fbpx

3 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

მსახიობი ქეით ბლანშეტი IFC-ის გადაცემათა ციკლში Documentary Now! მარინა აბრამოვიჩის როლს მოირგებს

Cate Blanchett Marina Abramovic

ეპიზოდს, რომელშიც ბლანშეტი მიიღებს მონაწილეობას, Waiting for the Artist ერქმევა და ის 2012 წელს მარინა აბრამოვიჩის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ანალოგი იქნება. IFC-ის გადაცემათა ციკლი Documentary Now! ამერიკული კომედიური ფსევდოდოკუმენტური სერიალია, რომელშიც ცნობილი დოკუმენტური ფილმების პაროდიებს იღებენ, იმეორებენ მათ სტილს, თუმცა გამოგონილი თემებით.

წყარო: https://www.indiewire.com/

 

მალე ახალი აპლიკაცია დაგეხმარებათ Facebook-ზე ყოფნის დრო აკონტროლოთ

ახალი აპლიკაციით განსაზღვრავთ, თუ რამდენ დროს ხარჯავთ დღეში სოციალური მედიისთვის და შესაბამისად  შეძლებთ თქვენს თავს შეზღუდვებიც დაუწესოთ.

წყარო: https://www.theverge.com

 

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი რეჟისორ სტივენ სპილბერგთან ერთად ახალ ფილმზე იწყებს მუშაობას

ფილმი ელიან უეისის წიგნის, The Woman’s Hour: The Great Fight to Win the Vote-ის ეკრანიზაცია იქნება, რომელიც გვიყვება ისტორიას იმაზე, თუ როგორ იბრძოდნენ ქალები ხმის უფლების მოსაპოვებლად.

წყარო: https://www.theguardian.com

 

მსახიობები შარლიზ ტერონი, ნიკოლ კიდმანი და მარგო რობი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ჟურნალისტის, მეგინ კელის შესახებ გადაღებულ ფილმში ერთად ითამაშებენ

კინოსურათზე კინოსტუდია Annapurna იმუშავებს. მეგინ კელის როლს ფილმში შარლიზ ტერონი მოირგებს. რაც შეეხება ნიკოლ კიდმანს, ის FOX-ის ყოფილი თანამშრომლის, გრეტჩენ კარლსონის როლს ითამაშებს, რომელმაც არხის აღმასრულებელი პროდიუსერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. 2015 წელს მეგინ კელი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი  დებატების დროს სექსიზმში დაადანაშაულა.

წყარო: https://www.theguardian.com

 

2018 წელს აგვისტოს ომიდან ათი წელი გადის. ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნი “sHEROes”, რომელიც გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა, არის ამბავი ამ ომის შესახებ, ამბავი, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერსად ნახავთ და წაიკითხავთ

Image may contain: meme and text

5 დღე, 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი, 20000-ზე მეტი დევნილი, 22 დაკარგული სოფელი – ასეთია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ოფიციალური სტატისტიკა, ომის, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც 21-ე საუკუნის პირველ ომს ევროპაში. საქართველოსთვის  არაოფიციალური ზიანი კი გაცილებით მასშტაბურია და დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მტკივნეულად იჩენს თავს. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურ მოვლენადაა ქცეული, ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებიდან ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს დღესაც იტაცებენ, მშობლიურ სახლებში დაბრუნებას კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოს რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 300 000-მდე ადამიანი ელოდება. ფოტოწიგნის მთავარი გმირები   განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები არიან, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა, ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები – შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში.  “sHEROes” სწორედ ასეთი ქალების – რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია – დანაკარგით, ტკივილით, ცრემლით, სისხლით, და ამავდროულად, იმედით სავსე.

წყარო: https://www.facebook.com/

 

სამშვილდეში არქეოლოგიური კვლევის შედეგად XII-XIII საუკუნის დროინდელი მონეტები აღმოაჩინეს

Image may contain: one or more people, people sitting and outdoor

არქეოლოგიური გათხრები ტარდება ექსპედიციის ფარგლებში, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობით სამშვილდეში მიმდინარეობს. ერთ-ერთ სათავსოში  ხის ყუთში მოთავსებულ, სავარაუდოდ, XII-XIII საუკუნის მონეტებს მიაკვლიეს. მონეტებს შორის კი, მეფე გიორგი III-ისა და მეფე ლაშა-გიორგის მონეტებთან ერთად, თამარ მეფის მონეტაც აღმოჩნდა წარწერით „დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი.“

წყარო: https://www.facebook.com/

 

Apple გახდა პირველი კერძო ამერიკული კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალმაც $1 ტრილიონს გადააჭარბა

Apple is now worth $1 trillion

ისტორიულ ნიშნულს კომპანიამ 2 აგვისტოს მიაღწია და ერთი აქციის ფასმა 207$,  კომპანიის მოგების ზრდამ კი მიმდინარე წლის განმავლობაში 20 პროცენტი შეადგინა. აქციების ფასის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის კვარტალური მოგების შესახებ გახდა ცნობილი. ბოლო ფინანსურ კვარტალში  სუფთა მოგებამ $32 მილიარდი შეადგინა.

წყარო: https://money.cnn.com

 

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა აღარ გამოსცემს წიგნებს, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს გაამყარებს

No automatic alt text available.

“პირველ ყოვლისა, გვინდა გითხრათ, რომ გამომცემლობის უკლებლივ ყველა თანამშრომელი იაზრებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ვიმსჯელეთ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი საგამომცემლო პოლიტიკა და გადავწყვიტეთ, აღარ გამოვცეთ წიგნები, რომლებიც საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების რაიმე ნიშნით გაღრმავებას შეუწყობს ხელს”, – წერია გამომცემლობის განცხადებაში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

თინა ჩერტოვას პერსონალური გამოფენა “მე-13 პორტრეტი” მოიცავს თანამედროვე საქართველოში მოღვაწე ქალების 12 პორტრეტს

Image may contain: text

ეს არის როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი, ისე უცნობი თორმეტი ქალბატონის განსაკუთრებული ამბავი.  პროექტი წარმოადგენს „დრიმინგსტანის“ ნაწილს. „დრიმინგსტანი“ არის სახელოვნებო პროექტი, რომელიც ეხმიანება სოციალურ პრობლემებს. ის არის ვირტუალური ქალაქი თავისი მცხოვრებლებით.  პროექტის მიზანია ერთ სივრცეში განთავსდეს საინტერესო ქალების ისტორიები და მისცეს ადამიანებს მოტივაცია, მიაღწიონ წარმატებას როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

წყარო: https://www.facebook.com


რეკომენდებული სტატიები
პირველი აგვისტო  დილიდან 
Play Video

პირველი აგვისტო დილიდან 

პირველი აგვისტო  დილიდან 
Kiki Challenge მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გამოწვევა გახდა ყველაფერი კი ინსტაგრამის ერთ-ერთი მომხმარებლის უწყინარი ვიდეოდან დაიწყო, რომელიც დრეიკის სიმღერაზე აცეკვდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.