fbpx

ცივი წვნიანი ირაკლი შენგელიასგან


გააზიარე სტატია


 


მართალია, ზაფხულმა უკვე ჩაიარა, მაგრამ  ჯერ კიდევ საკმაოდ ცხელა და ასეთ ამინდში ცივი წვნიანით შესაძლოა ძალიან ისიამოვნოთ.

AT.ge მოყვარულ შეფ ირაკლი შენგელიას ესაუბრა, რომელმაც წვნიანის რეცეპტი გაგვიზიარა.



როდის და რატომ დაინტერესდი კულინარიით?

ჩემს შემთხვევაში ეს კითხვა ასე ჟღერს: “როდის და რატომ დაინტერესდი გემრიელი საჭმლით?” რადგან,  საბოლოო ჯამში, ყველაფერს, რასაც ვაკეთებ და გზადაგზა ვსწავლობ, მხოლოდ საკუთარი “გემოს პალიტრის” ხათრით. ნუ, ასევე ადრენალინია, როცა განაბული  ელოდები ვინმეს სახეზე გამომეტყველებას, შენს მომზადებულ კერძს რომ სინჯავს. ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი კულინარიით, მას შემდეგ, რაც პირველად შევწვი ერთად კვერცხი და სულგუნი, შემდეგ კი კვერცხი და მურაბა ვცადე და მივხვდი, რომ ყველაფერი ყველაფერს არ უხდება

 

რომელი პროდუქტი მოგწონს ყველაზე მეტად?

ვადამდელი პასუხი: ყველი! 😀 პირველ რიგში იმიტომ, რომ გემრიელია მისი ყველა ვარიაცია და მომზადების პროცესშიც ძაან მოსახერხებელი პროდუქტია, ბევრნაირი გემო და ტექსტურა აქვს. ასევე შეგიძლია შეუცვალო ტექსტურა და გაადნო, სოუსად აქციო ან მოახეხო რამეს, ან თუნდაც წებოდ გამოიყენო რაღაც ინგრედიენტებისთვის ))
იმდენად მიყვარს, რომ მოცარელას გაკეთებაც კი ვცადე, საკმაოდ მარტივ რეცეპტს გადავაწყდი ნეტში (15 minutes mozzarella), თუმცა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი წაკითხვით ჩანდა, მესამე ჯერზე გამომივიდა, პირველ ორზე მივიღე  რიკოტა 😀

 

რის მიხედვით არჩევ პროდუქტს?

სუნით, დავდივარ მაღაზიაში ან ბაზარში და ისტერიკულად ვსუნავ ყველაფერს 😀 თუ მაგალითად, პომიდორს არ აქვს არომატი, რომელსაც ცხვირით იგრძნობ, ესე იგი ვერ ექნება “გემო”, იმიტომ რომ გემოს არომატი ქმნის. ზუსტად მაგ მიზეზით ვერ ვგრძნობთ გემოებს სურდოს დროს.

 

ჭამის რომელი  დრო გიყვარს ყველაზე მეტად?

ცალსახად ვახშამი, უფრო “ეგრე გამოვიდა”,  ვიდრე “მიყვარს”. მე რომ ვიღვიძებ, უკვე სადილის დროა. როგორც წესი, ახალ გაღვიძებულს კი ჭამა დიდად არ მიყვარს, რჩება ვახშამი 😀

 

გაქვს თუ არა ნასწავლი კულინარია?

არა, რაღაცები მაქვს ნანახი masterclass-ზე და youtube-ზე, მაგრამ არ მგონია, რომ ეგ ითვლებოდეს )))
მხოლოდ პრაქტიკა, ხშირად ვაკეთებ საჭმელს სახლში და ზოგჯერ ისეთ სასაცილო შეცდომებს ვუშვებ, რომ კიდევ კარგი არ მისწავლია და ნაკლები პრეტენზია მაქვს საკუთარ თავთან )))

 

გაქვს თუ არა შენი კერძი?

არა, თუ არსებული რეცეპტების მოდიფიცირებას არ ჩავთვლით, არა. მოდიფიცირებაშიც კი ძალიან ფრთხილი ვარ, მოკრძალებული გამოცდილების გამო.

 

ინგრედიენტები:

  •  5-6 პომიდორი
  •  ნახევარი კიტრი
  •  ნახევარი ხახვი
  •  1-2 ნაჭერი პური
  •  2 პაპრიკა (წითელი და მწვანე)
  •  1 ჭიქა წყალი
  •  5-6  ყინულის კუბი
  •  1 ს/კ ძმარი
  •  1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  •  1 ჩ/კ კვლიავი
  •  1 ჩ/კ შავი პილპილი
  •  1 ს/კ ან გემოვნებით მარილი
  •  ზეითუნის ზეთში მობრაწული პურები და ყინული სერვირებისთვის.

რეკომენდებული სტატიები
ტრენდული ჰობი - კულინარია - საზაფხულო რეცეპტები

ტრენდული ჰობი - კულინარია - საზაფხულო რეცეპტები

ტრენდული ჰობი - კულინარია - საზაფხულო რეცეპტები
თბილისში ბევრი ცნობილი არაპროფესიონალი შეფმზარეულია, რომელთა რეცეპტით მომზადებული კერძები გორდონ რამსისა და ჯემი ოლივერის ნახელავსაც კი არ ჩამოუვარდება. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანის საზაფხულო რეცეპტებს.
კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში

კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში

კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში
სოციალურმა ქსელებმა ავტორებს ბლოგების პოპულარიზაციის კარგი ინსტრუმენტებიც შეუქმნეს და მათთვის, ვინც კვლავ აგრძელებს ბლოგების წერას, ბევრად მარტივი გახდა სამიზნე აუდიტორიამდე კონტენტის მიტანა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.