fbpx

ცნობილი არქიტექტორების ფუტურისტული პროექტები, რომლებიც ვერ განხორციელდა


გააზიარე სტატია

 

7 შესანიშნავი დაუსრულებელი ნაგებობა ახალ რენდერებში გაცოცხლდა

შესანიშნავი ნაგებობების შესაქმნელად მხოლოდ ფანქარი, ფურცელი და ინოვაციური გონებაა საჭირო. ნამდვილი გამოწვევა კი ამ იდეების რეალიზებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ ნაგებობებს უახლოეს მომავალში, და ალბათ ვერც ვერასდროს ვიხილავთ, გიწვევთ იმ 7 შენობის ვირტუალურ ტურზე, რომელიც შესაძლოა კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი და ინოვაციური ნაგებობები ყოფილიყო.

გთავაზობთ Onward-ის მიერ Onstride Financial-თვის მომზადებულ რენდერებს.


ბანგკოკის ჰიპერშენობა, ბანგკოკი, ტაილანდი

შენობის დიზაინი 1996 წელს რემ კულჰაასმა შექმნა. ის მიზნად ისახავდა ურბანული ენერგიის მოხმარების გამოწვევების შემცირებას:  იგი ალბათ OMA-ს (Office for Metropolitan Architecture) ყველაზე რადიკალურ დიზაინს წარმოადგენს, რომლის მიხედვითად შენობა არ  აშენებულა. იქ უნდა განთავსებულიყო ბინები,, რომლებშიც 120 000-მდე ადამიანი იცხოვრებდა; დაგეგმილი იყო აგრეთვე სამუშაო სივრცეებიც, ასევე სხვადასხვა სახის მომსახურებები, საბაგიროები, მატარებელი ლიფტები და ეს ყველაფერი – შთამბეჭდავი გამწვანების ფონზე.

 

ილინოისი. ჩიკაგო, აშშ

ფრენკ ლოიდ რაიტმა 1957 წელს შექმნილი  ჩიკაგოს კოშკის პროექტით ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი მილი სიმაღლის ნაგებობა 100 000-ზე მეტ მცხოვრებზე იყო გათვლილი და ამავდროულად 20 000-ზე მეტ ავტომობილს და 180 ვერტმფრენს იტევდა. უფრო მეტი სიმძაფრისთვის, პროექტი ითვალისწინებდა ავტომატურ ლიფტს, რომლის სიჩქარე საათში 60 მილი  იქნებოდა. არარეალურად მაღალი ბიუჯეტის გამო პროექტი მხოლოდ და მხოლოდ ამბიციურ ნახაზად დარჩა.

 

შიმიცუ – მეგაქალაქი პირამიდა. ტოკიოს ყურე, იაპონია

დიახაც, ეს ყველაფერი ნამდვილად ჰგავს სცენას სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმიდან. შეთავაზებაზე შიმიცუს კორპორაცია მუშაობდა და ეს ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე დიდი ნაგებობა უნდა ყოფილიყო. შენობაში 1 მილიონ ადამიანზე მეტს უნდა ეცხოვრა და მას ნებისმიერი მიწისძვრის, ქარიშხლის თუ ცუნამისთვის უნდა გაეძლო. პროექტი 2004 წელს შეიქმნა, ხოლო მისი მშენებლობა შეუძლებლად მიიჩნიეს, ვინაიდან დღეს არსებული სამშენებლო მასალები საკმარისად მყარი  არაა მსგავსი ტიპის ნაგებობის ასაშენებლად.

 

ტრიუმფალური სპილო. პარიზი, საფრანგეთი

ეს არ არის ცნობილი მულტფილმის, “დამბოს” “რიმეიქი”. ეს არის ფოტო იმისა, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო პარიზის ტრიუმფალური თაღი. მე-18 საუკუნის შუაში შარლ რიბერმა სპილოს ფორმის ნაგებობის  ნახაზები და გეგმები შეიმუშავა. ნაგებობა ინტერაქტიული უნდა ყოფილიყო. მის მნახველებს შესაძლებლობა ექნებოდათ შენობაში სპირალის ფორმის კიბით ასულიყვნენ, ხოლო მის ხორუმში შადრევანი იქნებოდა მოთავსებული, ყურებიდან კი მუსიკა გაჟღერდებოდა.

