fbpx

14 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალი 16 სექტემბერს გაიხსნება და მასზე  35 ქვეყნიდან 100-მდე კინო იქნება წარმოდგენილი

Image may contain: text

ფესტივალს კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად კოტე მიქაბერიძის ფილმი „ჩემი ბებია“ გახსნის. კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი წელს ფესტივალის სპეციალურ ჯილდოს ოპერატორ ლომერ ახვლედიანს გადასცემენ. მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება ზღვისპირა ქალაქის კინოთეატრში და ღია ცის ქვეშ, ერას მოედანზე გაიმართება.

ფოტო: https://www.facebook.com

 

ოსკარის მფლობელი მსახიობი ნატალი პორტმანი ახალ ფილმში Vox Lux მთავარ როლს ითამაშებს

vox-lux

ფილმის სიუჟეტი პოპვარსკვლავის, სელესტის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც 1999 წელს იწყება და მის 15-წლიან კარიერას წარმოგვიდგენს. ფილმისთვის სიმღერებს მომღერალი Sia შეასრულებს.

წყარო: https://thefilmstage.com/

 

საკულტო ფილმის, Back To The Future-ის მსახიობები კინოსურათის გამოსვლიდან 33 წლის შემდეგ ისევ შეიკრიბნენ

მაიკლ ჯი ფოქსი, კრისტოფერ ლოიდი, ლეა ტომფსონი და ტომას უილსონი ბოსტონში Fan Expo-ს დაესწრნენ. შეხვედრის ამსახველი ფოტო მსახიობმა ლეა ტომფსონმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა:

წყარო: https://www.instagram.com/

 

მსახიობმა სილვესტერ სტალონემ თქვა, რომ მზად არის ცნობილი ფილმის, “რემბოს” მეხუთე ნაწილი გადაიღოს

… A SAVAGE RISING! … soon .

A post shared by Sly Stallone (@officialslystallone) on

ახალი ნაწილის სიუჟეტიც მექსიკაში ვითარდება. ახლახან კი სტალონემ გადაღებების დაწყება დაანონსა:

წყარო: https://www.instagram.com/

 

გალ გადოტი გამანადგურებელი რალფის სამსახიობო ანსამბლს შეუერთდა მსახიობი ანიმაციაში ახალ პერსონაჟს, შანკს განასახიერებს, რომელიც მანქანების რბოლით არის გატაცებული.

ინფორმაცია ამის შესახებ გალ გადოტმა  თავად გაავრცელა.

წყარო: https://www.instagram.com

 

კოლუმბიაში ტრადიციული ყვავილების ფესტივალი გაიმართა

ფესტივალზე 510 მონაწილე და 20 000-ზე მეტი ტურისტი შეიკრიბა. ქალაქის მოსახლეობა ამ ღონისძიებისთვის მთელი წელი ემზადება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, წიგნის მაღაზიებისთვის კონკურსი გამოცხადდა.

მონაწილეები  მაღაზიების ვიტრინებს ქართული სიმბოლიკის დეკორატიული მასალებით გააფორმებენ. ყველაზე ლამაზად გაფორმებული გერმანული წიგნის მაღაზიის ორ წარმომადგენელს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი თბილისში სამდღიანი ლიტერატურული ტურითაც დააჯილდოებს.

წყარო: https://literaturtest.de

 

ამერიკელი მომღერლის, არეტა ფრანკლინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

სოულის 76 წლის დედოფლის ახლობლები თაყვანისმცემლებს სთხოვენ, მომღერლისთვის ილოცონ. 2010 წელს ფრანკლინს სიმსივნე დაუდგინეს. მომღერალი ბოლოს საზოგადოების წინაშე 2017 წლის ნოემბერში, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე წარდგა.

წყარო: https://www.bbc.com

 

 

ბახმაროში 19 აგვისტოს თანამედროვე მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

ბახმარო SunSet Fest  ტრადიციული დოღის შემდეგ ჩატარდება და მომავალში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. ფესტივალი ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, მზის ჩასავალ გორაზე, 17:00 საათიდან დილამდე მსმენელს შესთავაზებს თანამედროვე მუსიკას ახალგაზრდებში პოპულარული ჯგუფებისა და DJ-ების შესრულებით. ფესტივალში მონაწილეობენ მუსიკალური ჯგუფები: KILLAGES, არა, MEBO RENARD, ბაჩო ჯიქიძე & ალბანელი შამანები, George Merych, Leif S, ლურჯი იალქანი; დიჯეები: SUMO, WCAN და ანი ANI. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

წყარო: https://pia.ge/


რეკომენდებული სტატიები
13 აგვისტო დილიდან

13 აგვისტო დილიდან

13 აგვისტო დილიდან
ნასამ ახალი მისია დაიწყო და კოსმოსში გაუშვა სატელიტი, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოს უნდა მივიდეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.