fbpx

7 ივლისი – შოკოლადის დღე


გააზიარე სტატია

ამ დღეებში შოკოლატერია „არტიზანში“ შევლა არ დაგავიწყდეთ. 7 ივლისი აქვეა, ეს კი დიდი დღეა, ძალიან დიდი. სავარაუდოდ, სწორედ  ზაფხულის ამ ძალიან მზიან დღეს გაიცნეს ერთმანეთი ევროპამ და შოკოლადმა.

კაკაოს მარცვლების ჯადოსნური თვისებების შესახებ ჯერ მხოლოდ შორეული ზღვაოსნობის გმირებმა იცოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ინდიელები ამ მარცვლებით დამზადებულ სასმელს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1250 წლიდან ამზადებდნენ.  

ესპანელმა კონკისტადორებმა 1550 წელს ძვირფასი ტვირთი ევროპაში ჩამოიტანეს.

ვარაუდობენ, რომ პირველი მარცვლები ევროპაში 1504 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა ჩამოიტანაამერიკებშითავისი მეოთხე და უკანასკნელი მოგზაურობიდან.

ჰერნან კორტესი, რომელმაც მექსიკა რკინის ხელით დაიმორჩილა, 1519 წელს წერდა, რომ: „შოკოლადი ღმერთების სასმელია, რომელიც ადამიანს გამძლეობას მატებს და დაღლილობას ებრძვის. ამ ჯადოსნური სასმელის მხოლოდ ერთი ჭიქის დალევის შემდეგ ადამიანს შეუძლია მთელი დღე დაუღალავად იაროს საჭმლის გარეშე.“ გასაკვირი არაა, რომ მან ამ ჯადოსნური მარცვლების ტვირთი ესპანეთში დაბრუნებისას, 1528 წელს   გამოაყოლა ხელს.

მიუხედავად ამისა სამეფო ოჯახმა კაკაოსთან წვდომა  პირველად დომინიკანელი ბერებისგან მიიღო. „კეთილმა ქრისტიანებმა“ ესპანეთის მეფესა და დედოფალს ადგილობრივი „ველური“ მოსახლეობის „ეგზემპლარები“ და კაკაოს მარცვლები წარუდგინეს.  ევროპაში უკვე 1554 წელი იდგა.

ბერებმა კაკაოს მარცვლები მთელ ევროპას მოსდეს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთი შოკოლადმა მხოლოდ 1660 წელს დაიპყრო, როცა  ამ ღვთაებრივი სასმელის დიდი მოყვარული მარია ტერეზა ლუი მე-14-ს გაჰყვა ცოლად. ვერსალში შოკოლადს უამრავი მოტრფიალე გამოუჩნდა, მას ხომ აფროდიზიაკის თვისებებს მიაწერდნენ. მას შემდეგ ამ სასმელის  შესახებ არაერთი ლეგენდა გავრცელდა. მას საოცარ სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ და ისიც კი სჯეროდათ, რომ შოკოლადი ტუბერკულიოზს კურნავს.

რასთან ერთად არ ამზადებდნენ ამ სასმელს – იყენებდნენ ყავას, წიწაკას, ღვინოსაც კი. გენიალური იდეა, რომ შეიძლება კაკაოს ფხვნილს რძე და შაქარი დაუმატო, ვიღაც დალოცვილის ტვინში  მხოლოდ 1700 წელს მომწიფდა და დიდი აფეთქებაც მოხდა. მიუხედავად ამისა, შოკოლადს კიდევ 100 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ მყარი ფორმა მიეღო, მანამდე მას მხოლოდ სვამდნენ.

საბედნიეროდ, „არტიზანში“ შოკოლადის ყველა სახეობა მოიპოვება. შავი და რძით,  ალუბლით, ფორთოხლით, კარამელით, ფისტით, ყველით, ვარდითა და ლავანდითაც კი. აცტეკთა ვერც ერთი ქურუმი ყველაზე თამამ ხილვაშიც კი ვერ წარმოიდგენდა  ასეთ მრავალფეროვნებას.

ასე რომ, „არტიზანთან“ ერთად დიადი 7 ივლისის სათანადოდ აღნიშვნა არ გაგიჭიდებათ.    

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.