 

მოსიარულე ქალაქი. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

1960-იანი წლების შუაში რონ ჰერონის მიერ შექმნილი პროექტი  იყო ნამდვილი ფუტურისტული ხედვა იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ქალაქი. ის დღევანდელობისგან რადიკალურად განსხვავებული რეალობისთვის იყო მოფიქრებული. პროექტი ითვალისწინებდა მეგანაგებობებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ და ახალი რესურსების და შესაძლებლობების ძიებაში, საჭიროებიდან გამომდინარე, ახალ-ახალ ადგილებზე გაჩერდებოდნენ. ისინი სრულიად განსხვავდებოდნენ რიგითი შენობებისგან: ძირითადი პლატფორმა ფეხებზე უნდა მდგარიყო, რაც ბუნებრივია. სხვანაირად როგორ უნდა გადაადგილებულიყო ეს შენობები ლონდონში?

 

ტატლინის კოშკი. პეტერბურგი, რუსეთი

რუსული რევოლუციის ფონზე, საბჭოთა რეჟიმი  საერთაშორისო კომუნისტური ორგანიზაციისთვის პეტერბურგში შტაბის აშენებას გეგმავდა. გეგმის მიხედვით, ეს უნდა ყოფილიყო ფუნქციონალური საკულტო ნაგებობა, რომელიც რეჟიმის მიღწევებსა და გამარჯვებებს აღნიშნავდა. ავტორმა ვლადიმირ ტატლინმა,რკინის, შუშისა და ფოლადის 400-მეტრიანი კოშკის პროექტი შეიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საბოლოოდ არ განხორციელდა, რუსეთში, საფრანგეთში, შვედეთსა და ბრიტანეთში არსებობს მისი მინიატურული მოდელები.

 

სასტუმრო ატრაქცია.  ნიუ-იორკი, აშშ

ნიუ-იორკი ცნობილია თავისი დინამიკური ჰორიზონტებით, თუმცა ანტონიო გაუდის სასტუმრო ატრაქციის პროექტი შესაძლოა ქალაქის ყველაზე ინოვაციური შენობა ყოფილიყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში, მას მერე, რაც გაუდიმ ბარსელონაში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შენობები შექმნა, რამდენიმე ბიზნესმენმა მოინდომა გაუდის შესანიშნავი არქიტექტურა ნიუ-იორკში გადაეტანა. სასტუმრო იმდროინდელ ნიუ-იორკში ყველაზე მაღალი და უცნაური შენობა უნდა ყოფილიყო. თუმცა გაუდიმ უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე და სასტუმროს მშენებლობის გეგმა ჩაიშალა.

დანამდვილებით თქმა რთულია, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიების და სამშენებლო მასალების განვითარების ფონზე, შესაძლოა აღნიშნული ან მსგავსი პროექტები რეალობაში იმაზე მალე ვიხილოთ, ვიდრე ამას ოდესმე წარმოვიდგენდით.

 

ავტორი: დიმა სტოუჰი

წყარო: https://archdaily.com


რეკომენდებული სტატიები
მსოფლიოს ულამაზესი აეროპორტების ტერმინალები

მსოფლიოს ულამაზესი აეროპორტების ტერმინალები

მსოფლიოს ულამაზესი აეროპორტების ტერმინალები
არსებობს აეროპორტები, რომლებიც ინჟინერიისა და არქიტექტურული გენიის მაგალითებად ითვლება. სწორედ ასეთ ტერმინალებს მოუყარეს თავი ახალ ალბომში „აეროპორტის ხელოვნება“, რომლიდანაც რამდენიმე ულამაზეს ნიმუშს გაგაცნობთ
არტისტმა ახალი შენობა WatsApp-ის ემოჯებით მოაპირკეთა

არტისტმა ახალი შენობა WatsApp-ის ემოჯებით მოაპირკეთა

არტისტმა ახალი შენობა WatsApp-ის ემოჯებით მოაპირკეთა
ჰოლანდიურმა არქიტექტურულმა კომპანიამ თავის ახალ შენობაზე  კლასიკური დეკორის თანამედროვე ეკვივალენტით ჩანაცვლება სცადა და ფასადი 22 “ემოჯით” (ემოციით) გააფორმა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.