fbpx

მსოფლიოს საუკეთესო 100 რესტორანი


გააზიარე სტატია

მოდენას ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე, შეფმზარეულ მასიმო ბოტურას თანამედროვე იტალიურ რესტორან Osteria Francescana-ს 2016 წელს მსოფლიოში ნომერ პირველი რესტორნის წოდება მიენიჭა; 2017 წელს მან მეორე ადგილი დაიკავა, წელს კი – ისევ პირველი.

Image result

Osteria Francescana, Modena, Italy

რეიტინგში ყველაზე დიდი ცვლილება 2015  წელს გამარჯვებულმა Eleven Madison Park-მა განიცადა, რომელმაც, მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, პირველიდან მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

მსოფლიოს ტოპ 50 რესტორნის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გაიმართა და მას სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ითქვა მრავალფეროვნების შესახებ, საუკეთესო ათეულში, წინა წელთან შედარებით,  დიდი ცვლილებები არ მომხდარა, და ისიც ძირითადად ადგილების გადანაცვლებაში გამოიხატა. Eleven Madison Park-ის ჩამოქვეითებას თუ არ ჩავთვლით, ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლებისთვის წინა წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ამერიკულმა რესტორნებმა დამატებით ოთხი ადგილი მოიპოვეს საუკეთესო ასეულში და მათმა რაოდენობამ 13-ს მიაღწია. საუკეთესო 15-ს შორის  მექსიკის ორი რესტორანიც მოხვდა. 2017 წელს ოცეულში მხოლოდ ერთი რესტორანი იყო წარმოდგენილი.

მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების სიას ყოველწლიურად William Reed Business Media ადგენს. გამოკითხვა 1000 რესტორანს, შეფმზარეულს, კერძების კრიტიკოსსა და კულინარს შორის ტარდება. ამომრჩევლები მსოფლიოს 26 რეგიონზე არიან გადანაწილებულნი. თითო რეგიონს აქვს თავისი პანელი, რომელიც 40 წევრისგან შედგება (Vines ბრიტანეთისა და ირლანდიის პანელს ხელმძღვანელობდა, თუმცა დღეისთვის იგი აღნიშნულ პროცესებში აღარ არის ჩართული).

50 საუკეთესოს შორის გამარჯვების მოპოვება ძალზედ მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. მას მერე, რაც 2013 წელს El Celler de Can Roca-მა სიაში პირველი ადგილი დაიკავა, მის ვებგვერდს 12 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობდა, ხოლო რესტორანს დამატებით სამი ადამიანის აყვანა მოუწია, რომლებიც მსურველებს ადგილების დაჯავშნაზე უარს ეტყოდნენ. რესტორან „ნომას“ მფლობელის, რენე რეძეპის თქმით, 2010 წელს, გამარჯვების მოპოვების შემდეგ, სტუმრობის მსურველთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ  რესტორანს მომავალი 15 წლის განმავლობაში გაავსებდა.

ჯილდო 2002 წელს დაარსდა და იგი ბრიტანული ჟურნალის, Restaurant-ის შემადგენელი ნაწილი იყო. იდეა ერთ-ერთ პაბში, ჟურნალის პოპულარიზაციის მიზნით გამართული ბრეინსტორმინგის დროს გაჩნდა. რედაქტორებმა, მუსიკალური ალბომების შეფასების ანალოგიურად, წერილები გაუგზავნეს ჟურნალისტებსა და შეფმზარეულებს და სთხოვეს თავიანთი საყვარელი რესტორნები  დაესახელებინათ. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა და ესე დაიბადა ახალი ჯილდო.

პირველ ადგილზე გასული “ოსტერია ფრანჩესკანას” პომპეზური შეფი ბოტურა კლასიკური კერძებისადმი  მხიარული და არასტანდარტული მიდგომითაა ცნობილი. მის ქმნილებებს შორის არის ლაზანია მხოლოდ ხრაშუნა ნაწილებით და დეკონსტრუირებული დესერტი სახელწოდებით „უპს, ისევ დამივარდა ლიმონის ტარტი“. ბოტურა ხელოვნების მოყვარულია, შესაბამისად მისი კერძები ვიზუალურად ამაღელვებელი და ამავდროულად გემრიელია. უკანასკნელ პერიოდში იგი აგრეთვე ცნობილი გახდა Food for Soul-ის გამო. ეს არის მილანის ერთ-ერთ სამეზობლოში შექმნილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უსახლკაროებსა და გაჭირვებულებს საკვებით ეხმარება.

