fbpx

Where there is no wine there is no LOVE


გააზიარე სტატია

 

ღვინის ბარები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბოლო პერიოდში კი მათი სიმრავლე თბილისშიც შეიმჩნევა. საქართველოში, რომელიც ღვინის სამშობლოდ ითვლება, მსოფლიოში  საუკეთესო ღვინოებს ასხამენ და ბაზარიც ძალიან დიდია, რთულია მომხმარებელს რამე განსაკუთრებული შესთავაზო. თუმცა, არსებობს რამდენიმე საოჯახო მარანი, სადაც  მცირე რაოდენობის ღვინოს აწარმოებენ და მათ განსაკუთრებული გემო და არომატი აქვთ.

 

ჩვენ გთავაზობთ ადგილებს, სადაც თქვენ განსაკუთრებული ღვინის დაგემოვნებას შეძლებთ:
(ფოტოების დასათვალიერებლად დააწკაპუნეთ ისრებზე)

 

8000 მოსავალი

თბილისში ღვინის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი 8000 მოსავალია. მაღაზიასა და ბარში წარმოდგენილი ღვინოები დამოუკიდებელმა სადეგუსტაციო კომისიამ ფარული შეფასებით შეარჩია. ღვინოებს  მისი სიჯანსაღისა და ორგანოლეპტიკური (ფერი, არომატი, გემო) მახასიათებლების მიხედვით აფასებენ.

ამ ეტაპზე ბარის თაროზე 925 სახეობის ღვინოა წარმოდგენილი. ისინი 1941 სასმელიდან აარჩიეს.

 

ღვინის ობსერვატორია

“ღვინის ობსერვატორიის” სასიამოვნო გარემოში თქვენ შეგიძლიათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დამზადებული განსაკუთრებული ქართული ღვინოები დააგემოვნოთ, ან შეიძინოთ ლამაზად შეფუთული პროდუქცია, თუმცა ობსერვატორიას უფრო შემეცნებითი დატვირთვა აქვს: მაგალითად, აქ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ პროფესიონალების მიერ დამზადებულ ღვინის ბარათებს, სადაც ნახავთ დეტალურ ინფორმაციას სხვადასხვა სახეობის ღვინოზე – რომელ კერძთან ერთად უნდა მიირთვათ, რა ტემპერატურაზე, როგორი ტენიანობა, ტანინი ან სიტკბო აქვს სასმელს.

 

Knock Knock

“Knock-knock” ღვინის ბარია – ინსტალაცია, რომელიც ამ ბარის განსაკუთრებით საინტერესო და გამორჩეულ ვიზუალს ქმნის, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ძველი ღვინის ქარხნების კარებისგან დავით ბროდსკიმ, ლევან სიხარულიძემ და ნუცა მალაშხიამ შექმნეს.

თითოეული კარის უკან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში შეგროვებული  უნიკალური, ბიოორგანული და საოჯახო ქართული ღვინოებია.

 

დიდი ხის მაგიდის ირგვლივ კი ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობა და უცნობი  ისტორიის მოსმენაა შესაძლებელი.

 

ვინოტელი

XIX საუკუნის მარანში თქვენ ნახავთ 25-მდე სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებულ ღვინოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ვინოტელის პროდუქცია აერთიანებს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის, ბიოდინამიკურ და იშვიათ ღვინოებს, რომლებიც მცირე მეწარმეების მიერ არის დამზადებული. თუმცა, მარანში ასევე მსხვილი მწარმოებლების პროდუქციაცაა  წარმოდგენილი. გარდა ამისა, აქ თქვენ შეხვდებით უცხოური ყურძნის ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოებსაც, ესენია: მერლო, კაბერნე, შირაზი, მონტეპულჩიანო.

 

სკოლა

“სკოლა” არის პროექტი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, რომელთათვის მნიშვნელოვანია ცოდნა, ხარისხი და გემოვნება.

 

შესანიშნავი ყავა, ნატურალური ღვინო და გემრიელი საჭმელი – ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. “სკოლაში” თქვენ შეგიძლიათ იშვიათი, ნატურალური ღვინის დაგემოვნება ძალიან ლამაზ და კომფორტულ გარემოში.


პროექტის მიზანია შეიქმნას ღია სივრცე კომუნიკაციისა და ექსპერიმენტისათვის.


რეკომენდებული სტატიები
BUT FIRST COFFEE

BUT FIRST COFFEE

BUT FIRST COFFEE
კვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინის მიღებას შეუძლია თქვენი მეტაბოლიზმის 11%მდე აწევა. ყავის ამ და სხვა მნიშვნელოვან თვისებებზე და ასევე იმ ადგილებზე თბილისში, სადაც შეძლებთ გემრიელი ყავა მიირთვათ
Georgian Fusion - ქართული რესტორნები

Georgian Fusion - ქართული რესტორნები

Georgian Fusion - ქართული რესტორნები
თბილისში მოიძებნება რამდენიმე ადგილი, სადაც ტრადიციული კერძების რეცეპტები მინიმალურად არის შეცვლილი და გათანამედროვებული, ასევე შეცვლილია კერძების მიწოდების ფორმაც
პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ
თუმცა, ბოლო წლებში, თბილისში რამდენიმე ვეგეტარიანული კაფე გაიხსნა. 2016 წლიდან კი ფუნქციონირებს “ნამუ”, სადაც სამზარეულო არათუ ვეგეტარიანული, არამედ ვეგანურია, თანაც უმად მომზადებული (raw Vegan).
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.