fbpx

ავსტრალიელი მხატვარი შენობების გამაოგნებელ ასლებს აკეთებს


გააზიარე სტატია

 

ჯოშუა სმითი ავსტრალიელი მხატვარია, რომელიც სხვადასხვა ქალაქში არსებული რეალური შენობების მინიატიურულ მაკეტებს ამზადებს. მის ნამუშევრებში ისეთი უმნიშვნელო დეტალებიცაა გათვალისწინებული, როგორებიცაა, მაგალითად, შელახული ბათქაში, პატარა სარეკლამო აფიშები, სტრით-არტისტების კედლის ნახატები, სახლის ოთახებში გაფენილი სარეცხი და ურბანური ცხოვრების სხვა უამრავი ელემენტი, რომელთა გარჩევა ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალითაც ჭირს.

ამგვარმა საქმიანობამ ჯოშუა სმითი ბოლო ორი წელია გაიტაცა. ჯერ ამა თუ იმ შენობის ინტერნეტში მოძიებულ ფოტოს გულდასმით სწავლობს, ქმნის კარკასს, მასალად კი – მუყაოს, ხის ნაჭრებს, საღებავსა და წებოს იყენებს. მხატვრის თქმით, დასრულებული კომპოზიციის მისაღებად ზოგჯერ დიდი ხანი სჭირდება. შენობის სირთულიდან გამომდინარე, ყოფილა შემთხვევები, როცა ერთ მოდელზე სამი თვის განმავლობაში, დღეში 8-12 საათს უმუშავია.

 

 

ჯოშუა სმითის ერთ-ერთი მიზანი შენობების არქიტექტურის აბსოლუტური სიზუსტით გადმოცემაა. ამავე დროს, ისეთი დეტალების დაფიქსირებაც, რაც რეალურ ცხოვრებაში ყურადღების მიღმა რჩება, მაგალითად, დაყრილი ნაგავი, ან ძველი, მიტოვებული სახლის კარი, ფანჯარა ან აივანი.

 

 

„დამთვალიერებელს იმ ძველი ნაგებობების მეხსიერებასაც ვუნახავ, რომლებსაც მალე დემონტაჟი და მივიწყება ემუქრებათ. ყოველი მათგანის ფერი, ჟანგიანი, დახავსებული კედლები მათი და კონკრეტული ადამიანების ისტორიას ჰყვება. ერთ დროს აქ სიცოცხლე ჩქეფდა, შესაბამისად, მინიატიურული მაკეტები ცხოვრების წარმავლობაზე, დაბერების პროცესის გარდაუვალობაზე აქცენტირებს, რაც დამაფიქრებელია“,  – ამგვარად განმარტავს მხატვარი საკუთარი შემოქმედების არსს.

 


ჯოშუა სმითის კოლექციაში, რომელთა გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში  ეწყობა, ლონდონის, პარიზის, ბერლინის, მელბურნის და ჰონკონგის შენობება-ნაგებობები ხვდება.

 


რეკომენდებული სტატიები
Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია
ვიგენ ვართანოვის ფოტოებს მის რთულ, მრავალშრიან შავ-თეთრ სამყაროში მივყავართ. მისი ფოტოხელოვნება ვერ პასუხობდა საბჭოთა კავშირისეულ ესთეტიკურ მოთხოვნებს, რის გამოც ავტორს საკუთარი ნამუშევრები არასოდეს გამოუფენია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.