fbpx

23 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

კადრები, რომელიც აქამდე არ გინახავთ – დაცული ტერიტორიების სააგენტო თუშეთის ეროვნულ პარკში, კლდოვან რელიეფზე ნიამორების გადაადგილების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. 

ნიამორები თუშეთის ეროვნულ პარკში

👉 კადრები, რომლებიც აქამდე არ გინახავთნიამორების გადაადგილება კლდოვან რელიეფზე თუშეთის ეროვნულ პარკში🎥 Levani Tavberidze#საქართველოსდაცულიტერიტორიები

Gepostet von დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia) am Montag, 22. Oktober 2018

წყარო: https://www.facebook.com/

 

24 ოქტომბერს თიბისი არტ გალერეაში ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

Image may contain: text

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 4 მეტრის სიმაღლის 3 ქართლის დედა, რომლებიც ქართლის დედის მონუმენტის პირვანდელ სახესა და მის საბოლოო ვერსიამდე განვლილ სახეცვლილებებს ასახავს. გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ ვახტანგ გორგასალის ბრინჯაოს ქანდაკებაც, რომელიც სპეციალურად ექსპოზიციისათვის ხელოვნების მუზეუმიდან გადმოიტანეს.

ექსპოზიცია ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედებითი პროცესისა და მისი ნამუშევრების ამსახველ უნიკალურ ფოტო და ვიდეომასალასაც აერთიანებს. თიბისი არტ გალერეის ორგანიზებით, გამოფენის ფარგლებში მოეწყობა შემეცნებითი ექსკურსიები, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედება და მისი ნამუშევრები.

წყარო: https://www.facebook.com/

პატარა გალერეა წარმოგიდგენთ გამოფენას – “არიალი ხსნის ~ იქ!ნება ~ იქმ!ნება”. არიალი ლუკა აქიმიძის და ნანა კალანდაძის კოლაბორაციაა.

Image may contain: ocean, sky and text

წყარო: https://www.facebook.com/

 

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ “ამირანში” რუსუდან გლურჯიძის ფილმის, “სხვისი სახლის” პრემიერა გაიმართება/

Gepostet von New Georgian Film am Sonntag, 21. Oktober 2018

 

“სხვისი სახლი” რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი აფხაზი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ქართველების ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება. ფილმში მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.

წყარო: https://www.facebook.com/events/

 

ქართველი რეჟისორი გიო მგელაძე კოტბუსის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იქნება

ცნობილი გახდა კოტბუსის 28-ე კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა. წლევანდელი ხუთკაციანი ჟიურის წევრები იქნებიან: ლეონიდ დამჩენკო, ანა იადოვსკა, ანა პალენჩუკი, გიო მგელაძე და უვე კოკიში. წელს კოტბუსის კინოფესტივალს 4 საკონკურსო და 11 სხვადასხვა საინტერესო სექცია ექნება. ნაჩვენები იქნება 200-მდე ფილმი. საკონკურსო სექციების საერთო საპრიზო თანხა 80 000 ევროა. კოტბუსის 28-ე დაჯილდოება 6-11 ნოემბერს ჩატარდება.

წყარო: http://www.filmfestivalcottbus.de/

 

იაპონიის საელჩო საქართველოში, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობენ ტოკუგავასა და სხვა ოსტატების კულტურულ ღონისძიებათა ციკლს.  

No automatic alt text available.

პროექტის ფარგლებში გაიმართება:

23 ოქტომბერი, 14:00 საათი, ტოკუგავა ნარიმასას საჯარო ლექცია (საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია; მის: ფურცელაძის #1)

23 ოქტომბერი, 16:00 საათი, საკაიდა კაკიემონის საჯარო ლექცია (ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, მის: შ. დადიანის #28)

23 ოქტომბერი, 17:00 საათი, საკაიდა კაკიემონის გამოფენის გახსნა, ჩაის ცერემონია (ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, მის: შ. დადიანის #28)

24 ოქტომბერი, 12:00 საათი, ჩაის ცერემონია – ნაოკო მაცუდაირა, კალიგრაფიის ჩვენება – ლუკას აკემი (საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი)

24 ოქტომბერი, 14:00 საათი, ტოკუგავა ნარიმასას ლექცია (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზირი #1)

24 ოქტომბერი, 14:00 საათი, შეხვედრა საკაიდა კაკიემონთან, ჩაის ცერემონია (ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, მის: შ. დადიანის #28)

25 ოქტომბერი, 16:00 საათი, კალიგრაფიის ჩვენება (შოდო)

ლუკას აკემი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მის: ალექსიძის # 1/3)

 

ტოკუგავას შოგუნატობის, ანუ ე.წ. ედოს ერა (ედო – ტოკიოს ძველი სახელწოდება) 265 წელს გაგრძელდა, მეიჯის რევოლუციამდე, როდესაც 1868 წელს გაუქმდა შოგუნატის ფეოდალური წყობილება. ამ დროს იაპონიაზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინეს მეზობელი ქვეყნების – ჩინეთისა და კორეის კულტურებმა, რომელთა შეთვისების შედეგადაც ჩამოყალიბდა თავსებადი და განუმეორებელი კულტურა, რომელიც იმპერატორებზე და შოგუნებზე იყო კონცენტრირებული.  მშვიდობიან პერიოდში უცხო ქვეყნებისგან “იზოლაციის პოლიტიკის” წყალობით იაპონია დამოუკიდებლად ვითარდებოდა იმპერატორთა და ტოკუგავას შოგუნატის მმართველობის ქვეშ.

წყარო: https://www.facebook.com/events/489408401577039/

 

თორნიკე ბზიავას ფილმი „თევზაობა“ საფრანგეთის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის, Brest Film Festival-ის საკონკურსო პროგრამაშია.

წყარო: https://www.youtube.com/

 

26 ოქტომბერს, 19:00 საათზე გამომცემლობა ინტელექტი და წიგნის მაღაზია შაქრო ბაბუა წარმოგიდგენთ ნიკა ლაშხიას სადებიუტო წიგნს – „დონორი” კრებულმა პირველი წარმატება რამდენიმე კვირის წინ მოიპოვა

No automatic alt text available.

 „დონორი“ წინანდლის პრემიის ერთ-ერთი გამარჯვებულია პოეზიის ნომინაციაში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

გილერმო დელ ტორო დისნეის პინოქიოს ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის გადაიღებს

ფილმის სიუჟეტი 1930-იანი წლების იტალიაში განვითარდება და ის მიუზიკლი იქნება. ფილმის გადაღებები ნოემბერში დაიწყება.

წყარო: https://variety.com/


რეკომენდებული სტატიები
დაფა, რომელიც მარინა აბრამოვიჩს თავში მოხვდა
Play Video

დაფა, რომელიც მარინა აბრამოვიჩს თავში მოხვდა

დაფა, რომელიც მარინა აბრამოვიჩს თავში მოხვდა
აი, ისევ წარმოიდგინეთ. ადამიანი ხართ, ჩვეულებრივი ადამიანი და მიდიხართ მუზეუმში. გაინტერესებთ, კიდევ რა ჯანდაბა მოიფიქრა ამ გიჟმა ქალმა.  მან კი გადაწყვიტა გვაჩუქოს წამიერი შეგრძნება, რომ ჩვენი უბადრუკი ცხოვრება შეიძლება არტი იყოს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.