fbpx

გაჯეტომანია: ჰამაკი-შეზლონგი, ჯიბის პრინტერი და „ჭკვიანი ნივთები“


გააზიარე სტატია

 

თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურად ახალ, გაუმჯობესებულ მატერიებსა და ქსელში ინტეგრირებულ, „ჭკვიან“ ნივთებს გვთავაზობს, რომლებიც ადამიანის გონებისთვის ხშირად წარმოუდგენელ ან ერთი შეხედვით გამოუყენებელ ფუნქციებს ან ინფორმაციას გვაწვდიან.

მაგალითად, გაუგებარია რაში უნდა დაგჭირდეს დარტყმული ფეხბურთის ბურთის ჰაერში ტრიალის სიხშირის მონაცემი, ან ჩემოდანი, რომელიც სახელურის გარეშე, ერთგული ძაღლივით მოგდევს აეროპორტის ტერმინალში?

ასეა თუ ისე, ეს ნივთები უკვე არსებობს და  ახლა ადამიანებზეა დამოკიდებული, გახდებიან თუ არა ისინი ჩვენი ცხოვრების ნაწილი.

Mock ONE  – ჰამაკი

Mock ONE  – ჰამაკის, შეზლონგისა და საძილე ტომრის ერთგვარი ჰიბრიდია. გასაშლელი კონსტრუქცია კომპაქტურია და მისი გადატანა შესაძლებელია როგორც ხელით, ასევე ზურგჩანთით. კომპლექტაციის მიხედვით 5-დან 7 კილოგრამამდე იწონის და გათვლილია მაქსიმუმ 117 კგ-ის წონის  მომხმარებელზე.

ჰამაკთან ერთად, Mock ONE-ს მოჰყვება მზის, წვიმისა და თოვლისგან დამცავი ტენტი, ასევე მწერებისგან დამცავი ბადე.  აგრეთვე აღჭურვილია წყალგაუმტარი საძილე ტომრით.

Mock ONE-ის შეძენა შესაძლებელია პლატფორმაზე Kickstarter.com

 

XPrint

ელექტროტექნიკის მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინა ფოტოს საბეჭდი მოწყობილობა XPrint. ის კომპაქტურია და მარტივად თავსდება ჯიბეში. ბეჭდავს 86 × 54მმ-ის ზომის ფერად ფოტოებს (გაფართოება 300 dpi).

თუმცა, გაჯეტის მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ გააჩნია ე.წ. დამატებითი რეალობის ტექნოლოგიების მხარდაჭერა. სპეციალური მობილური პროგრამის მეშვეობით დაბეჭდილი ფოტო „ცოცხლდება“ – გამოსახულება მოკლე ვიდეორგოლად იქცევა (წამში 120 კადრი), რომელსაც XPrint გადაღების პროცესში იწერს.

ფოტოპრინტერი 237 გრამს იწონის და აქვს ინტეგრირებული აკუმულატორი, რომელიც სპეციალური USB კაბელით იტენება და სრული დატენვის პირობებში, 20 ფოტოს გადაღებას ყოფნის.

გაჯეტი თავსებადია iPhone-ისა და Android-ის მოწყობილობებთან.

პრინტერი 60$, ხოლო ფოტოქაღალდის (20 კადრი) შეკვრა – 6$ ღირს.

დამატებითი ინფორმაცია მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია პლატფორმაზე gizmochina.com

 

Ovis  ჩემოდანი

Ovis ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი ჩემოდანია, რომელიც მფლობელის ხელზე მორგებულ სამაჯურს დამოუკიდებლად მიჰყვება. მოწყობილობას შეუძლია როგორც სწორ ხაზზე მოძრაობა, ასევე წინაღობების გვერდის ავლა, მოცემულობიდან გამომდინარე, სვლის აჩქარება ან შენელება. ამგვარ შესაძლებლობებს ჩემოდანს კორპუსში ინტეგრირებული კამერები აძლევენ, რომლებიც ინფორმაციას ხელოვნურ ინტელექტს გადასცემენ დასამუშავებლად.

Ovis გამოირჩევა მძლავრი აკუმულატორით. მისი საშუალებით სმარტფონების, პლანშეტების, უსადენო ყურსასმენების და სხვა მოწყობილობების დატენვაც ხდება.  

