fbpx

ახალი ქარის ტურბინები „პროპელერის“ გარეშე


გააზიარე სტატია


მაგისტრალებზე მიმავალს, უკვე აღარავის აოცებს 100 ფუტის სიმაღლის მოძრავი კონსტრუქციები, რომლებიც ქარზე ტრიალებენ. თუმცა არ იფიქროთ, რომ მსგავს ხედებს მომავალშიც იხილავთ. ესპანური კომპანია Vortex Bladeless ქარით ელექტროენერგიის გამომუშავების რადიკალურად ახალ გზას გვთავაზობს, რომელმაც შესაძლოა კვლავ შეცვალოს ჩვენი ავტომობილების ფანჯრებიდან დანახული, უკვე ნაცნობი  პეიზაჟი. კომპანიის იდეაა VORTEX – სპირალური, უფრთო ქარის ტურბინა, რომელიც ცისკენ ატყორცნილ გიგანტურ „ტარიანს“ წააგავს.

Vortex იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც ტრადიციული ქარის ტურბინები: ის  ჰაერის ნაკადებს გარდაქმნის კინეტიკურ ენერგიად, რომელიც შემდგომ ელექტროენერგიის სახით მოიხმარება. თუმცა მისი მექანიკა სრულიად განსხვავებულია.

ენერგიის პროპელერის წრიული მოძრაობით დაჭერის ნაცვლად, სპირალი იყენებს ისეთ ბუნებრივ მოვლენას, როგორიცაა vorticity, აეროდინამიკული ეფექტი, რომელიც ქარის მასების მოძრავი მორევების ერთობლიობას ქმნის.

Vorticity ყოველთვის მიიჩნეოდა არქიტექტორებისა და ინჟინრების მტრად, რომლებიც მუდმივად ცდილობენ მაქსიმალურად აარიდონ თავი ამგვარ ქარის  მორევებს. საამისოდ აქვთ კიდეც მიზეზი: საკმარისი ქარის პირობებში, vorticity-მ შესაძლოა გამოიწვიოს შენობების რხევა, რხევამ კი თავის მხრივ –  მათი ნგრევა, როგორც ეს მოხდა Tacoma Narrows-ის ხიდის შემთხვევაში.

თუმცა, Vortex Bladeless-ის დამფუძნებლები – დევიდ სურიოლი, დევიდ იანეზი და რაულ მარტინი ქარის მორევებს დიდ შესაძლებლობად მიიჩნევენ.  “ჩვენ ვიფიქრეთ, იქნებ თავის არიდების ნაცვლად, ამ ენერგიის  გამოყენება გვეცადა,” – განაცხადა სურიოლიმ, და ენერგიის ათვისების მიზნით გუნდმა 2010 წელს პროექტი Vortex Bladeless   დაიწყო.


ახალი ტექნოლოგიის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, მათ წამოიწყეს crowdfunding-ის კამპანია. Vortex-ის ფორმა კომპიუტერულად შემუშავდა, რათა  ქარის მორევებს ანძასთან მიმართებაში სინქრონულად ემოძრავა. “სტრუქტურის ელემენტებმა ერთდროულად უნდა იტრიალონ, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ.” – ამბობს  ვილიარეალი.

მოცემულ პროტოტიპში წაგრძელებული კონუსი მინაბოჭკოსა და ნახშირბოჭოსგან შედგება, რაც ანძას მაქსიმალური ვიბრაციის საშუალებას აძლევს. კონუსის საფუძველში მოთავსებულია ორი  ერთმანეთის განმზიდავი მაგნიტი, რომელიც არაელექტრული მოტორის ფუნქციას ასრულებს. როდესაც კონუსი ერთ მხარეს იხრება, განმზიდავი მაგნიტები მას საპირისპირო მხარეს ექაჩება, ეს წააგავს მსუბუქ ბიძგს, რომელიც ხელს უწყობს ანძის მოძრაობას, მიუხედავად ქარის სიძლიერისა.

შემდგომში კინეტიკური ენერგია ალტერნატორის მეშვეობით, რომელიც ენერგიის მოგროვების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ანძის რხევის სიხშირეს აძლიერებს,   ელექტროენერგიად გარდაიქმება.