ბოტურამ საპატიო ჯილდო ამერიკაში დაბადებულ მეუღლესთან, ლარა გილმორთან ერთად მიიღო. მისი თქმით, შეფმზარეულებმა და სარესტორნე ბიზნესში მომუშავე ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ აქვთ იმის ძალა, შეცვალონ სამყარო.

„წინა კვირაში ჰენრი კისინჯერმა მასთან სელფის გადაღება მთხოვა. ეს დაუჯერებელია. ჩვენ აქციაში შეფმზარეულების სრული საზოგადოება უნდა ჩავრთოთ. პოპულარობის გამოყენება პრობლემების საჩვენებლად ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბოტურამ დაჯილდოების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დევიზით – „გამოკვებე პლანეტა, ებრძოლე ნარჩენებს”.

სამშაბათის ცერემონიამდე გამარჯვებულები კიდევ სამ კატეგორიაში გამოვლინდნენ:

კლერ სმიტმა, Core by Clare Smyth in London-დან, Elit Vodka Best Female Chef-ის წოდება მოიპოვა, გასტონ აკურიო, Astrid & Gaston in Lima-დან, Diners Club Lifetime Achievement-ის ტიტულის მფლობელი გახდა, ხოლო სამხრეთ კაროლინას საფირმო რესტორანმა SingleThread-მა Miele One to Watch-ის წოდება მიიღო.

სიის მეორე ნახევარი, 51-100 ადგილის მფლობელთა ჩამონათვალი  წინასწარ გამოქვეყნდა, რომელსაც მოგვიანებით დაჯილდოებაზე გამარჯვებულთა სიაც მოჰყვა.

მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების სრული ტოპ 100-ეული კი ასე გამოიყურება:

(ფრჩხილებში მითითებულია გასული წლის პოზიცია)

  1. Osteria Francescana, Modena (2)
  2. El Celler de Can Roca, Girona (3)
  3. Mirazur, Menton  (4)
  4. Eleven Madison Park, New York (1)


  1. Gaggan, Bangkok (7)
  2. Central, Lima (5)
  3. Maido, Lima (8)
  4. Arpège, Paris (12)
  5. Mugaritz, San Sebastian  (9)
  6. Asador Etxebarri, Axpe (6)
  7. Quintonil, Mexico City (22)

  1. Blue Hill at Stone Barns, Pocantico Hills, U.S. (11)
  2. Pujol, Mexico City (20)
  3. Steirereck, Vienna (10)
  4. White Rabbit, Moscow (23)
  5. Piazza Duomo, Alba (15)

  1. Den, Tokyo (45)
  2. Disfrutar, Barcelona (55)
  3. Geranium, Copenhagen (19)
  4. Attica, Melbourne (32)
  5. Alain Ducasse au Plaza Athénée, Paris (13)
  6. Narisawa, Tokyo (18)
  7. Le Calandre, Rubano (29)
  8. Ultraviolet by Paul Pairet, Shanghai (41)
  9. Cosme, New York (40)
  10. Le Bernardin, New York (17)
  11. Boragó, Santiago (42)

  1. Odette, Singapore (86)
  2. Pavillon Ledoyen, Paris (31)
  3. D.O.M., São Paulo (16)
  4. Arzak, San Sebastian, Spain (30)
  5. Tickets, Barcelona (25)
  6. The Clove Club, London (26)
  7. Alinea, Chicago (21)
  8. Maaemo, Oslo (79)
  9.  Reale, Castel di Sangro (43)
  10. Restaurant Tim Raue, Berlin (48)

