fbpx

ძაღლის ჯიშების რეიტინგი ფინანსური ზარალის მიხედვით


გააზიარე სტატია

 

ბრიტანულმა ონლაინ პლატფორმამ PayingTooMuch.com, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა პროფილის სერვისების კალკულაციას და მათ შედარებით ანალიზს სთავაზობს, გამოაქვეყნა ძაღლის იმ ჯიშების ნუსხა, რომლებმაც ყველაზე მეტი ან  ნაკლები ფინანსური ზარალი მიაყენეს მფლობელებს.

კვლევების ავტორებმა 2000 რესპონდენტი გამოჰკითხეს, რომელთა 57%-მა სხვადასხვა სახის ზარალზე ისაუბრა. მაგალითად, დაკაწრული ავეჯის, დახეული ტანსაცმლის, ნოხების, დაფლეთილი ბალიშების, დაგლეჯილი ქოთნის მცენარეებისა და სხვა დაზიანებული ნივთების შესახებ.

13%-მა კი საკუთარი ძაღლი სხვისი ქონების დაზიანებაში ამხილა, რომლის ანაზღაურებაც საშუალოდ £285 დაუჯდათ. ყოველმა მეხუთე გამოკითხულმა უბედური შემთხვევებისას მიღებული ტრავმები და ვეტერინარის მომსახურებაც დაასახელა, რომლის ხარჯიც საშუალოდ £200-ით განისაზღვრა.

მონაცემების ანალიზმა უცნაური შედეგი აჩვენა: რაც  უნდა გასაკვირი იყოს, პირველი ადგილი მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მინიატიურულმა სახეობამ –  ჩიუაუამ (Chihuahua) დაიკავა. პროექტის ავტორების მტკიცებით, მას სიცოცხლის განმავლობაში  საშუალოდ £865.99 -ის ოდენობის ზარალი მოაქვს.

სრული სია კი ასე გამოიყურება:

 

  • ტაქსა £810,39

 

  • ბოქსიორი £784.12

 

  • დალმატინელი — £775,22

 

  • ბულდოგი — £749,19

 

  • გერმანული დოგი — £691,50

 

  • ჰასკი — £671,37

 

  • ბიგლი — £608.80

 

  • პოინტერი — £601,22

 

  • გერმანული ნაგაზი — £561,92

კვლევის ავტორებმა ყველაზე ნაკლები ფინანსური ზარალის მომტანი ჯიშებიც დაასახელეს:

 

  • უიპეტი — £251.02

 

  • სპანიელი — £230,25

 

  • იორკშირული ტერიერი — £226.97

 

  • უესტი (უესტჰაილენდუაიტტერიერი)  — £182.61

 

  • სტაფორდშირული ბულტერიერი — £178.21

 

 

წყარო: http://dailymail.co.uk

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.