თბილისის აეროპორტი 1938 წელს – უნიკალური ფოტოები
გააზიარე სტატია
ინტერნეტის ღია თუ დახურულ საიტებზე ხშირად იძებნება ისტორიული ფოტოები, რომლებზეც ასახულია საქართველოს სხვადასხვა დანიშნულების მქონე ადგილები მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში.
ასეთია თბილისის აეროპორტის ფოტოსერიაც, რომელიც 1938 წლით თარიღდება. ფოტოებზე ძირითადად ასახულია მაშინდელი აეროპორტის სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები და მის გარშემო არსებული ტერიტორია.
აღსანიშნავია, რომ ეს არაა ახლანდელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადგილას გადაღებული ფოტოსერია. ფოტოებზე ასახული აეროპორტი სავარაუდოდ, მდებარეობდა ახლანდელი აეროპორტის მიმდებარედ – შესაძლოა ვარკეთილის მესამე მასივის ტერიტორიაზე.
ფოტოებისთვის მადლობას ვუხდით ირაკლი ორაგველიძეს.