.co.uk/

 

თბილისში ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი იხსნება

მუზეუმის ბაზაზე ასევე გაიხსნება მედიათეკა და მულტიმედიური არქივი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ფოტო-წიგნებისა და მულტიმედიის უნიკალური ნიმუშები. თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი პირველი მუზეუმია ამიერკავკასიაში, რომელიც  პროფესიონალი ქალების გუნდმა შექმნა. მუზეუმის მიზანია ქართული ვიზუალური კულტურის მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია, ინსტიტუციონალიზაცია და შესწავლა, ფოტოგრაფიის განვითარების ხელშეწყობა, რეგიონში ქალი ფოტოგრაფების გაძლიერება და ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება.
ფოტო: https://ge.cloudvod.imedi.ge/

 

რეჟისორ მარიამ ხაჭვანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი „დედე” პირველი ივნისიდან ესპანეთის შვიდი ქალაქის კინოგაქირავებაში ჩაეშვება

Image result for მარიამ ხაჭვანის „დედე”

ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. “დედე” კარლოვი ვარის კინოფესტივალის ჟიურის პრიზის მფლობელია. ფილმის ნაწილი სვანურ დიალექტზეა და მასში მონაწილე ყველა მსახიობი სვანია.

 

 

შვეიცარიის საელჩო, გერმანული ენის თვის ფარგლებში, აწყობს ლიტერატურულ საღამოს, სადაც მაია და ნათია ფანჯიკიძეები ისაუბრებენ

No automatic alt text available.

ცნობილი შვეიცარიელი მწერლის, მაქს ფრიშის ნაწარმოებზე “შტილერი” “შტილერი” კიდევ ერთი მარადიულ თემაზე დაწერილი რომანია, რომელიც “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა. შეხვედრა ჩატარდება ქართულ ენაზე. დასწრება თავისუფალია.
წყარო: https://www.facebook.com/

 

გორილაზეს ახალი ალბომი, რომელსაც The Now Now ჰქვია, 29 ივნისს გამოვა

Panasonic Jaguar Racing via Getty Images

The Now Now ჯგუფის ტრადიციებს გააგრძელებს და, სავარაუდოდ, ამჯერადაც მოვუსმენთ “მოწვეულ მუსიკოსებს”. წინა ალბომში ბრიტანულ ჯგუფს ისეთ მუსიკოსებთან ჰქონდა კოლაბორაცია, როგორებიც არიან ვინს სტეპლსი, კელელა, დენი ბრაუნი, Pusha T და მევის სტეპლსი. სპეციალურად ამ ალბომისთვის უკვე შეიქმნა საიტი thenownow.tv, სადაც რეტრო სტილში შესრულებული წარწერა და მცირე მუსიკალური ნაწყვეტი დაგხვდებათ.
წყარო: https://pitchfork.com/

 

დღეს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

No automatic alt text available.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც წელს მეოცედ იმართება. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის ფოკუს-ქვეყანა გერმანიაა. ფესტივალის ისტორიაში პირველად  მონაწილეობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მრავალრიცხოვანი დელეგაციით ესტუმრება და ფესტივალზე საკუთარ სტენდსაც წარმოადგენს. ფესტივალი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებსა და სამ თანამედროვე ავტორს – ულა ლენცეს, ოლგა გრიაზნოვას და კატია პეტროვსკაიას უმასპინძლებს, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში გამართავენ ღონისძიებებს და შეხვდებიან მკითხველებს.
წყარო: https://www.facebook.com/

 

7 ივნისს ლოს-ანჯელესის დოლბის თეატრში ჯორჯ კლუნს კარიერაში მიღწეული წარმატებების გამო საპატიო ჯილდოს გადასცემენ

როგორც მოსალოდნელი იყო ამ პრიზის გადასაცემად სცენაზე მისი უახლოესი მეგობარი ჯულია რობერტსი ავა.

რობერტსი და კლუნი თითქმის 20 წელია, რაც მეგობრობენ და რამდენიმე საერთო ფილმიც შექმნეს. მათ შორის იყო “ოუშენის მეგობრები” და “ფინანსური მონსტრი”.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.