fbpx

Maison Margiela: მოდა და ტექნოლოგიები


გააზიარე სტატია

ფრანგულმა მოდის სახლმა Maison Margiela-მ პარიზში შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოადგინა.

კომპანიის კრეატიულმა დირექტორმა ჯონ გალიანომ მაყურებელს პლასტმასის, პოლიეთილენისა  და სხვადასხვა ფერის საბნის ნაწილებისგან შეკერილი ტანსაცმელი გააცნო.

თუმცა, ჩვენების ყველაზე საინტერესო დეტალი თანამედროვე ტექნოლოგიები იყო, რომლებიც დიზაინერმა პირველად გამოიყენა თავის კარიერაში და მოდელები სხვადასხვა მოწყობილობებით აღჭურვა.

მაგალითად, ჩექმებზე სელფი-ჯოხზე დამაგრებული იისფერი, ლურჯი და ნარინჯისფერი სმარტფონები მოათავსა, ზოგიერთ მოდელს კი მწვანე და ცისფერი ვირტუალური რეალობის სათვალეები მოარგო.

გალიანომ Facebook-ის კომპანიის Oculus Rift-ის გაჯეტები გამოიყენა.

ყურადღება დაიმსახურა ჩანთების კოლექციამაც, რომელთა გამჭირვალე კედლებში პლანშეტები იყო ჩაკერებული.

Maison Margiela-ს წარმომადგენელთა განმარტებით, მოდისა და ტექნოლოგიების სინთეზის მიზანი იყო, რომ ყურადღება გაემახვილებინათ სოციალურ ქსელებსა და ვირტუალურ რეალობაზე მავნე დამოკიდებულების  პრობლემაზე.

ჯონ გალიანოს მსგავსად, სხვა ცნობილი მოდის სახლებიც ხშირად მიმართავენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების იდეას. მაგალითად, მიმდინარე წლის თებერვალში გამართულ ჩვენებაზე, Dolce & Gabbana-მ ჩანთების კოლექცია უპილოტო საფრენი აპარატების – დრონების მეშვეობით წარმოადგინა.

 


რეკომენდებული სტატიები
დემნა გვაერთიანებს
Play Video

დემნა გვაერთიანებს

დემნა გვაერთიანებს
რამდენიმე საათით პარიზის გარეუბანში დროისა და სივრცის ქსოვილი დაირღვა. აფხაზეთი, „პერიფერიკის“ ბეტონის ესტაკადა, სოხუმი და პარიზი ერთმანეთს უხილავი ძაფებით გადაება
დემნა გვასალიას Vetements ჩვენება- პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი

დემნა გვასალიას Vetements ჩვენება- პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი

დემნა გვასალიას Vetements ჩვენება- პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი
თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი ქართველის ,დემნა გვასალიას Vetements-ის მორიგი ჩვენება, თუ პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი?! ვეტმო აქვეყნებს app-ს, რომელიც მსოფლიოს საქართველოს უახლეს ისტორიას აცნობს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.