Tbilisi Open Air 2018 დღე პირველი
ფესტივალის პირველი მუსიკალური შთაბეჭდილება, რომლის მიღებაც მსმენელს შეეძლო Singer Jazz Stage-ზე რეზო კიკნაძის კვინტეტის მოსმენა იყო.
ლიკანის მიერ ინიცირებული სცენა, რომელიც ცოცხალი და თანამედროვე მუსიკის წახალისებას ემსახურება, საფესტივალო დღეებში რამდენიმე საინტერესო პროექტს თუ მუსიკოსს მასპინძლობს. მათ შორის იყო Singer Jazz stage-ის ფავორიტი ბენდი Fall Gruc, რომელიც 2015 წელს ჩამოყალიბდა და უკვე მოასწრო რამდენიმე EP-ის და ალბომის გამოცემა. ისინი სცენაზე შუაღამით დადგნენ და მსმენელს ერთ საათიანი საკონცერტო პროგრამა შესთავაზეს.
დროის იმ მონაკვეთში აკუსტიკური ინსტრუმენტებით შესრულებული ლაივი სხვა მოქმედი სცენების კარგი მუსიკალური ალტერნატივა იყო, რადგან როგორც Eye Stage, ასევე Garden Stage ელექტრონული მუსიკის არტისტებს მასპინძლობდნენ.
ამ უკანასკნელი სივრცის ჰედლაინერი ფსიქოდელიური ტრანს მუსიკის არტისტი Avalon იყო, რომელმაც მსმენელს 2 საათიანი დიჯეი სეტი შესთავაზა. რაც შეეხება Eye Stage-ს, აქ საინტერესო დიჯეებს შორის Roman Flugel-ის მოსმენაც იყო შესაძლებელი.
გახსნის დღეს მთავარი სცენა საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამით იყო წარმოდგენილი.
ღამის კულმინაცია Kayakata-ს ლაივი აღმოჩნდა, რომლის დროსაც სცენაზე Slimka, Toyshen, Hikari, Dro და სხვა მუსიკოსების მოსმენაც იყო შესაძლებელი. პოპულარული ქართული პროექტის ლაივი, თავისი იმპროვიზაციებით და სიურპრიზებით დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.
22:00-ზე, იგივე სცენაზე Sevdaliza-ს პერფორმანსიც შედგა. ირანელი წარმოშობის მუსიკოსმა, რომელიც ფესტივალს მეორეჯერ სტუმრობს, მსმენელს როგორც საკუთარი სადებიუტო ალბომის სიმღერები, ასევე შედარებით ძველი კომპოზიციებიც შესთავაზა.
დღეს კი Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე Papooz-სა და Róisín Murphy-სთან ერთად Rachael Yamagata წარსდგება.
23 ივნისი, MAIN STAGE
- 18:30 Killages
- 19:10 MokuMoku
- 20:05 St. Nudes
- 21:00 Papooz
- 22:00 Rachael Yamagata
- 23:20 Róisín Murphy