12 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ოსკარის მფლობელი მსახიობი ნატალი პორტმანი ახალ ფილმში Pale Blue Dot ასტრონავტის როლს შეასრულებს

ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება და ის ლიზა მარი ნოვაკის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც რამდენიმე წლით კოსმოსში მისიის შესასრულებლად წავა.  მას შემდეგ, რაც ასტრონავტი კოსმოსიდან დაბრუნდება, მიხვდება, რომ უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა და კარგავს რეალობის აღქმას. სწორედ ამის შემდეგ, 2007 წელს ნოვაკი  ადამიანის გატაცებისთვის დააპატიმრეს.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

მსახიობი ვინს ვონი მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააპატიმრეს

Image result for Actor Vince Vaughn arrested for DUI

წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარებული 7 საათის შემდეგ, მსახიობი გირაოთი გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლო პროცესი მაინც გაიმართება.
წყარო: https://edition.cnn.com/

 

ლეგენდარულმა სცენარისტმა შონდა რაიმსმა ოფიციალურად დაიწყო ნეტფლიქსზე მუშაობა და პირველი სცენარიც წარადგინა

Shonda Rhimes

რაიმსის პირველი პროექტი “ნიუ-იორკ თაიმსის” ერთ-ერთ სტატიაზე იქნება დაფუძნებული და ის ანა დელვეის ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც ა ნიუ-იორკის მაღალი წრის საზოგადოებაში მოახერხა თავის დამკვიდრება. დელვეიმ ასობით ადამიანი ფინანსურად მოატყუა და მათი ქონება მიითვისა. ამჟამად ის ერთ-ერთ ციხეში იხდის სასჯელს.
წყარო: https://variety.com

 

პირველი კადრები “ბანქოს სახლის” მეექვსე სეზონიდან

სულ მალე ბანქოს სახლის უკანასკნელი, მეექვსე სეზონი გამოვა. ახალ ნაწილში მთავარ როლში რობინ რაითი იქნება და ის ამერიკის პრეზიდენტს განასახიერებს. შეგახსენებთ, რომ ცნობილი სკანდალის შემდეგ, კევინ სპეისი სერიალიდან გაუშვეს.
წყარო: https://variety.com/

 

ბროდვეის სპექტაკლი “ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი” ნიუ-იორკში თეატრალური სეზონის საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს და მას პრემია “ტონი” გადასცეს  

სპექტაკლს “ჰარი პოტერი”  6 ჯილდო გადასცეს, მათ შორის საუკეთესო რეჟისურისთვის და სცენარისთვის. პიესა “ჰარი პოტერის” სერიის ავტორმა ჯოან როულინგმა დაწერა და ცნობილი ჯადოქარი ბიჭის ისტორიის დასრულებიდან 19 წლის შემდგომ განვითარებულ ამბებს გვიყვება.
წყარო: https://twitter.com/

ჯულია რობერტსის კიდევ ერთი ახალი როლი

Julia RobertsChanel NRDC dinner, Inside, Los Angeles, USA - 02 Jun 2018

Little Bee – ასე ერქმევა კინოსურათს, რომელსაც სტუდია ამაზონი გადაიღებს. ფილმის სიუჟეტი კრის კლეივის ბესტსელერ რომანს, The Other Hand-ს ეფუძნება. ისტორია თავშესაფრის მაძიებელი ნიგერიელისა და ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემის რედაქტორის, სარა ოროურკის გარშემო ვითარდება. სწორედ სარას როლს მოირგებს რობერტსი. ფილმის გადაღების იდეა ჯერ კიდევ 2009 წელს გაჩნდა და მთავარ როლზე ნიკოლ კიდმანიც დაამტკიცეს, თუმცა  პროდიუსერების გადაწყვეტილებით როლი საბოლოოდ რობერტსმა მიიღო.
წყარო: https://variety.com/

 

14 ივნისს, 18 საათზე, “ხელოვნების სასახლეში” გაიმართება პირველი ქართველი კინოვარსკვლავის – ნატო ვაჩნაძის და ცნობილი რეჟისორის – ნიკოლოზ შენგელაიას შესახებ ახლად გამოცემული წიგნების პრეზენტაცია. 

Image may contain: 2 people

წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში

„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში

„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში
8 ივნისს ციურიხის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეში ანდრო ვეკუას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.