Vortex-ის შემქმნელები ამაყობენ, რომ მას არ აქვს რაიმე სახის მექანიზმები, ჭანჭიკები ან მექანიკურად მოძრავი ნაწილები, რის გამოც ის უფრო ხელმისაწვდომი და შესანახად მარტივია. დამფუძნებლების თქმით, სპირალის მინი ვერსია, რომელიც სიმაღლეში 12.5 მეტრია, იდეალურ პირობებში (როდესაც ქარის სიჩქარე საათში 40კმ/საათამდეა) ქარის სიმძლავრეს 40%-მდე იჭერს. საველე ტესტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ Vortex Mini სტანდარტულ ქარის წისქვილზე 30%-ით ნაკლებ ენერგიას იჭერს, თუმცა ეს არცთუ ისე დიდი პრობლემაა, რადგან ერთი  წისქვილი ორი სპირალის ადგილს იკავებს.

 

Vortex-ის გუნდი აცხადებს, რომ მათ მოდელს რამდენიმე უპირატესობა აქვს: მისი დამზადება უფრო იაფია, იგი სრულიად უხმოა და უსაფრთხო ფრინველებისთვის, ვინაიდან მას არ აქვს ფრთები, რომლებსაც  შეიძლება ისინი შეეჯახონ. Vortex Bladeless-ში აცხადებენ, რომ მათი დანადგარი ტრადიციულ ტურბინებთან შედარებით 51%-ით ნაკლები ეღირება, ვინაიდან ტრადიციული ქარის წისქვილების მაღალ ფასს სწორედ მათი  ფრთები და დამჭერი სისტემა განაპირობებს.

აგრეთვე, სურილოს თქმით, “სპირალი უფრო კარგად გამოიყურება, იგი სატაცურს წააგავს, რაც უფრო ბუნებრივი ფორმაა.”

 

კომპანიამ უკვე იშოვა 1  მლნ აშშ დოლარი კერძო ინვესტორების და ესპანეთის მთავრობის დაფინანსებით და უახლოეს მომავალში ინვესტიციის  მოძიებას აშშ-ში შეეცდებიან. “Vortex საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს”, – აცხადებს სურიოლი. – ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ 200-ზე მეტ მეილს ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენი ტურბინებით არიან დაინტერესებულები”.  რა თქმა უნდა, ტექნოლოგია კიდევ საჭიროებს დახვეწას.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მათი პირველი პროდუქტი – 9 ფუტის სიმაღლის 100-ვატიანი ტურბინა, რომელსაც განვითარებად ქვეყნებში გამოიყენებენ,  წლის ბოლომდე იქნება მზად,  მოდელი Mini კი –  დაახლოებით ერთ წელიწადში.  თუმცა მანამდე შეგვეძლება კვლავაც დავტკბეთ ქარის წისქვილებით, რისი საწინააღმდეგოც სურიოლს არაფერი აქვს.  “ტრადიციული წისქვილების შესახებ ცუდს ვერაფერს ვიტყვით. ისინი გასაოცარი მანქანებია, თუმცა ჩვენ ახალ, განსხვავებულ გზას გთავაზობთ,” – აცხადებს სურიოლი.  


ავტორი: ელიზაბეტ
წყარო: https://wired.com


რეკომენდებული სტატიები
მსოფლიოს ულამაზესი აეროპორტების ტერმინალები

მსოფლიოს ულამაზესი აეროპორტების ტერმინალები

მსოფლიოს ულამაზესი აეროპორტების ტერმინალები
არსებობს აეროპორტები, რომლებიც ინჟინერიისა და არქიტექტურული გენიის მაგალითებად ითვლება. სწორედ ასეთ ტერმინალებს მოუყარეს თავი ახალ ალბომში „აეროპორტის ხელოვნება“, რომლიდანაც რამდენიმე ულამაზეს ნიმუშს გაგაცნობთ
ჩინეთში მზის პანელებისგან აწყობილი გზა ავტომობილებისთვის გაიხსნა

ჩინეთში მზის პანელებისგან აწყობილი გზა ავტომობილებისთვის გაიხსნა

ჩინეთში მზის პანელებისგან აწყობილი გზა ავტომობილებისთვის გაიხსნა
პროექტის ინჟინრის განცხადებით, მზის პანელის გზა, ასფალტთან შედარებით, 10-ჯერ მეტი დატვირთვას უძლებს. მისი გენერაციის მაჩვენებელი კი წელიწადში 1 მილიონი კილოვატსაათია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.