fbpx

11 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

11-13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ქართველი ფსიქოდელიური ჟანრის მხატვრის, გვანცა აფხაიძის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით “ჯადოსნური ამბები”

Image may contain: drawing and text

პირველ პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდა მხატვარმა ხუთი წლის განმავლობაში შექმნა. აღსანიშნავია, რომ გვანცა აფხაიძე თვითნასწავლი მხატვარია და მან ხატვა 24 წლის ასაკში, სიმსივნის დამარცხების შემდეგ დაიწყო. გვანცა აფხაიძის „ჯადოსნური ამბები“ აერთიანებს ფსიქოდელიურად გადმოცემულ სხვადასხვა ყოფით და სურეალისტურ თემებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმრებს ქართველი მწერლების ვიდეოინსტალაციის ნახვა შეუძლიათ.

შთამბეჭდავი!!! ❤️

Gepostet von Tamta Batiashvili am Dienstag, 9. Oktober 2018


წყარო:
https://www.facebook.com/

 

მოუსმინეთ აკა მორჩილაძის გამოსვლას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე:

აკა მორჩილაძის გამოსვლა ფრაქფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე <3 რადგან ვერცერთ სატელევიზიო ფორმატში ვერ გავა სრულად და ბევრს აინტერესებს, აქ იყოს <3

Gepostet von Mariamo Janelidze am Dienstag, 9. Oktober 2018


წყარო:
https://www.facebook.com/

 

მსოფლიოს წამყვანი კლიმატოლოგები აცხადებენ, რომ გლობალური ტემპერატურის მატების შესაჩერებლად მხოლოდ 12 წელი დაგვრჩა

2016 წელს პარიზის შეთანხმების ფარგლებში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პასუხისმგებლობა ყველა ქვეყანამ აიღო, თუმცა მას შემდეგ მსოფლიოს რამდენიმე ლიდერმა აღნიშნული პოზიცია შეცვალა. ამჟამად დედამიწაზე ტემპერატურა პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით ერთი გრადუსით არის მომატებული. ბოლო დროს მომხდარი ქარიშხლების, გვალვებისა და ჩრდილოეთში არსებული ხანძრების ფონზე კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილების გავლენა უკვე სახეზეა.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

ბეტვუმენის შესახებ სერიალის გადაღება უკვე დაწყებულია.

შოუ CW-ზე გავა და ის DC-ის კომიქსების მიხედვით შეიქმნება. ბეტვუმენის როლზე უკვე დამტკიცებულია მსახიობი და ის რუბი როუზია.

წყარო: https://www.instagram.com

 

Guardians of the Galaxy-ის რეჟისორი ჯეიმს განი მარველიდან გაგდების შემდეგ  DC-სთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებს

წინასწარი ინფორმაციით, ის Suicide Squad-ის მეორე ნაწილის გადაღებას გეგმავს.

წყარო: https://io9.gizmodo.com/

 

2019 წელს კინოეკრანებზე სტივენ კინგის წიგნის, Pet Sematary-ის ეკრანიზაცია გამოვა

შინაური ცხოველების სასაფლაო ექიმ ლუის კრიდისა და მისი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც პატარა ქალაქში ჩადიან საცხოვრებლად.

წყარო: https://www.youtube.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.