fbpx

19 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

”კაპიტან მარველის” ტრეილერი გამოვიდა

2019 წლის მარტში მარველის ახალი ფილმი Captain Marvel გამოდის, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი ბრი ლარსონი ასრულებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამაში მონაწილე 72 ქართველ ავტორს ვიდეორგოლით წარადგენს

ვიდეოში პროექტის ლიტერატურული სპიკერები – აკა მორჩილაძე და ნინო ხარატიშვილი საქართველოსა და გერმანიის პერსპექტივიდან პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

წიგნის სახლი ბახტრიონზე გიწვევთ გამოფენაზე – “უსახო სილუეტები”

No automatic alt text available.

თეო ლალიაშვილის პერსონალური გამოფენა 29 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიხსნება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ლიტერატურულ პრემია “საბას” ახალი დიზაინის ჯილდოები აქვს, რომლებიც 12 ოქტომბერს ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში 10 ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემათ

No automatic alt text available.

წყარო: https://www.facebook.com/

 

განრიგი – რისი ნახვა შეგიძლიათ დღეს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე:

Image result for ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანსების

კინოთეატრი “აპოლო” (მ. აბაშიძის 17)

19 სექტემბერი

12.00 – DC4 – “მამებისა და შვილების შესახებ”, ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი, 2017; 99 წთ.

14.00 – DC5 – “ზღვარს მიღმა”, მარტა პრუსი, პოლონეთი/გერმანია/ფინეთი, 2017; 54 წთ.

16.00 – FC5 – “პანიკური შეტევა”, პაველ მასლონა, პოლონეთი, 2018; 100 წთ.

18.00 – FC6 – “დონბასი”, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ჰოლანდია/რუმინეთი, 2018; 110 წთ.

20.30 – MC – “ექსტაზი”, გასპარ ნოე, საფრანგეთი, 2018; 95 წთ.

22.30 – MC – “ალმოდებული”, ლი ჩანგ-დონგი, სამხრეთ კორეა, 2018, 148 წთ.

ღია კინოჩვენებები (ერას მოედანი)

19 სექტემბერი

20.30 – “ფიროსმანი”, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1969; 85 წთ.

22.30 – “მარილი სვანეთს”, მიხეილ კალატოზიშვილი, საქართველო, 1930; 44 წთ.

შენიშვნა: DC – დოკუმენტური ფილმების სექცია; FC – მხატვრული ფილმების სექცია; MC – დიდოსტატთა კოლექცია; SC – მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია.

 

ანჯელინა ჯოლი მონაწილეობას მიიღებს 2014 წელს გამოსული რომანის, The Kept-ის ეკრანიზაციაში

Angelina Jolie The Kept

ფილმის სიუჟეტი 1897 წელს ნიუ-იორკში ვითარდება. ისტორიის ეპიცენტრში ქალია, რომელიც სახლში დაბრუნებული აღმოაჩენს, რომ ქმარი და ოთხი შვილი მოუკლეს. ჯოლის პერსონაჟი გადაწყვეტს გაიგოს, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს სასტიკი დანაშაული და შური იძიოს.

წყარო: https://variety.com/2018/film/

 

22 სექტემბერს, 10:00-12:00-მდე ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში ველომარათონი გაიმართება

Image may contain: text

ველომარათონი სტარტს აიღებს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, მრბოლელთა ნაკადი სვლას გააგრძელებს თავისუფლების მოედნამდე და  პირველი რესპუბლიკის მოედანზე დასრულდება. გარბენის დასრულებისას საჯარო პირები სიტყვით მიმართავენ აქციის მონაწილეებს. “საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ იგი აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საერთაშორისო  ველომარათონი მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.

წყარო: https://www.facebook.com/events/321820205046792/

 

აკა მორჩილაძის “ობოლე“ გერმანულ ენაზე გამოიცა

No automatic alt text available.

რომანის გერმანულენოვან თარგმანზე ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა იმუშავა. წიგნი გერმანულმა გამომცემლობა Mitteldeutscher Verlag-მა გამოსცა. “ობოლემ” 2012 წელს წლის საუკეთესო რომანისთვის  ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო.

წყარო: https://www.facebook.com/

 

3-13 ოქტომბერს თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

Related image

ფესტივალს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი ბორის ბერეზოვსკი გახსნის. დასკვნით საღამოს კი მსმენელის წინაშე თავად ღონისძიების დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე დაუკრავს. ფესტივალი 10 მუსიკალურ საღამოს მოიცავს, აქედან 6 კონცერტს თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს.

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.