fbpx

10 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დღეს  ვენაში, რინგტურმის საგამოფენო სივრცეში, “ჯიპიაი ჰოლდინგის” და “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” ორგანიზებით, არქიტექტურული გამოფენა – “საქართველო – კავკასიასა და შავ ზღვას შორის” გაიხსნება

გამოფენის მიზანი ფართო საზოგადოებისთვის ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი არქიტექტურის გაცნობაა და მასზე საქართველოს 5 ქალაქში არსებული მნიშვნელოვანი და გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობები იქნება  გამოფენილი.

 

13 ოქტომბერს LC Queisser-ის გალერეაში ლიზა ალვარადოს გამოფენა გაიხსნება

ლიზა ალვარადოს ბილბორდ არტი რამდენიმე დღის წინ დამონტაჟდა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ გზაჯვარედინზე – თამარ მეფის გამზირზე.

 

დაათვალიერეთ როგორ გამოიყურება ქართული პავილიონი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 10-14 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი და თავისი პავილიონი აქვს. პავილიონზე, რომელიც 180 კვ. მეტრს იკავებს, საქართველო Georgia Made by Characters კონცეფციით წარდგება. წიგნის ცენტრის ცნობით, საქართველო წარადგენს ქართული წიგნების 300-მდე თარგმანს, ქართველი მწერლები კი  მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შეხვედრაში.

ფოტოები: https://www.facebook.com/

 

10 ოქტომბერს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება

Related image

ამ დღის მიზანია შიზოფრენიის საკითხებზე ყურადღების გამახვილება, ცნობიერების ამაღლება, არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს, იცხოვრონ დამოუკიდებელი ცხოვრებით, მოითხოვონ საკუთარი უფლებების დაცვა, ჩაერთონ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროგრამების შესრულების პროცესში.

 

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანული გამოცემა ქართულ ლიტერატურას სტატიას უძღვნის

Turnaround: The guest country appearance draws the attention of Georgian writers, which has long been denied them.

გერმანელი გამომცემელი, ტილმან შპრეკელსენი გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ში ქართული ლიტერატურის შესახებ წერს.

“წინა წლების წიგნის ბაზრობის ზოგი საპატიო სტუმარი მოვიდა და ისე წავიდა, რომ ლიტერატურული ცნობისმოყვარეობა ჩვენში არ გაუღვიძებია. ეს სტუმარი კი, ისეთი პირი უჩანს, კიდევ დიდხანს გვალაპარაკებს. საქართველოს აქვს ლიტერატურა, რომლის სიმდიდრის აღმოჩენის გზაზეც ჩვენ ახლა ვდგავართ”, – აღნიშნულია სტატიაში.

წყარო: http://edition.faz.net/

 

წინანდლის პრემიის ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2018 წლის 24 ნომინანტი გამოავლინა

No automatic alt text available.

კონკურსი წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად  2018 წლის 17 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კონკურსში მონაწილეობა 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს შეეძლოთ. გამარჯვებულებს 12 ოქტომბერს  გამოავლენენ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 

 

29 ოქტომბერს, 18 საათზე წიგნის სახლ “ლიგამუსში” გაიმართება სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის თარგმანების სერიის, “ფილოსოფიური ბიბლიოთეკის” მე-10 წიგნის პრეზენტაცია – “რენე დეკარტი” ფილოსოფიური ტრაქტატები”

Image may contain: 1 person, text

გამოცემა გადამუშავებული სახით მოიცავს დეკარტის არა მხოლოდ აქამდე ნათარგმნ ფილოსოფიურ ტექსტებს, არამედ ახალ თარგმანს ტრაქტატისა “წესები გონების წარმართვისათვის”. შესაბამისად, გამოცემა მკითხველს შესაძლებლობას აძლევს გაეცნოს დეკარტის ხუთივე ფილოსოფიურ ტრაქტატს. ახალი გამოცემის სპეციფიკის შესახებ პრეზენტაციაზე ისაუბრებენ ტექსტის მთარგმნელი დოდო ლაბუჩიძე, რედაქტორი ნინო ფიფია და თარგმანების სერიის, “ფილოსოფიური ბიბლიოთეკა” რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ცნობილია საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრის ჯილდოზე წარდგენილი 6 ფილმი. ნომინანტებს შორისაა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძე ფილმისთვის “საშიში დედა”

ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. მისი მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, რის შემდეგაც არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. შარშან “საშიში დედა” საქართველოს კანდიდატი ფილმი იყო ოსკარზე.

წყარო: http://www.gnfc.ge/geo/news/1608


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.