fbpx

„გატეხილი ზღვა“ – ფოტოპროექტი სოხუმისა და თბილისის კვეთაზე


გააზიარე სტატია

 

“გატეხილი ზღვა”  ქართველი და რუსი ფოტოგრაფების  ერთობლივი მუშაობის შედეგია.

 

ნატა სოფრომაძე  ქართველია, ირინა სადჩიკოვა კი  პროექტში მონაწილე რუსი ფოტოგრაფი. ნატა სოხუმიდანაა. მან 90-იანი წლების დასაწყისში სხვა ბევრ ადამიანთან ერთად დატოვა სოხუმი და მას შემდეგ აღარ და ვეღარ დაბრუნდა. ფოტოგრაფებმა ერთმანეთი გაიცნეს 2015 წელს თბილისში,  ფოტოფესტივალის მიერ ორგანიზებული სემინარის ფარგლებში, რომელსაც უძღვებოდა თანამედროვე ფოტოგრაფიის ფრანგი მეგავარსკვლავი ანტუან დაგატა.

მათ მაშინვე გადაწყვიტეს ერთობლივად ემუშავათ პროექტზე. კერძოდ, ირინა სადჩიკოვა წავიდოდა სოხუმში, გადაიღებდა იქ ნატას სახლს, მიმდებარე ტერიტორიას, იმ ადგილებს, რომელიც ნატას უყვარდა ბავშვობისას  და მოზარდობისას. გაუმჟღავნებელ ფირს კი გამოგზავნიდა თბილისში, იმისათვის რომ ნატას ფირზე თვითონაც გადაეღო თავისი გამოსახულება, რომელიც ასახავს მის ამჟამინდელ ცხოვრებას აქ, თბილისში.

შესაბამისად, ამ კონცეფციამ ძალიან საინტერესო შედეგი მოიტანა –  ორი ფოტოგრაფის მიერ სოხუმსა და თბილისში გადაღებული ფოტოების დამთხვევითა და ორმაგი ექსპოზიციის პრინციპით შეიქმნა გამოსახულება, რომელიც არის მინიმუმ ორშრიანი და ახლა უკვე ის ინსტალაციის სახით იქნება ნაჩვენები.

ამ გამოფენით დაიხურა წლევანდელი TBILISI PHOTO FESTIVAL-ის მე-9-ე გამოშვება.

 


რეკომენდებული სტატიები
სოხუმი და გაგრა 1950-იან წლებში - ფოტოარქივი

სოხუმი და გაგრა 1950-იან წლებში - ფოტოარქივი

სოხუმი და გაგრა 1950-იან წლებში - ფოტოარქივი
ეს დასასვენებელი კომპლექსები თუ საქალაქო ნაგებობები ერთ დროს სიცოცხლით სავსე ადგილები იყო - მზეში ჩაძირული, პალმების, ციტრუსებისა და სიმწვანის ზღაპრული სამეფოს ნაწილი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.