fbpx

5 ნაკლებად ცნობილი მუსიკალური პლატფორმა


გააზიარე სტატია

ავტორი: ლევან ძნელაძე

 

Rate Your Music

მუსიკალური ენთუზიასტების მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელიც მოიცავს კატალოგს, სიებს, ფორუმს და შეფასების სისტემას, გამოცდილი მელომანების სამოთხეა old school დიზაინითა და მრავალი შესაძლებლობით. აქ მომხმარებელს შეუძლია შექმნას  საკუთარი სიები, დაათვალიეროს სხვების  გემოვნებით შექმნილი, შეადგინოს საკუთარი კოლექციის კატალოგი, გაეცნოს ახალ ამბებს, შეაფასოს ჩანაწერები და ნახოს, თუ რას ფიქრობენ სხვა მომხმარებლები ამა თუ იმ მუსიკალურ ალბომზე. შესაძლოა ჩავთვალოთ, რომ ეს არის Discogs-ის ძმა სხვა მშობლისგან, რომელიც ნაკლებად ორიენტირდება ე.წ. Dance Music-ზე და მიმართულია უფრო ალტერნატიული ჟანრებისკენ.

 

Red Bull Music Academy Daily

მუსიკის მოყვარულთათვის სახელი „რედ ბული“ ისეთივე ნაცნობია, როგორც მოტოციკლის მოყვარულებისთვის „ჰარლი დევიდსონი“, თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ლექციების და ფესტივალის გარდა ყოველდღიურად განახლებადი ონლაინ ჟურნალიც აქვთ, შედარებით ცოტა ადამიანმა იცის. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო გამოცემა ამ მიმართულებით და მოიცავს არა მხოლოდ ელექტრონულს, არამედ ჯაზს, ფანკს, დისკოს, ჰიპ-ჰოპს, ექსპერიმენტულ მუსიკას და კიდევ ბევრ სხვა  ჟანრს.

 

The Quietus

The Quietus ბრიტანული ონლაინ ჟურნალია, რომელიც მუსიკას და პოპ კულტურას 2008 წლიდან აშუქებს. აქცენტებს სვამს ძირითადად დამოუკიდებელი მუსიკის მიმართულებით და გამოირჩევა კომპეტენტური პუბლიცისტიკით. მათი სარედაქციო წერილები, მიმოხილვები და ინტერვიუები ყოველთვის საინტერესოა და არამხოლოდ მუსიკალური მიმართულებით. დაინტერესებული მკითხველი აქ კიდევ ბევრ რამეს მიაგნებს.

 

Tiny Mix Tapes

ეს დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა ორიენტირებულია   indie მუსიკაზე (გამოადგებათ კინომოყვარულებსაც) და გამოირჩევა მიმოხილვების წერის გამორჩეული  სტილით. კონტრიბუტორებისთვის საინტერესოა Free Jazz, Noise, Avant-Rock, Underground Hip-Hop, Leftfield ელექტრონული მუსიკა და სხვა მრავალი მიმდინარეობა, რაც მეინსტრიმული  მედიის რადარს მიღმა რჩება. ამასთან ერთად, აქ შესაძლებელია „შეუკვეთო“ მიქსთეიფი კონკრეტულ თემატიკაზე და მომხმარებლები მას შენთვის შეადგენენ. ასევე, შეგიძლია სხვისი „შეკვეთის“ შესრულებაც.

 

Dusted Magazine

Dusted გახლავთ დამოუკიდებელი მუსიკალური ბლოგი/ონლაინ ჟურნალი, რომელიც ორიენტირდება ჯაზზე, ექსპერიმენტულ, ასევე  თანამედროვე კლასიკურ მუსიკასა და ავანგარდულ როკზე. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ საინტერესო მიმოხილვებს, ინტერვიუებს და სარედაქციო წერილებს (ასევე ჩარტებს). საწყის ეტაპზე მათ ჰქონდათ საკუთარი ვებსაიტი, თუმცა, ენთუზიაზმზე მუშაობით თავი დიდხანს ვერ გაიტანეს და სახსრების უქონლობის გამო მალე Tumbler-ზე გადავიდნენ.

 


რეკომენდებული სტატიები
10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერნეტი მოიცვა საგანმანათლებლო რესურსების ბუმმა, რომელიც მომხმარებელს, ნებისმიერ სფეროში სხვადასხვა სახის უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.