fbpx

ATP-ს ტურნირები


გააზიარე სტატია

 

ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის (Association of Tennis Professionals) ეგიდით ტარდება შემდეგი ტურნირები : 250-იანი სერიის, 500-იანი სერიის, მასტერსის ტიპის (1000), დიდი სლემის (2000) და წლის შემაჯამებელი ტურნირი, რომელიც ამჟამად ლონდონში იმართება (1500).

პეკინის 500-იანი სერიის ტურნირსა და შანხაის მასტერსის ტურნირს შორის რომ გავავლოთ პარალელი, მაგალითად, ბასილაშვილმა პეკინში 1/16 ფინალიდან დაიწყო თამაში, შანხაიში კი 1/32 ფინალიდან. მასტერსებზე 1/32 ფინალიდან იწყება ძირითადი ბადის თამაშები, ინდიან უელსის და მაიამის მასტერსის ტურნირების გარდა. ამერიკის ამ 2 მასტერსზე დიდი სლემის ტურნირების მსგავსად 1/64 ფინალიდან იწყება ძირითადი ბადის შეხვედრები, ასევე სხვა მასტერსებისგან განსხვავებით და დიდი სლემის ტურნირების მსგავსად ამ 2 მასტერსზე ტურნირი 2 კვირა გრძელდება.

 

 

„დიდი სლემის“ ტურნირებზე ძირითადი ბადის თამაშები 1/64 ფინალიდან იწყება, მანამდე საკვალიფიკაციოს 3 ეტაპია გასავლელი. „დიდი სლემისგან“ განსხვავებით, დანარჩენ ატპ-ს ტურნირებზე, საკვალიფიკაციოს მხოლოდ 2 ეტაპია გასავლელი ძირითად ბადეში მოსახვედრად.

წლის შემაჯამებელი ტურნირი ამჟამად ლონდონში დახურულ დარბაზში წლის ბოლოს იმართება 1 კორტზე. წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლებას, მიმდინარე წელს გამომუშავებული ქულებით, საუკეთესო 8 ჩოგბურთელი ღებულობს.

ჯგუფებში 4-4 მოთამაშე გადანაწილდება და იწყება ტურნირი. ჯგუფებში გადანაწილების დროს არის ის პრინციპი რომ პირველი და მეორე ჩოგნები, ერთ ჯგუფში ვერანაირად ვერ მოხვდებიან. ზემოთ დავწერე 1 კორტზე მიდის თამაშები-თქო, ჯგუფის 1 შეხვედრა როგორც კი დამთავრდება, მაშინვე მეორე იწყება იმავე კორტზე და ასე შემდეგ.

A ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში ხვდება B ჯგუფის მეორე ადგილოსანს, B ჯგუფის გამარჯვებული კი A ჯგუფის მეორე ადგილოსანს. ნახევარფინალებში გამარჯვებულები ფინალში ხვდებიან ერთმანეთს და ამ პრინციპით ვლინდება წლის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონი.

 

 

Wildcard (ველური ბარათი) არის სპეციალური ცნობა, რომელსაც აძლევენ იმ ჩოგბურთელს, ვინც კონკრეტულ ტურნირში მონაწილეობისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. როგორც წესი, მსგავსი ცნობა გადაეცემათ ხოლმე ცნობილ ჩოგბურთელებს ან ყოფილ ჩემპიონებს, რომელთა ამჟამინდელი მონაცემები საჩოგბურთო ტურნირში მონაწილეობისათვის საკმარისი არ არის. ასევე მასპინძლებს, პერსპექტიულ ახალგაზრდებს აძლევენ შანსებს, რითაც კარგად სარგებლობენ საჩოგბურთო ქვეყნების ახალგაზრდები განვითარებისთვის.

საფარების თემას რაც შეეხება : ტურნირები იმართება „ჰარდის“, თიხის და ბალახის საფარიან კორტებზე. „ჰარდი“ არის როგორც ღია კორტი, ასევე დახურული კორტი. პლიუს არის ნოხის ტიპის კორტი, რომელიც ATP-ს ეგიდით მხოლოდ ერთ ქალაქშია – პარიზში, სადაც ოქტომბრის ბოლოს დაიწყება მასტერსის ტიპის ტურნირი.

თიხაზე ძირითადად არის ღია კორტები, თუმცა ძალიან იშვიათად არსებობს დარბაზშიც თიხის კორტი და სხვათაშორის ერთ-ერთი ასეთი კორტი არის საფრანგეთში, ქალაქ ლილში, სადაც საფრანგეთის ნაკრები „დევისის თასის“ ეგიდით ატარებს შეხვედრებს.

ბალახის კორტი ყველგან არის ღია. მხოლოდ „უიმბლდონის“ ცენტრალურ კორტზეა შესაძლებელი, საჭიროების შემთხვევაში კორტის გადახურვა.

ტურნირები ძირითადად „ჰარდის“ საფარიან კორტზე იმართება. შემდეგ მოდის თიხა და ყველაზე ნაკლებად ბალახზე იმართება ტურნირები.

 

წლის განმავლობაში იმართება 4 დიდი სლემის და 9 მასტერსის ტიპის ტურნირი.

„დიდი სლემის“ (2000) ტურნირებია : ავსტრალიის ღია პირველობა (ჰარდი) საფრანგეთის ღია პირველობა (თიხა) უიმბლდონი (ბალახი) ამერიკის ღია პირველობა (ჰარდი)

„მასტერსის„ ტიპის (1000) ტურნირებია : მაიამის მასტერსი (ჰარდი) ინდიან უელსი (ჰარდი) მადრიდი (თიხა) მონტე-კარლო (თიხა) რომი (თიხა) კანადის მასტერსი ტორონტოსა და მონრეალში მონაცვლეობით (ჰარდი) ცინცინატი (ჰარდი) შანხაი (ჰარდი) პარიზი (ჰარდი)

რაც შეეხება საქართველოს, იმ საჩოგბურთო ინფრასტრუქტურით რაც გვაქვს, ქვეყანა ჯერჯერობით მზად არ არის თუნდაც ჩელენჯერის ტიპის ტურნირს უმასპინძლოს. ჯერ ჩელენჯერის ტიპის ტურნირის მასპინძლობის უფლება უნდა მოვიპოვოთ, ამის შემდეგ უკვე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შემთხვევაში, გვექნება პრეტენზია ATP-ს ეგიდით ყველაზე დაბალ 250-იანი სერიის ტურნირის მასპინძლობაზე.

 

 


რეკომენდებული სტატიები
ჩოგბურთის ტურნირების ტიპები, განსხვავებები, სარეიტინგო ქულები და სხვა

ჩოგბურთის ტურნირების ტიპები, განსხვავებები, სარეიტინგო ქულები და სხვა

ჩოგბურთის ტურნირების ტიპები, განსხვავებები, სარეიტინგო ქულები და სხვა
ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის (Association of Tennis Professionals) ეგიდით ჩატარებული ტურნირების სპეციფიკა, წესები და დეტალები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.