ქუჩის მუსიკოსები რიყეზე


გააზიარე სტატია

ფოტოების ავტორი: გიორგი ინდუაშვილი

იქ, სადაც ცოცხალი და თანამედროვე მუსიკაა, იქ, სადაც ენერგიაა, იქ, სადაც იქმნება რაღაც ახალი –  ყველგანლიკანია

მუსიკალური პროექტილიკანიქუჩის მუსიკის ტალღა” – სექტემბერშიც გრძელდება.  

„ლიკანის“ სცენა ამ ზაფხულს, ცოცხალი მუსიკის შემსრულებელ არაერთ ძალიან ნიჭიერ და საინტერესო მუსიკოსსა და ბენდს დაეთმო. მსმენელმა ბევრი ახალი სახე აღმოაჩინა, მიეჩვია და შეუყვარდა „ლიკანის“ მუსიკალური საღამოები. რიყე კი გადაიქცა მუსიკის მოყვარული თბილისელების და ასევე,  დედაქალაქის სტუმრების  თავშეყრის ადგილად.


მინერალური წყლის ბრენდისლიკანისმიზანიც ეს იყო  – პოპულარიზაცია გაეწია ქუჩის მუსიკოსებისთვის, მიეცა მათთვის ასპარეზი, შეექმნა ახალი სივრცე, რათა მუსიკოსებს მისცემოდათ საშუალება გაცილებით დიდი აუდიტორიის წინაშე ეცადათ თავიანთი ძალები.  

ტატა ქათამაძე, „ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი: „ლიკანის“ ინიციატივა, რომ ქალაქის პარკში, რიყეზე, ყოველ საღამოს ცოცხალი მუსიკა აჟღერდეს ქუჩის მუსიკოსების მონაწილეობით, ვფიქრობ ძალიან მოუხდა თბილისს. ჩვენი სურვილი, რომ მუსიკოსებსა და მსმენელებს შორის უშუალო კავშირი დამყარებულიყო, ვფიქრობ შედგა და ყოველდღიურად სასიამოვნო ენერგიის გაცვლა ხდება ადამიანებს შორის. ვიმედოვნებთ, რომ დაუვიწყარი საღამოები „ლიკანის“ სცენიდან დიდხანს დაამახსოვრებს თავს კონცერტის სტუმრებს. „ლიკანის“ ახალი ტალღის ფორმის ეტიკეტი კიდევ უფრო კარგად ეხმიანება მუსიკას და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მომავალშიც ცოცხალი მუსიკის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით“.

კონცერტის ერთერთი მონაწილე ჯგუფი moku moku, ფესტივალის მსვლელობის დროს,   გაემგზავრა ესპანეთში, ძალიან მნიშვნელოვან ფესტივალზე.

At.ge ჯგუფ  moku moku- ერთერთ წევრს, ტატო რუსიას  გაესაუბრა:

ჩვენს ჯგუფს ძალიან კარგად ესმის ამ მიმართულების ხელშეწყობის მნიშვნელობა. მსგავსი ფესტივალები ძალიან საჭიროა ნიჭიერი მუსიკოსების გამოსავლენად. ქუჩის მუსიკა  კარგად ასახავს ხალხის გემოვნებას და აქედან გამომდინარე, ქუჩაში აბსოლუტურად განსხვავებულ მუსიკას მოისმენთ, დაწყებული რუსული მდარე ესტრადიდანდამთავრებული როკისა და როკენროლის  სერიოზული შესრულებლებით.  ეს ფესტივალი კი, სწორედ ხარისხიან მუსიკას უხარისხოსგან არჩევს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ჩვენს გამგზავრებას ესპანეთში, მადრიდში “mad cool festival” –ზე,  ეს სასიხარულო ამბავი ჩვენი  დაუღალავი შრომის შედეგია. ამ ფესტვალზე ისეთ  სერიოზულ შემსრულებლებთან ერთად მოგვიწია დაკვრა, რომელთა კონცერტზე მოხვედრა დიდი ოცნებაა ბევრისთვის, მაგალითისათვის  „დეფეშ მოუდიცსაკმარისიაამ ხალხთან ერთად დაკვრა და ერთ სასცენო სივრცეში მოხვედრა  უდიდესი სტიმულია ჩვენთვის“.

დიტო კურტანიძე, ქუჩის მუსიკოსების ასოციაციის ხელმძღვანელი: „ქუჩის მუსიკოსების ფესტივალი ჩვენი ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით აქამდეც არაერთხელ ჩატარებულა, თუმცა პროექტი, რომელიც „ლიკანთან“ ერთად ხორციელდება აბსოლუტურად სხვა ფორმატისაა.

ქუჩის მუსიკოსებს, აქამდე თბილისის პარკებში დაკვრის უფლება არ ჰქონდათ, არადა სწორედ პარკებია ის ადგილი, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება მუსიკა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში, ქუჩის მუსიკოსებს თითქმის 3 თვით დაეთმოთ სცენა და მომავალში მათთვის სხვა პარკების კარიც გაიხსნება. პროექტი ასევე ქუჩის მუსიკოსების შემოსავალზეც დადებითად აისახა, ვინაიდან სცენასთან დაიდგა სპეციალური ბოქსები, სადაც მსურველებს შეუძლიათ მუსიკოსებს თანხა გაუზიარონ. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩის მუსიკის პოპულარიზაციისთვის. დიდი მადლობა „ლიკანს“, რომელთან ერთადაც მომავალში არაერთ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ“.

ქალაქში  დარჩენილ თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სექტემბრის ბოლომდე  ეძლევათ საშუალება  „ლიკანთან“  და ქუჩის მუსიკოსებთან  ერთად გაატარონ სასიამოვნო და მხიარული საღამოები.

შეგახსენებთ, რომლიკანიქუჩის მუსიკის ტალღა“  პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციაქუჩის მუსიკასთანდა ქალაქ თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტთან ერთად.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.