ჩემოდანი ავტომატურად წონის მასში მოთავსებულ საგნებს და მონაცემებს მფლობელის სმარტფონში ინსტალირებულ სპეციალურ პროგრამას უგზავნის. GPS-ტრეკერის დახმარებით Ovis-ის გადაადგილება რუკაზეც კონტროლდება. იმ შემთხვევაში, თუ ჩემოდანი საგრძნობლად ჩამორჩება მფლობელს, სამაჯური სასიგნალო ვიბრაციას იწყებს.

რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, ჩემოდანი საკმაოდ ტევადია, აქვს გამძლე კარკასი და 4.5კგ-ს იწონის.

Ovis-ის შეძენა შესაძლებელია პლატფორმაზე Indiegogo. მინიმალური კომპლექტაციით მოწყობილობა 339$ ღირს.

Wickedbone

თუ ძაღლი გყავთ, მისი გართობის მიზნით შესაძლოა, დაგაინტერესოთ მოწყობილობამ Wickedbone. ის ძვლის ფორმისაა, ჰიროსკოპებისა და ბორბლების მეშვეობით გადაადგილდება, ეთამაშება და ართობს ცხოველს.  სათამაშო ძაღლის კბენასა და სხვა სახის კონტაქტზეც რეაგირებს, შესაბამისად, იცვლის რეჟიმებს: სწრაფი ბრუნვა, ადგილზე ტრიალი, ახტომა და ა.შ.

Wickedbone-ის გამოყენება ორგვარად შეიძლება: მფლობელის მიერ სმარტფონში ინსტალირებული სპეციალური პროგრამით (თავსებადია Android-სა და iOS-ის სისტემებთან). თუ ძაღლის პატრონს არ სცალია, გააჩნია ავტონომიური რეჟიმიც: ე.წ. ჭკვიანი ძვალი ცხოველს დამოუკიდებლად ეთამაშება.

მოწყობილობა სილიკონისგანაა დამზადებული, რაც მისი დაზიანების ალბათობას ამცირებს, წყალგაუმტარია და მარტივად ირეცხება.

Wickedbone ერთი საათის განმავლობაში იტენება და 4 საათი მუშაობს.

დამატებითი ინფორმაცია გაჯეტის შესახებ იხილეთ პლატფორმაზე kickstarter.com.

 

InsideCoach

ამერიკელმა ინჟინერმა ნიკოლა სან-ხუანმა ტექნოლოგიურ ბაზარზე წარმოადგინა ე.წ. ჭკვიანი ფეხბურთის ბურთი InsideCoach. ის სპეციალური სენსორებითაა აღჭურვილი, უკავშირდება iPhone-სა და Android-ის მოწყობილობებში ინსტალირებულ სპეციალურ პროგრამას და აწვდის ინფორმაციას: დარტყმის სიძლიერის, ფრენის სიჩქარის, ბრუნვის სიხშირის, ბურთთან კონტაქტის, პასების რაოდენობისა და მოძრაობის ტრაექტორიის შესახებ.

პროექტის ავტორის თქმით, ბურთი პირველ რიგში მწვრთნელებს გაუწევს დიდ სამსახურს და ვარჯიშისას ამომწურავ, ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის ფეხბურთელების ქმედებისა თუ ფიზიკური კონდიციის შესახებ. ეს კი მას სპორტსმენების ნაკლისა და შეცდომების გამოსწორების საშუალებას მისცემს.

InsideCoach არაპროფესიონალებსაც გამოადგებათ, რადგან მობილური აპლიკაცია ბევრ საინტერესო ვიდეოგაკვეთილებს უყრის თავს.

დამატებითი ინფორმაცია ბურთის შესახებ ატვირთულია პლატფორმაზე kickstarter.com.

 


რეკომენდებული სტატიები
წლის საუკეთესო ელექტროტექნიკა ლას-ვეგასში დაასახელეს

წლის საუკეთესო ელექტროტექნიკა ლას-ვეგასში დაასახელეს

წლის საუკეთესო ელექტროტექნიკა ლას-ვეგასში დაასახელეს
გაჯეტები, რომლებიც მიმდინარე წელს ნელ-ნელა დაიპყრობს ჩვენს ყოველდღიურობას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე უკვე პრიზებით დააჯილდოვეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.