fbpx

13 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

საქართველოში „ოქროს გლობუსის“ წარმომადგენელი სერგეი რახლინი ჩამოდის

წარმოშობით ლატვიელი სერგეი რახლინი ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის უცხოენოვანი ფილმების კომიტეტს ხელმძღვანელობს, რომელიც „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალს წარმოადგენს. წლების განმავლობაში იგი ამავე ცერემონიის სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი იყო. 15 სექტემბერს, 17:00 საათზე კლუბ „ფრონტლაინში“ სერგეი რახლინი მასტერკლასს ჩაატარებს. საუბარი იქნება კინოკრიტიკისა და კინო ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე, ასევე, ამერიკული კინო პიარის მექანიზმებზე და გზაზე, რომელსაც კანდიდატი ფილმები ოქროს გლობუსის ნომინანტობამდე გადიან.

წყარო: https://www.facebook.com/

 

2018 წლის ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება

Image result for პოლიეთილენის პარკი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება რეგულაციები, რომელიც პოლიეთილენის პარკების ხმარებიდან ამოღებას უზრუნველყოფს. ბოლო წლებში მთელმა მსოფლიომ ბრძოლა გამოუცხადა პლასტიკისგან დამზადებული შესაფუთი მასალის მოხმარებას, რადგან გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკის პროდუქციით ბინძურდება.

 

რეჟისორმა ნილ ჯორდანმა ტორონტოს კინოფესტივალზე თავისი ახალი ფილმი – Greta წარადგინა, რომელშიც მთავარ როლს ლეგენდარული ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი ასრულებს, მისი პარტნიორი კი ამერიკელი მსახიობი ქლოი გრეის მორეცი იქნება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ბრიტანელი რეჟისორი კენ ლოუჩი ახალ დრამას, Sorry We Missed You-ს იღებს, რომლის პრემიერაც დიდ ბრიტანეთში 2019 წელს შედგება

ფილმის სიუჟეტი რიკისა და მისი ოჯახის გარშემო ვითარდება, რომელთაც 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა და ოჯახი ვალების გადახდას თავს ვეღარ აბამს. ფილმის პრემიერა 2019 წელს იგეგმება.

წყარო: https://variety.com/

 

ოსკარის მფლობელი მსახიობი ჰოლი ბერი რეჟისორის ამპლუაში მოგვევლინება და ფილმს, Bruised-ს გადაიღებს

Halle Berry Bruised

გარდა სარეჟისორო დებიუტისა, ფილმში მთავარ როლსაც თავად შეასრულებს. ფილმის მთავარი პერსონაჟი ყოფილი მოკრივე ჯაკია, რომელიც რინგზე დაბრუნებას გადაწყვეტს.

წყარო: https://variety.com/2018/film/news/halle-berry-bruised-directorial-debut-1202936949/

 

ოსკარის ნომინანტი როზამუნდ პაიკი სულ მალე ახალ სერიალ The Banker’s Wife-ში მთავარ როლს შეასრულებს

სერიალი კრისტინა ალგერის ამავე სახელწოდების წიგნს ეფუძნება. შოუს რეჟისორი ლესლი ლინკა გლეტერი იქნება, სცენარზე კი მერედით სტიემი იმუშავებს. ორივე მათგანი აქამდე სერიალ Homeland-ზე მუშაობდა.

წყარო: https://deadline.com/

 

ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის რომანი „კატა და გენერალი“ გერმანული ლიტერატურული პრემიის – Deutscher Buch Preis 2018-ის მოკლე სიაში მოხვდა

პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის გრძელი სია ოფიციალურ ვებგვერდზე აგვისტოში გამოქვეყნდა. პრემიაზე წარდგენილი წიგნების მოკლე სია კი

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. პრემიის მფლობელი 8 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნამდე ერთი დღით ადრე გამოვლინდება. „კატა და გენერალი“ ფსიქოლოგიური რომანია დანაშაულისა და სასჯელის, ქვეყნებსა და ადამიანების გონებაში მიმდინარე ომებისა და მშვიდობის ძებნის შესახებ.

ფოტო: https://cdn.1tv.ge/

 

ბათუმში ფოტოგრაფ ვახო ხეთაგურის გამოფენა გაიმართება

Image may contain: text and outdoor

14 სექტემბერს ბათუმში, საგამოფენო სივრცე “ვარშავა ზაფხულისთვის” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ვახო ხეთაგურის გამოფენას უმასპინძლებს.  ვახოს პროექტების უკან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ პოსტსაბჭოთა საქართველოს სხვადასხვა სოციალური პრობლემების კვლევები. 2018 წლის მაისის დასაწყისიდან ვახო მოგზაურობს აზიაში, რათა წარმოადგინოს უფრო მეტი შთამაგონებელი ფოტოისტორიები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება  ნამუშევრები საქართველოდან და აგრეთვე ახალი ფოტოები მისი ამჟამინდელი მოგზაურობიდან.

წყარო: https://www.facebook.com/

Apple-მა აიფონის სამი ახალი მოდელი წარადგინა

ყველა მათგანი iPhone X-ის მსგავსია – უჩარჩოო  ეკრანით და ზედა ზოლით, რომელშიც დამალულია Face ID

წყარო: https://www.youtube.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.