fbpx

17 ივლისი დილიდან 


გააზიარე სტატია

ოსკარის მფლობელმა  ფრენსის მაკდორმანდმა DC-ის კომიქსის ეკრანიზაციაში მონაწილეობაზე უარი თქვა

Warner Bros. and DC Films are attempting to get a big name to play the mother in Joaquin Phoenix's Joker movie.

როგორც ცნობილია, მსახიობს ახალ ფილმში ჯოკერის დედის როლი შესთავაზეს. მოლაპარაკებები თითქმის 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ ეტაპზე უცნობია, რატომ თქვა როლზე უარი მსახიობმა. შეგახსენებთ, რომ ახალ ფილმში ჯოკერის როლს ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს.

წყარო: https://movieweb.com/

 

გავრცელდა პირველი ფოტო სერიალ “გვირგვინის” მესამე სეზონიდან

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ გადაღებული ნეტფლიქსის დრამა The Crown მესამე სეზონისთვის ემზადება. როგორც უკვე იცით, მესამე სეზონში იცვლება თითქმის ყველა მსახიობი, რომლებსაც აქამდე ვხედავდით შოუში, მათ შორის არის დედოფალ ელიზაბეტის როლის შემსრულებელი კლერ ფოი. მესამე სეზონში მას ოლივია კოლმანი შეცვლის.

წყარო: https://variety.com/

 

მსახიობმა ჯენიფერ გარნერმა საკუთარი ფერმა გახსნა და პირველი წვეულებაც გამართა

jennifer garner once up a farm event 074114690

როგორც გარნერი ამბობს, მის ფერმაში ყველა პროდუქტი ნატურალური იქნება და გაიყიდება ყველაფერი, რაც ოჯახის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

წყარო: http://www.justjared.com

 

მელანი გრიფიტი ყოფილ ქმარს, ანტონიო ბანდერასს ემის ნომინაციას ულოცავს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა Emmy 2018-ის ნომინანტთა ვინაობა. მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში შესრულებული როლისთვის, საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ერთ-ერთი ნომინანტი ანტონიო ბანდერასია, სერიალში Genius: Picasso განსახიერებული პიკასოს როლისთვის. მსახიობის  მეორე ნომინაციას გამოეხმაურა მელანი გრიფიტი: “ჩემს მშვენიერ, ნიჭიერ ანტონიოს ვულოცავ ემის ნომინაციას. ის გენიალურია სერიალში Genius:Picasso”, – წერს მსახიობი.

წყარო: https://www.instagram.com

 

ლეგენდარულმა მსახიობმა ჯულია რობერტსმა ინსტაგრამის ახლად შექმნილი ანგარიშიდან ფრანგებს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა

მილოცვის დიდი ნაწილი კი პოლ პოგბას ეთმობოდა, რომელიც ჯულიას ახლო მეგობარია.

წყარო: https://www.instagram.com/

 

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა პრინც ლუის ნათლობის ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა

 პრინცი ლუი პრინცი უილიამისა და კემბრიჯის ჰერცოგინიას მესამე შვილია, რომელიც წმინდა მერის საავადმყოფოში  23 აპრილს დაიბადა. 

წყარო: https://edition.cnn.com/

 

 

ქართველმა კინემატოგრაფისტებმა GOLDEN APRICOT-ზე 2 ჯილდო მოიპოვეს 15 ივლისს ერევანში საერთაშორისო კინოფესტივალი GOLDEN APRICOT საზეიმოდ დაიხურა

კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე ცნობილი გახდა, რომ ქართველმა კინემატოგრაფისტებმა 2 ჯილდოს მოპოვება შეძლეს. მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე” კინოკრიტიკოსთა ჟიურის ჯილდოს მფლობელი გახდა (FIPRESCI JURY PRIZE), ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტურმა ფილმმა “გამჭვირვალე სამყარო” კი ჟიურის სპეციალური აღნიშვნა (SPECIAL JURY MENTION) დაიმსახურა.

წყარო: http://www.gnfc.ge/


რეკომენდებული სტატიები
16 ივლისი დილიდან 
Play Video

16 ივლისი დილიდან 

16 ივლისი დილიდან 
ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთის ეროვნულ ორკესტრთან ერთად დაუკრა
ფინალური, ემოციური და საბოლოო თამაში ჰინომის ველზე

ფინალური, ემოციური და საბოლოო თამაში ჰინომის ველზე

ფინალური, ემოციური და საბოლოო თამაში ჰინომის ველზე
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის პარალელურად, თბილისში, ჭავჭავაძის 52-ში შედგა შოთიკო აფციაურის გამოფენა - “თამაში ჰინომის ველზე“, რომელიც რუსულ ოკუპაციას განიხილავდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.