fbpx

პირველი ტური დასრულდა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გიორგი ხაჩიძე


პირველი ტური დასრულდა. ყველაფერი მოხდა… საერთო შთაბეჭდილებაც შეიქმნა, მაგრამ დასკვნების გაკეთება ნაადრევად მიმაჩნია. უფრო დაკვირვება და ვარაუდი შეიძლება გამოითქვას.

 

კვლავ ძირითადი ფავორიტებით დავიწყოთ –


ესპანეთი – კიდევ უფრო გამიმყარდა აზრი, რომ უძლიერესი გუნდია
. ვისაც ეგონა, რომ მწვრთნელის მოხსნა უარყოფითად იმოქმედებდა, ნაკლებად აღიქვამს ამ სიძლიერეს. არ სჭირდებათ ასეთ გამოცდილ და ჩემპიონ ფებურთელებს მწვრთნელის მიერ დალაგებული ფეხბურთი. ზუსტად იციან რა და როდის უნდა გააკეთონ, რომელ მეტოქესთან როგორ ითამაშონ და ახალგაზრდები რა დოზით და როგორ დატვირთონ. მწვრთნელი მხოლოდ ერთობლივად დაგეგმილი სტრატეგიის აღსრულებას უნდა უწყობდეს ხელს…

ჰოდა ივლის ეს გუნდი ბოლომდე.


გერმანია – მერე რა რომ წააგო?!
თამაში აქვს, შეცდომებს ამოატრიალებენ და გუნდი კიდევ უფრო გაძლიერედება. ეს მარცხი მხოლოდ იმას ავნებს, ვინც მერვედფინალში შეხვდება, სულ რო ბრაზილია იყოს…

ბრაზილია – აქაც არაფერი შეცვლილა… მძიმე, კაცურ გუნდზე დიდად არ დაიხარჯენ და მცირე ძალებით არ გამოვიდა მოგება. მხოლოდ ის უშავს, რო 1/8 ფინალში გერმანიას შეიძლება შეხვდეს.

საფრანგეთი – იმ აზრზე ვრჩები, რომ კარგი გუნდია, ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელით, თუმცა  ვინ ყოფილა ეს დეშამი, რა უნდა? ჩამოწერა ადრეა, მაგრამ ასეთი მწვრთნელით შანსი არ ექნებათ. გამართლების არ უნდა სჯეროდეთ.


სხვა კარგები –

პორტუგალია – არასწორი შთაბეჭდილებაა ის, რომ ფავორიტებში გადალაგდა. რონალდოა მაგარი, შეიძლება რაღაც დრო ათრიოს, მაგრამ ხანგრძლივი ტურნირია და ძნელი სავარაუდოა, რომ ბოლომდე მიიყვანოს. უბრალო გუნდია და რონალდოს ცრემლებით დაამთავრებენ.

ხორვატია – კარგი გუნდია. კარგია მოდრიჩი, რაკიტიჩი, სხვებიც ქაჩავენ. ზუსტად იციან რას თამაშობენ, მაგრამ ეგ თამაში არგენტინასთან გამოჩდება, რამდენად სრულფასოვანი და პერსპექტიულია.

ბელგია და ინგლისი – ზედმეტად სუსტებს შეხვდნენ… რაიმე დასკვნებისთვის ალბათ ასეც სჯობს, მეორე ტურში გახურდებიან და ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ, ვინ რას წარმოადგენს.

მექსიკა – გაასწორა! კარგი მწვრთნელი ჩანს, მოტივირებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ფეხბურთელებით. იმდენად დარწმუნებული, რომ ნაკლებად გამჭრიახებსაც დიდი ამბიცია ჰქონიათ. როგორც მინიმუმ, კიდევ სამ თამაშს ითამაშებენ და სახალისო იქნება.

დანია-შვედეთი – ტრადიციას არ ღალატობენ და სულ უნდა იყვნენ მსოფლიოზე.

კოლუმბია მოუმატებს. იმედია – ურუგვაიც.

მესი – საჯინიბოში მოღვაწეობის მიუხედავად, ფინალში გასვლის შანსი აქვს.

ვისაც არ ვახსენებ, გინდ ყოფილა, გინდ არა.

რუსეთი – სამწუხაროა, რომ საქართველოში ასე გულშემატკივრობენ. მალე დაემსხვრევათ სიხარული.

 

რაც შეეხება პერსონალიებს:

დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი) – ვირული სიჯიუტე მხოლოდ ავნებს გუნდს. ფეხბურთელებმა ან ფედერაციამ (რაც ნაკლებად სავარაუდოა) თავის წესები უნდა შესთავაზონ…

გარეთ საუთგეიტი – ახალგაზრდული მსოფლიო ჰგონია და შეყარა ეს U21-ში წარჩინებული ტიპები. ვიღაც მართლა მაგარია, ვიღაც თადარიგშიც არ უნდა ჰყავდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ბევრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ ამ მწვრთნელის ხელში.

გოლის გატანასაც ცოდნა უნდაო – სამხრეთ ამერიკული და აფრიკული ნაკრებები ვერ იტანენ, კარამდე მიდიან და არ იციან მაგ დროს რა უნდა გააკეთონ. უცნაურია ამ დონეზე მსგავსი რაღაცები, მაგრამ სასარგებლო – გვახალისებს და ვრწმუნდებით, რომ მაგარი ფეხბურთელობა ძნელია.

კარგი ჩემპიონატია და 1/8 ფინალებიდან სულ მაღალი დონის თამაში უნდა ვნახოთ.

ქალაქები, გარემო და ჰავა ცუდად მოქმედებს ფეხბურთელებზე.

ეს ცუდია, მაგრამ დაძლევადი.


რეკომენდებული სტატიები
საფეხბურთო მიმოხილვა: სანამ პირველი წრე ჩაივლის
Play Video

საფეხბურთო მიმოხილვა: სანამ პირველი წრე ჩაივლის

საფეხბურთო მიმოხილვა: სანამ პირველი წრე ჩაივლის
მუნდიალზე, კონკრეტულად ფეხბურთზე საუბარს როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, მეორე წრიდან იწყებენ, ამიტომაც ახლა ზუსტად ჭორაობის დროა.
სად ვუყუროთ ფეხბურთს?

სად ვუყუროთ ფეხბურთს?

სად ვუყუროთ ფეხბურთს?
გთავაზობთ თბილისში არსებულ რამდენიმე სივრცეს, სადაც სასიამოვნო გარემოში შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.