fbpx

18 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი წარმოგიდგენთ პროექტს – სვანეთის საიდუმლო

Image may contain: mountain, sky, outdoor, nature and text

ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროექტის მკვლევართა ჯგუფი სვანეთში მივლინებისას შეეცადა, აეხსნა, თუ რა განაპირობებს ამ რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების სიმცირეს და მკვლელობის ფაქტების არარსებობას.

შეხვედრაზე წარმოდგენილი მულტიმედია პროექტი სვანეთში ჩატარებულ ინტერვიუებსა და შეხვედრებს აჯამებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

სერიალ “ნარკოსის” მეოთხე სეზონი 16 ნოემბერს გამოვა

Image may contain: one or more people, people standing and text

მეოთხე სეზონში მოქმედება კოლუმბიიდან მექსიკაში გადაინაცვლებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

გამოვიდა ნიკოლ კიდმანის ახალი ფილმის ტრეილერი, სადაც მსახიობს იმიჯი რადიკალურად აქვს შეცვლილი

ფილმის პრემიერა დეკემბერში შედგება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

Tbilisi Flea Marke დედაენის ბაღში  21 ოქტომბერს გაიმართება

Image may contain: outdoor

Tbilisi Flea Market (თბილისის „ძველმანების ბაზარი“) – ადგილი ნებისმიერი ჩვენგანისათვის რაიმე განსაკუთრებულის აღმოსაჩენად, სადაც შესაძლებელია მრავალი ღირებული ნივთის პოვნა. ადგილი, სადაც სიამოვნებას მიიღებთ ისეთი ნივთების გაყიდვით, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ ან პირიქით, შეიძენთ იმას, რაც ხელმისაწვდომი აღარაა მაღაზიებში. სიამოვნებას მოგანიჭებთ ასევე უჩვეულო და მოულოდნელ საგნებთან შეხვედრა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ ნორა იკსტენას წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება დღეს, 18:00 საათზე, ლატვიის საელჩოში „დედის რძე“ სულის შემძვრელი რომანია.

Image may contain: makeup

იგი შეუბრალებლად აღწერს საბჭოთა კავშირის მანკიერებებს, რომლებიც მარწუხებივით იმწყვდევს არა მხოლოდ ქვეყნების თავისუფლებას, არამედ ადამიანურ, დედაშვილურ ურთიერთობებს. საოცრად ემოციური, სევდიანი, შეუპოვარი და ამაღელვებელი ნაწარმოები გამომცემლობის ბიბლიოთეკის კიდევ ერთი ძვირფასი მონაპოვარია.

წყარო: https://www.facebook.com/events/2226906724210410/

 

20 ოქტომბერს დედაენის ბაღში კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი ჩატარდება

Image may contain: text

კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი გაიმართება Flea Market-ის საუკეთესო ტრადიციებით: ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ იყიდონ და გაყიდონ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია კანაფთან; მიირთვან საჭმელი და გამაგრილებელი და არც ისე გამაგრილებელი სასმელები; ნახონ მეგობრები და ნაცნობები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტში მონაწილეობის გარდა, უბრალოდ, კარგად გაატარონ დრო.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ნეტფლიქსმა “ბანქოს სახლის” კიდევ ერთი ტიზერი გაავრცელა. შოუ ეთერში ფინალური სეზონით 2 ნოემბერს ბრუნდება.

House of Cards | Franchise Trailer

Strange how some choices mean nothing, and others govern the rest of your life.

Gepostet von House of Cards am Mittwoch, 17. Oktober 2018

წყარო: https://www.facebook.com/

 

დღეს თბილისის ისტორიის მუზეუმში პროექტ “თანამედროვე ხელოვნების გალერეას” ფარგლებში გაიხსნება გამოფენა „ვიყოთ ერთად“

Image may contain: text

გამოფენა წარმოადგენს პროექტის, „ლოკალურიდან გლობალურამდე“ ნაწილს და გვიჩვენებს ბრიტანელი და ქართველი მხატვრების ორკვირიანი ვორქშოფის შედეგად შექმნილ ნამუშევრებს. „არტელი რაჭა“ ორი კვირის განმავლობაში მხატვრებისათვის განსაკუთრებული ადგილი გახდა. ვორქშოფმა შექმნა სივრცე გარემოს შესწავლისა და ექსპერიმენტისათვის, აქტიურ პროცესებზე დაკვირვებით ერთმანეთისგან სწავლისა და უცნობისა და ნაცნობის ერთად აღმოჩენისათვის. შეიქმნა აგრეთვე კულტურული განსხვავებების აღნიშვნის სივრცე და ბრიტანელ და ქართველ ხელოვანთათვის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. გამოფენაში მონაწილეობს ექვს-ექვსი მხატვარი ბრიტანეთიდან და საქართველოდან: ალისა ფორვარდი, ბრიუს ალანი, დევიდ გუდინგი, მარტინ გრიმერი, ნოვი ალანი, სიუ ჩადლი, კოტე სულაბერიძე, ნინო ჭილაშვილი, მიშა გოგრიჭიანი, ანა ძიაპშიპა, ლევან ჭოღოშვილი, კოტე ჯინჭარაძე. 

წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.