fbpx

29 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ნაკრები პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი 

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=-exZqMY1CUQ

 

2007 წლის 29 ივნისს კომპანია ეფლმა პირველი iPhone გაყიდა

iPhone-ის პირველი თაობის მოდელი Apple-ის იმდროინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ჯობსმა 2007 წლის 9 იანვარს წარადგინა, გაყიდვაში კი 29 ივნისს ჩაეშვა.  ხაზის შემდეგი მოდელი იყო iPhone 3G, რომელიც 2008 წელს გამოუშვეს. ორიგინალი iPhone აღარ იღებს განახლებებს Apple–ისგან, მისი უკანასკნელი ოპერაციული სისტემაა iOS 3.1.3.

ფოტო: https://media.wired.com

 

29 ივნისს, 20:00 საათზე, კინოსტუდია “ქართული ფილმის” ტერიტორიაზე, ეზოსა და პავილიონებში მოეწყობა მასშტაბური გამოფენა

Image result for შერეკილები

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სტუდიის საცავში დაცული უნიკალური კოსტიუმები, იარაღი, გადასაღები ტექნიკა, აფიშები და კინომხატვართა ნამუშევრები. ღონისძიებას დაესწრებიან წარმატებული ქართველი კინემატოგრაფისტები, საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები.

 

მაიკლ და ჯანეტ ჯექსონების მამა ჯოზეფ ჯო ჯექსონი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას პანკრეასის სიმსივნე ჰქონდა

Image result for Joe Jackson, musical family patriarch, dead at 89

ჯექსონების მამა ლას-ვეგასის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯენეტისა და მაიკლის გარდა, მას კიდევ 9 შვილი ჰყავდა. ჯექსონების მუსიკალური ოჯახის მამა მაიკლისა და ჯენეტის მენეჯერიც იყო. მან შექმნა გუნდი The Jackson 5, რომელშიც მისი სხვა შვილებიც მღეროდნენ.

წყარო: https://edition.cnn.com

 

ჯუმანჯის სიქუელი 2019 წელს გამოვა

ცოტა ხნის წინ, ორმა გიგანტმა კინოკომპანიამ Columbia Pictures და Sony Pictures-მა თავიანთი ერთობლივად პროექტი, Jumanji: Welcome to the Jungle, წარუდგინა მაყურებელს. ფილმმა კინოგაქირავებაში $900 მილიონზე მეტი დააგროვა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შემქმნელებს მისი მეორე ნაწილის გადაღებები დაეწყოთ. ფილმში მთავარ როლებს კვლავ დუეინ ჯონსონი, კარენ ჯილიენი, კევინ ჰარტი, ნიკ ჯონასი და ჯეკ ბლეკი შეასრულებენ, პრემიერა კი 2019 წლის 13 დეკემბერს გამოვა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად დუეინ ჯონსონმაც დაადასტურა.

წყარო: https://www.instagram.com

 

ჯოკერის როლის განსახიერების შემდეგ, ჯარედ ლეტო მარველის კომიქსის მიხედვით შექმნილი Sony-ს ფილმის, Morbius-ის მთავარი პერსონაჟი იქნება და ვამპირს განასახიერებს

The project is based on the antihero Morbius the Living Vampire.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პერსონაჟი ადამიანი-ობობას კომიქსების ერთ-ერთი მთავარი გმირია, ამ შემთხვევაში ვამპირზე დამოუკიდებელ კინოსურათს შექმნიან. მორბიუსის პერსონაჟი ბერძენი მეცნიერი და ბიოქიმიკოსია, რომელსაც ერთ-ერთი ექსპერიმენტის ჩატარების დროს ოთახში ღამურა შეეჭრა და მიმღები შრატი გარდაქმნა, ამის გამო კი მას სისხლის უჯრედების ნაწილაკების დაავადება დაემართა და ვამპირად გადაიქცა.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

სტუდია Marvel-მა დაადასტურა, რომ  უახლოეს მომავალში სუპერგმირების თემაზე გადაღებულ ფილმებში გეი და ლესბოსელი პერსონაჟები გამოჩნდებიან

Marvel, Marvel Cinematic Universe, LGBTQ Characters, Avengers, Avengers Infinity War

სტუდიის დირექტორმა კევინ ფაიგიმ აღნიშნა, რომ ასეთი პერსონაჟები ფილმებსა თუ კომიქსებში ახლაც არიან და მომავალში ისინი ქამინგაუთს გააკეთებენ, გარდა ამისა იგეგმება დამატებითი პერსონაჟების შექმნაც.

წყარო: https://www.out.com

 

პარასკევს, 29 ივნისს, 20:40 საათზე, მზიურის თავისუფალი კინოჩვენებების სივრცეში გაიმართება დევიდ ფრანკელის კომედიური დრამის, “ეშმაკი ატარებს პრადას” ჩვენება

Image may contain: 4 people, people smiling, text

წარმოიდგინეთ, რამდენად რთული შეიძლება იყოს კონკურენტუნარიანი ბაზრის ბუნება, რომელიც წარმატებისკენ მიმავალი ყველა ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ახალგაზრდა და მიზანდასახული ენდი მოდის სამყაროს ყოველდღიური გამოწვევების, საკუთარი სურვილებისა და მორალურ-ეთიკური გადაწყვეტილებების პირისპირ აღმოჩნდება, რომელიც არჩევანის გაკეთებას აიძულებს მას.

წყარო: https://www.facebook.com/

 

FX-მა  American Horror Story-ის მერვე სეზონის პრემიერის თარიღი გამოაცხადა

Image may contain: night and text

 სერიალის პრემიერა 12 სექტემბერს შედგება. როგორც უკვე იცით,  მერვე სეზონში წინა სეზონების – Murder House-ისა და Coven-ის პერსონაჟებს ვიხილავთ.  შოუს მერვე სეზონში კვლავ ვიხილავთ სარა პოლსონს, ივან პეტერსს, ემა რობერტსსა და კეტი ბეიტსს. დადასტურებულია ისიც, რომ სერიალს ჯოან კოლინზი შეუერთდა.

წყარო: https://www.facebook.com


რეკომენდებული სტატიები
28 ივნისი - დილიდან 

28 ივნისი - დილიდან 

28 ივნისი - დილიდან 
ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბიჭის მხარდასაჭერ კამპანიას არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესიც შეუერთდა და რვა წლის ბექა ფიფიას საჩუქრები გაუგზავნა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.