fbpx

დისტანციურად მართვადი ჭადრაკი


გააზიარე სტატია

 

სტარტაპმა Square Off-მა ტრადიციული სამაგიდო ჭადრაკი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. საქმე იმაშია, რომ თამაშის ახალ ვერსიაში ფიგურები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მყოფი მოთამაშის ბრძანებას ემორჩილებიან და დაფაზე დამოუკიდებლად გადაადგილდებიან.

პროექტს გააჩნია სმარტფონებისთვის გათვლილი აპლიკაცია, რომელიც დაფაზე მიმდინარე თამაშის პროცესს ამუშავებს და მონაცემებს ინტერნეტის ქსელში გზავნის. ამავე დროს, მომხმარებელი ხდება ჭადრაკის მოყვარულთა კლუბის – Chess.com-ის წევრი და შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხეში მილიონობით მოყვარულსა თუ პროფესიონალს ეთამაშოს.

საინტერესოა ისიც, რომ თუ მომხმარებელს არ სურს ონლაინ თამაში, ხელოვნურ ინტელექტს ეპაექრება და ამ გზით ავითარებს საკუთარ უნარებს.

თამაშის სტანდარტული მოდელი The Kingdom – $329, ხოლო The Grand Kingdom  $399 ღირს. ეს უკანასკნელი ისეთი დამატებითი ფუნქციებითაა გამორჩეული, როგორებიცაა, მაგალითად, ფიგურების დაფაზე ავტომატურად დალაგება და ა.შ.  

https://www.youtube.com

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.