fbpx

13 ივნისი დილიდან


გააზიარე სტატია

 

27-წლიანი დავის შემდეგ საბერძნეთი და მაკედონია მაკედონიის ახალ სახელზე შეთანხმდნენ

საბერძნეთმა შეთანხმებას მიაღწია თავის ჩრდილოელ მეზობელთან, რომელმაც იუგოსლავიიდან გამოყოფის შემდეგ, 27 წლის წინ, მაკედონია დაირქვა. საბერძნეთი მიიჩნევდა, რომ ახლად წარმოქმნილ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონოდა მისი ჩრდილოეთ რეგიონის, მაკედონიის სახელწოდება და ეს იწვევდა ბევრ გაურკვევლობას. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაკედონიას ამიერიდან ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა დაერქმევა.
წყარო: https://www.bbc.com/

 

Yahoo-ს მესენჯერი 17 ივლისს გაუქმდება


ყველა მომხმარებელი იაჰუს ახალ აპლიკაციაზე, Squirrel-ზე ავტომატურად გადავა. მომხმარებლებს იაჰუს მესენჯერში არსებული სასაუბრო ისტორიის ჩამოწერა 6 თვის განმავლობაში შეეძლებათ, ამ დროის შემდეგ კი სერვერები მათთვის სამუდამოდ დაიხურება.
წყარო: https://twitter.com/

 

“პერსეპოლისის” ავტორი და რეჟისორი მარჯან სატრაპი ახალ ფილმს, Radioactive-ს გადაიღებს, რომელიც ნობელის პრემიის ორგზის გამარჯვებულზე, მეცნიერ მარი კიურიზე მოგვითხრობს

ფილმში მთავარ როლს ოსკარის ნომინანტი როზამუნდ პაიკი შეასრულებს. მარი კიური პოლონელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი იყო, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: რადიოაქტიურ ნივთიერებათა გამოკვლევა. გარდა ამისა, ის გახდა პარიზის უნივერსიტეტის პირველი პროფესორი ქალი. მარი კიურის შრომები რადიოაქტიურ ნივთიერებათა შესწავლის შესახებ საფუძვლად დაედო ფიზიკისა და ქიმიის ახალ დარგებს.
წყარო: https://variety.com/

 

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია ნეტფლიქსი  ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში საკუთარი კინოთეატრები გახსნას გეგმავს

გარდა იმისა, რომ ეს კომპანიისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება, რამდენიმე უპირატესობაც აქვს. მაგალითად ის, რომ თუ პროექტი განხორციელდება და ნეტფლიქსის ფილმები დიდ ეკრანზე, კინოთეატრში გავა, კომპანიას შანსები ექნება ოსკარის დაჯილდოებაში მიიღოს მონაწილეობა. კინოთეატრის გახსნის იდეას მიესალმება ნეტფლიქსის მაყურებლის ნაწილიც და ამბობენ, რომ ეს დამატებითი კომფორტი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც კომპანიის პროდუქციის ნახვა დიდ ეკრანზე სურს.
წყარო: https://www.esquire.com/

 

3-წლიანი პაუზის შემდეგ ჰოლივუდის ვარსკვლავი დრიუ ბერიმორი კინოეკრანზე ბრუნდება

Image result for დრიუ ბერიმორი

მსახიობი მონაწილეობას მიიღებს ჯეიმი ბაბეტის ახალ კომედიურ კინოსურათში The Stand-In, რომლის პრემიერაც 2019 წელს იგეგმება. ფილმის სიუჟეტი სტენდაფ კომიკოსის, კენდის გარშემო ვითარდება, რომელსაც აქვს ამბიცია ქვეყნის ყველაზე გავლენიანი და ცნობილი კომიკოსი გახდეს. ამჯერად მსახიობი მონაწილეობს  ნეტფლიქსის სერიალში “სანტა კლარიტას დიეტა”.

 

მსოფლიოში პოპულარული შვედურ-დანიური სერიალის, The Bridge-ის მსახიობმა სოფია ჰელინმა ინსტაგრამზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ საგა ნორენის სახელგანთქმული მანქანა აუქციონისთვის იყიდება.

წყარო: https://www.instagram.com/

 

მარველის Avengers: Infinity War-მა უკვე მოახერხა და ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა, შურისმაძიებლების” ამჟამინდელი Box Office $2 მილიარდზე მეტია

რაც შეეხება სხვა რეკორდსმენებს, ამ ეტაპზე პირველ ადგილს კვლავ “ავატარი” იკავებს, რომელმაც საერთო ჯამში გაქირავებიდან $2.788 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო, შემდეგ მოდის “ტიტანიკი”, მესამე ადგილზეა “ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება.”
წყარო: https://www.forbes.com/

 

ჩინეთის იმპერატორ ციანლუნის დროინდელი ფაიფურის ვაზა პარიზში სოტბის აუქციონზე 16.2 მილიონ ევროდ გაიყიდა

ეს ფასი სოტბის პარიზის განყოფილებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ფაიფურის ვაზა საფრანგეთში, ერთ-ერთი საგვარეულო სახლის სათავსოში შემთხვევით იპოვეს, რის შემდეგაც მფლობელებმა აუქციონის პარიზის ოფისში მიიტანეს. ვაზის ბოლო მფლობელს ის ახლობლისგან მემკვიდრეობით ერგო.
წყარო: https://www.antiquestradegazette.com/

 

ოშკის ტაძარში აქამდე უცნობი წარწერა და სავარაუდოდ, მე-10 საუკუნეზე უფრო ადრინდელი ნაგებობის კვალი აღმოჩნდა

ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.