5 ივნისი დილიდან
5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება
ღონისძიება მსოფლიოს 100 ქვეყანაში ტარდება და მასში 10-000-მდე მოქალაქე მონაწილეობს. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.
2019 წლის თებერვალში ეკრანზე მარველის ახალი ფილმი Silver & Black გამოვა
სპაიდერმენის სპინოფის მთავარი პერსონაჟები შავი კატა და ვერცხლისფერი სიასამური იქნებიან. ფილმს რეჟისორი ჯინა პრინს ბაიზვუდი გადაიღებს, რომელიც კასტინგის მენეჯერთან ერთად აქტიურად ეძებს მთავარი როლის შემსრულებლებს.
წყარო: https://www.theverge.com/
ემა ტომფსონის ახალი კინოროლი
The Children Act – ასე ჰქვია ახალ კინოსურათს, რომელიც ეკრანზე 24 აგვისტოს გამოვა. ფილმის სიუჟეტი მოსამართლე ფიონა მეის გარშემო ვითარდება, რომელსაც გადატვირთული გრაფიკის გამო პირად ცხოვრებაში დიდი პრობლემები აქვს. პარალელურად კი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და სადაო საქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უწევს. ჯერ კიდევ არასრულწლოვან ბიჭს, რომელსაც ლეიკემია აქვს, სისხლის გადასხმა სჭირდება, მისი რელიგია კი ამ ყველაფერს კრძალავს და მშობლები ამის გამო მკურნალობაზე უარს აცხადებენ. სწორედ ამიტომ, ემას პერსონაჟი გადაწყვეტს ბიჭს და მის მშობლებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს.
წყარო: https://www.youtube.com
ქართული ანიმაციური ფილმის, “ჯინოს” ჩვენების უფლება იაპონიაში, კორეაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდა
მხარეებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. “ჯინოს” დისტრიბუცია სულ მალე დაიწყება, ჩვენებების განრიგს კი ლოს-ანჯელესის დისნეს კინოთეატრი დაასრულებს. “ჯინო” პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავალზე მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად. “ჯინო” ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ანიმაციური ფილმია. მისი პრემიერა ანსის საერთაშორსო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შედგა და მას შემდეგ არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ამ ეტაპზე ბოლო გამარჯვება აზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ანიმაციური ფილმების ფესტივალს ICFF უკავშირდება, სადაც “ჯინოს” ფესტივალის გრან-პრი გადასცეს.
თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინეს
კინოფესტივალი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გაიმართა.
- ფესტივალის გრან-პრი:
MAREGRAVE by JUSTINE CAPPELLE / BELGIUM
- საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი:
EKAANT by SARTHAK BHASIN / INDIA
- საუკეთესო დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი:
APOLLO JAVAKHETI by BAKAR CHERKEZISHVILI / GEORGIA
- საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი:
FIFTY-TWO by BRODIE STEPHENSON / AUSTRALIA
2018 წელს ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ: ნენად დიზდარევიჩი (სარაევოს კინოაკადემია), ორით აზოულაი (სემ შპიგელის კინოსკოლა, ისრაელი), მსახიობი ნატა მურვანიძე და რეჟისორი ზაზა ხალვაში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საკონკურსო კინოჩვენებები, ქართული ფილმების აფიშების გამოფენა. წყარო: https://www.facebook.com/
15-წლიანი პაუზის შემდეგ ელ ვუდსი კინოეკრანს უბრუნდება
MGM-ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს რიზ უიზერსპუნთან, რომელიც გარდა იმისა, რომ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს, მისი საპროდიუსერო კომპანია კინოსურათის მესამე ნაწილის წარმოებაშიც ჩაერთვება. რიზის გარდა ახალ ნაწილში ვიხილავთ კირსტენ სმიტსა და კარენ მაკკულაჰს.
წყარო: https://variety.com/
2018 წლის ნოემბერში ეკრანზე “გამანადგურებელი რალფის” მეორე ნაწილი გამოვა
როგორც ცნობილია, ანიმაციური ფილმის მეორე ნაწილს რამდენიმე ახალი პერსონაჟი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთ სცენაში დისნეის თითქმის ყველა პრინცესაც ჩანს.
წყარო: https://www.youtube.com
ოსკარის მფლობელი რეჟისორი სტივ მაქუინი ახალი დრამის პრემიერისთვის ემზადება
Widows – ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ვაიოლა დევისი ასრულებს. მსახიობს პარტნიორობას მიშელ როდრიგესი და კოლინ ფარელი გაუწევენ. ფილმის სიუჟეტი ქალების გარშემო ვითარდება, რომელთა ქმრებსაც კლავენ. სწორედ ამიტომ ისინი შურისძიებისთვის ერთიანდებიან.
წყარო: https://www.youtube.com/
უილიამ დეფო ჯოან დიდიანის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში “უკანასკნელი, რაც მას სურდა” ითამაშებს
დეფოს პარტნიორობას ენ ჰეთეუეი გაუწევს. ფილმის რეჟისორი დი რისი იქნება და მას Netflix-ისთვის გადაიღებენ. სიუჟეტის ცენტრში Washington Post-ის ჟურნალისტია, რომელიც მამამისისგან მემკვიდრეობით იარაღებით ვაჭრობის ბიზნესს იღებს. ის საშიში სამკუთხედის, პოლიტიკოსების, ბანდიტებისა და საკუთარი ოჯახის ცენტრში აღმოჩნდება.
წყარო: https://variety.com/