fbpx

12 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

ABC-იმ გრეის ანატომიის მე-15 სეზონის თრეილერი გამოაქვეყნა

როგორც ცნობილია, შოუს ახალი სეზონის პირველი ეპიზოდი ორსაათიანი იქნება და ბევრი საინტერესო ისტორიის დასაწყისი გახდება. მე-15 სეზონთან დაკავშირებით ვიცით ისიც, რომ ექიმი ტედი ოფიციალურად ბრუნდება. ახალ სეზონში ორ ახალ ქირურგსაც ვიხილავთ. 

წყარო: https://www.youtube.com

 

The Viper Club – ასე ჰქვია მარიამ კეშვარცის ახალ დრამას, რომელშიც მთავარ როლს სიუზან სარანდონი ასრულებს

ფილმის სიუჟეტი ექიმ ჰელენაზე (სიუზან სარანდონი) მოგვითხრობს. ჰელენის შვილი ჟურნალისტია, რომელიც ერთ-ერთ რეგიონში ომის თემატიკაზე მუშაობს, სადაც მძევლად აიყვანენ და გამოსასყიდად $20 მილიონს ითხოვენ.

წყარო: https://www.youtube.com

 

მსახიობი რენე ზელვეგერი ნეტფლიქსის ახალ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს

'Revenge' creator Mike Kelley will serve as showrunner on the series, which counts Robert Zemeckis and Jack Rapke as exec producers.

ბრიჯიტ ჯონსის ვარსკვლავი მონაწილეობას მიიღებს 10-ეპიზოდიან თრილერში – What/It. ისტორიის ეპიცენტრშია ენი (რენე ზელვეგერი), ქალი, რომლის ცხოვრებაც ერთი მცდარი ნაბიჯის შემდეგ სრულიად იცვლება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

FX-ის სერიალი, 9-1-1 მეორე სეზონით ბრუნდება

 

სერიალში მთავარ როლებს კონი ბრიტონი და ანჯელა ბასეტი ასრულებენ, ახალ სეზონში კი მათ ჯენიფერ ლავ ჰიუიტიც შეუერთდა. დრამა პოლიციელებზე, მეხანძრეებსა და ექიმებზე მოგვითხრობს, რომლებსაც მთელი ამერიკის მასშტაბით ყველაზე რთულ და ხშირად უცნაურ გამოძახებაზე უწევთ სიარული.

წყარო: https://www.youtube.com

 

კინორეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს, ხელის ჩრდილების თეატრის დამფუძნებელს, გელა კანდელაკს ლიეტუვის პრეზიდენტის – დალია გრიბაუსკაიტეს ჯილდო ლიეტუვის წინაშე დამსახურებისთვის გადასცეს

Image may contain: 4 people, people standing and indoor

სპეციალურად ამ ფაქტთან დაკავშირებით ლიეტუვის საელჩომ საქართველოში მიღება მოაწყო, სადაც გელა კანდელაკს ჯილდო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ლინას ლინკევიჩუსმა გადასცა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ოთარ ჭილაძის „აველუმი“ გერმანულ ენაზე ითარგმნა

ნაწარმოები გამომცემლობა Matthes & Seitz Berlin-მა თარგმნა. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე კრისტიანე ლიხტენფელდმა იმუშავა.

წყარო: https://ge.cloudvod.imedi.ge/

 

ეროვნული მუზეუმი ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის, ტიციანის და სხვა იტალიელი მხატვრების ნამუშევრების შემდეგ, მნახველებს წარუდგენს გამოფენას „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო”

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო” დამთვალიერებელი გაეცნობა ბერნინისა და XVII საუკუნის სხვა იტალიელი ოსტატების შედევრებს, რომლებიც დაცულია რომის მახლობლად მდებარე რომაული ბაროკოს მუზეუმში „პალაცო კიჯი ინ არიჩაში”.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე ნამუშევარი. მათ შორის: ფერწერული და გრაფიკული პორტრეტები, ავტოპორტრეტები, პეიზაჟები, სხვადასხვა ფრესკისთვის მოსამზადებელი ესკიზები, ბრინჯაოს მედლები, კედლის დეკორები – ტყავისა და აბრეშუმის საკიდები, დეკორატიული ლამპა და სხვა.

 გამოფენის ფარგლებში, პერიოდულად გაიმართება სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებლისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამები და საჯარო ლექციები. გამოფენა 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ფოტო: https://ge.cloudvod.imedi.ge

 

ნინო ჟვანიას ფილმის, “აღლუმის” მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

Image may contain: 1 person, standing

წყარო:https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.