ამსტერდამის მეტროს გაყვანისას აღმოჩენილი არტეფაქტები
დაახლოებით 800 წლის წინ მდინარე ამსტელის დელტაში მეთევზეთა პატარა სოფელი გაშენდა, რომელიც დღეს ამსტერდამის სახელითაა ცნობილი. 2003-2012 წლებში ქალაქის მეტროპოლიტენის ხაზების სისტემას ახალი ხაზი – „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ დაემატა. ინფრასტრუქტურული პროექტის პარალელურად, საქმეში ჩაერთვნენ არქეოლოგებიც, რომლებსაც მდინარე ამსტელის ფსკერის შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.
აღმოჩენების კუთხით ყველაზე ნაყოფიერი დამრაკისა და როკინის მდინარისპირა ქუჩების ტერიტორიები აღმოჩნდა, სადაც ძველად ყველაზე ნაყოფიერი მიწები, შესაბამისად, მჭიდროდ დასახლებული რაიონები იყო. ადამიანები საუკუნეების განმავლობაში კარგავდნენ და უბრალოდ, მდინარეში ყრიდნენ ნივთებს. გათხრებისას 700 ათასზე მეტი სხვადასხვა არტეფაქტი იპოვეს. უნიკალურმა აღმოჩენებმა მნიშვნელოვნად გააღრმავა ისტორიული ცოდნა ქალაქის შესახებ. მეცნიერებმა ისინი შეისწავლეს, დაახარისხეს და ციფრულ ფორმატში გაასაჯაროვეს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო აღმოჩენას:
- მაროკოული მონეტა. 1371 წელი
- ჟეტონი მონარქიული სიმბოლიკით. 1515-1559 წლები
- კედლის მოხატული კერამიკული ნატეხი. 1580-1620 წლები
- თეფში. მასალა: იტალიური ქაშანური. 1575-1625 წლები
- მინის დინასტიის ჩინური ფაიფურის კონტეინერი. 1600 -1620 წლები
- ღვინის შუშის ჭურჭელი. 1700-1740 წლები
- სათვალე. 1650-1830 წლები
- ღილი. თითბერი. 1700-1800 წლები
- ფოლადის ჯარისკაცი. 1750-1800 წლები
- საყურე. თითბერი. 1750-1850 წლები
- სათამაშო პისტოლეტი. 1970-1990 წლები
- აუდიოკასეტა. 1982-1984 წლები
- ფოტოკამერა. 1990-2005 წლები
- მობილური ტელეფონი. 1998-2005 წლები
- სათამაშო ფირფიტა. 2005 წლები
არქეოლოგიური აღმოჩენების სრული კატალოგი (1300 წლიდან დღემდე) შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებგვერდზე.