fbpx

19 ივლისი დილიდან 


გააზიარე სტატია

დღეს ბათუმის ჯაზ ფესტივალი იწყება. შავი ზღვის მე-12 ჯაზ ფესტივალს როკის ლეგენდა, Led Zeppelin-ის სოლისტი რობერტ პლანტი ეწვია

No automatic alt text available.

მისი კონცერტი 19 ივლისს Black Sea Arena-ზე გაიმართება. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის დანარჩენი კონცერტები ბათუმში, ტრადიციულად ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. წლევანდელ ფესტივალს რობერტ გლასპერი, ტეილორ მაქფერინი, ქრისტიან სკოტი, ტერას მარტინი და სხვა შემსრულებლები ეწვევიან. 

წყარო: https://www.facebook.com/events/360833797751198/

 

ჯაზ ფესტივალის ფარგლებში პირველ სექტემბერს რუსთავში ბრიტანული ჯგუფი The Chemical Brothers იმღერებს.

 

ნახეთ როგორი ამინდი იქნება დღეს ბათუმში

თუ სინოპტიკოსებს დავუჯერებთ, ბათუმში 19 ივლისი მზიანი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე აიწევს.

 

ჯიპ ტური მტირალას პარკში მათთვის, ვისაც ექსტრემალური თავგადასავლები იზიდავს

Image may contain: mountain, sky, tree, outdoor, nature and water

19 ივლისს ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მტირალას ეროვნულ პარკს ჯიპ ტურით ეწვიოს და ადრენალინის მოზღვავება საკუთარ თავზე გამოსცადოს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ბათუმში წარმატებული დებიუტის შემდეგ, 19 ივლისს კლუბი GATE უკვე მეორედ უმასპინძლებს

Image may contain: plant

Robot Ears  and Point Collective-ის რეზიდენტ არტისტს, ლინდსი ჰერბერტს, რომლის დებიუტი ლეგენდარულ Tresor-ში ჩატარდა ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიცაა: Chris Liebing, Function, Anthony Parasole, Drumcell, Joel Mull, Adam Beyer, Len Faki, and DVS1.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ EchoWaves-ის ერთ-ერთი ჰედლაინერი სამხრეთაფრიკული ჰიპ-ჰოპ კოლექტივი Die Antwoord იქნება

DIE ANTWOORD

DIE ANTWOORD @ ECHOWAVES 2018

Gepostet von EchoWaves Powered By Exit am Dienstag, 17. Juli 2018

EchoWaves 23-26 აგვისტოს ანაკლიაში, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალის, Exit-ის ქოლგის ქვეშ ჩატარდება. ღონისძიებას 80-ზე მეტი მუსიკოსი ეწვევა, მათ შორის Solomun, Tricky, Ben Klock, Marcel Dettmann, Max Cooper, Juan Atkins, Antigone, Lucy, Sigha, Kollektiv Turmstrasse, Function, Bjarki, Claro Intelecto, Jonas Kopp და სხვა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ქართულმა ჯგუფმა “ქართული ძმები” სიმღერა This Is America პოლიფონიურად შეასრულა.

წყარო: https://www.youtube.com/

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.