  1. Lyle’s, London (54)
  2. Astrid y Gastón, Lima (33)
  3. Septime, Paris (35)
  4. Nihonryori  RyuGin, Tokyo (52)
  5. The Ledbury, London (27)
  6.  Azurmendi, Larrabetzu (38)
  7. Mikla, Istanbul (51)
  8. Dinner by Heston Blumenthal, London (36)
  9. Saison, San Francisco (37)
  10. Schloss Schauenstein, Fürstenau (72)
  11. Hiša Franko, Kobarid (69)
  12. Nahm, Bangkok (28)
  13. The Test Kitchen, Cape Town (63)
  14. De Librije, Zwolle, Netherlands (34)
  15. L’Astrance, Paris (46)
  16.  Benu, San Francisco (67)
  17.  Sühring, Bangkok **NEW ENTRY
  18.  Don Julio, Buenos Aires **NEW ENTRY
  19. Amber, Hong Kong (24)
  20.  Nerua, Bilbao (56)
  21. Brae, Birregurra (44)
  22. Florilège, Tokyo (99)
  23. Tegui, Buenos Aires (49)
  24. Burnt Ends, Singapore (53)
  25. Momofuku Ko, New York (58)
  26. Hof Van Cleve, Kruishoutem(50)
  27. Sud 777, Mexico City (75)
  28. Frantzén, Stockholm **RE-ENTRY
  29. Vendôme, Bergisch Gladbach, Germany (47)
  30. Fäviken, Järpen (57)
  31. Quique Dacosta, Denia (62)
  32. Chef’s Table at Brooklyn Fare, New York (82)
  33. Selfie, Moscow (88)
  34. Relae, Copenhagen (39)
  35. Twins Garden, Moscow (92)
  36. Aqua, Wolfsburg, Germany (70)
  37. The Fat Duck, Bray, U.K. **RE-ENTRY
  38. Belcanto, Lisbon (85)
  39. Martin Berasategui, Lasarte-Oria, Spain (77)
  40. Elkano, Getaria **NEW ENTRY
  41. Mingles, Seoul (89)
  42. A Casa do Porco, São Paulo **NEW ENTRY
  43. Lung King Heen, Hong Kong (71)
  44. Per Se, New York (87)
  45. Hedone, London (98)
  46. Estela, New York (67)
  47. St John, London (91)
  48. Le Coucou, New York **NEW ENTRY
  49. The French Laundry, Yountville, U.S. (68)
  50. Maní, São Paulo (81)
  51. Nobelhart & Schmutzig, Berlin **NEW ENTRY
  52. The Jane, Antwerp, Belgium (74)
  53. Indian Accent, New Delhi (78)
  54. SingleThread, Healdsburg, U.S. **NEW ENTRY
  55. L’Effervescence, Tokyo **NEW ENTRY
  56. 8 1/2 Otto e Mezzo Bombana, Hong Kong (60)
  57. Alo, Toronto **NEW ENTRY
  58. Enigma, Barcelona, Spain **NEW ENTRY
  59. DiverXo, Madrid **RE-ENTRY
  60. Atelier, Munich **NEW ENTRY
  61. 108, Copenhagen **NEW ENTRY
  62. Leo, Bogotá, Colombia **NEW ENTRY
  63. Lasai, Rio de Janeiro (76

ავტორები: რიჩარდ ვაინსი, კეიტ კრადერი
წყარო: https://bloomberg.com


 


რეკომენდებული სტატიები
Georgian Fusion - ქართული რესტორნები

Georgian Fusion - ქართული რესტორნები

Georgian Fusion - ქართული რესტორნები
თბილისში მოიძებნება რამდენიმე ადგილი, სადაც ტრადიციული კერძების რეცეპტები მინიმალურად არის შეცვლილი და გათანამედროვებული, ასევე შეცვლილია კერძების მიწოდების ფორმაც
ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის

ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის

ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის
პორტუგალია ტურიზმისთვის ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია: იქნება ეს არქიტექტურა, გართობა, კლიმატი თუ კულინარიული მრავალფეროვნება, ის ნებისმიერ გემოვნებასა და ბიუჯეტს აკმაყოფილებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.