BUT FIRST COFFEE


გააზიარე სტატია

ყავა ბოლო საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ერთი ჭიქა ყავა მთელი დღის განწობის განმსაზღვრელია.

კვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინის მიღებას შეუძლია თქვენი მეტაბოლიზმის 11%მდე აწევა. კოფეინი ერთ-ერთი იშვიათი ელემენტია, რომელსაც შეუძლია ცხიმის წვას ხელი შეუწყოს.

ყავა შეიცავს მნიშვნელოვან საჭირო ნივთიერებებს, რომლებიც თქვენ ყოველდღიურად გჭირდებათ. ყავის ერთი ჭიქა შეიცავს 11% ვიტამინ B2-ს, 6% ვიტამინ B5-ს, 3% მანგანუმს და კალიუმს, 2% ნიკოტინის მჟავას და მაგნიუმს.

სინამდვილეში ყავა არის ხილი. ყავის მარცვალი ალუბლის ან კენკრის მარცვალს გავს. მიუხედავად იმისა, რომ ყავა უფრო მეტად თესლია, მას მარცვალს უწოდებენ, მისი მსგავსების გამო.

თუმცა, მიუხედავად ამდენი დადებითი თვისებისა, არსებობს რამდენიმე წესი, რომლის დაცვაც აუცილებელია, სხვა შემთხვევაში ყავა სასარგებლოს ნაცვლად საზიანო გახდება. პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ შაქარი საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყავის ხარისხს, რადგან რა თქმა უნდა, ყველა ყავა სასარგებლო არ არის. გთავაზობთ რამდენიმე ადგილს თბილისში, სადაც შეძლებთ გემრიელი ყავა მიირთვათ:

 

Minimalist cafe 

თაბუკაშვილის ქუჩა 21

10:00 – 20:00

„ფოტოგრაფია“ პირველი გალერეაა, სადაც ქართველი ფოტოგრაფების ლიმიტირებული რაოდენობის ნამუშევრები იყიდება. გალერიის სივრცეში კი, შეგიძლიათ ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ყავა დააგემოვნოთ.

 

MEMO Coffee

აბაშიძის ქუჩა 21

10:00 – 10:00

„მემო“, ხალხმრავალ აბაშიძეზე ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო ადგილია, განსაკუთრებით ყავის მოყვარულებისთვის, რადგან აქ განსაკუთრებული ყავა და სახლში დამზადებული ტკბილეული დაგხვდებათ. „მემოში“ თქვენ შეგიძლიათ ასევე ბარისტას (ადამიანი ვინც ესპრესოს based ყავებს ამზადებს) კურსები გაიაროთ.

 

Coffee Lab

ყაზბეგის ქუჩა 27

09:00 – 23:00

თუ ყველაზე განსხვავებულ და ალტერნატიულ გემოს ეძებთ აუცილებლად ყავის ლაბორატორიას უნდა ეწვიოთ, რადგან ეს ადგილი სწორედ Specialty ყავას გთავაზობთ.

 

MILK Coffee Shop

ფაბრიკა, ნინოშვილის ქუჩა 8

09:00 – 23:00

„მილქის“ ყავის მაღაზია ფაბრიკაში, განსაკუთრებულია რადგან აქ ყავას ლა მარცოკოს აპარატით ამზადებენ. ასევე შეგიძლიათ გემრიელი ტკბილეულის დაგემოვნებაც. ვეს ანდერსონის ესთეტიკის ინტერიერი ძალიან სასიამოვნო გარემოს ქმნის.

 

Skola Coffee and Wine Bar

რუსთაველის ქუჩა 17

08:00 -00:00

რუსთაველის ქუჩაზე, კაფე „სკოლა“ პირველ რიგში საინტერესო ინტერიერით იქცევს ყურადღებას. „სკოლაში“, Specialty ყავის გარდა, თქვენ განსაკუთრებული მარნების ღვინის  და გემრიელი კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ.

 

Pin Pon Cafe

ჭავჭავაძის გამზირი 22

09:00 – 10:00

„პინ პონ“ კაფეში თქვენ შეგიძლიათ Specialty ყავის დაგემოვნება. გარდა ყავისა, კაფის მყუდრო გარემოში ასევე განსაკუთრებულ და იშვიათ ქართულ ლუდს და ღვინოსაც დააგემოვნებთ, ჯანსაღ საკვებთან და სენდვიჩებთან ერთად.

და ბოლოს, ნამდვილ ყავის მოყვარულებს ჩვენ გირჩევთ ჯიმ ჯარმუშის ფილმის ნახვას!


რეკომენდებული სტატიები
სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები
ადამიანთა უმრავლესობა მოგზაურობისას სამახსოვროდ ყიდულობს რაიმე პატარა ნივთს - სუვენირს, რომელიც შესაძლოა იმ ქვეყნის ან ქალაქის სიმბოლოდაც კი აღიქმება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.