fbpx

ჯონ მალკოვიჩის გარდასახვები სანდრო მილერის ფოტორეპლიკებში


გააზიარე სტატია

 

ფოტოგრაფ სანდრო მილერის აზრით, კარგი პორტრეტის საიდუმლო მოდელთან მუშაობისას ემოციური კავშირის დამყარებასა და ნდობის მოპოვებაშია. საკუთარ კარიერაში საუკეთესო თანამშრომლობის ნიმუშად კი ჯონ მალკოვიჩთან კოლაბორაციას ასახელებს.

მათ ერთმანეთი 20 წლის წინ ჩიკაგოში, თეატრ Steppenwolf-ში გაიცნეს და პირველი ფოტოსესიაც შედგა. ფოტოგრაფის თქმით, მალკოვიჩი გენიოსია, რადგან წამებში შეუძლია გარდაქმნა,  ნებისმიერი ადამიანის ტყავში შეძრომა, მათი ხასიათისა და შინაგანი სამყაროს მოხელთება. „ამ ხნის განმავლობაში, განსხვავებით სხვა მოდელებისგან, ერთხელაც არ უთქვამს უარი და მზად არის, ყველაზე გიჟური იდეაც კი განახორციელოს. ის ჩემი მუზაა,“ – ამბობს მილერი.

 

სანდრო მილერის რეპლიკა (დოროთეა ლანგი. „მიგრანტი დედა“, 1934)

 

სანდრო მილერის რეპლიკა (ფილიპ ჰალსმანი. „სალვადორ დალი“, 1954)

 

სანდრო მილერის რეპლიკა (ალბერთ უოტსონი. „ალფრედ ჰიჩკოკი“, 1973)

 

სანდრო მილერის რეპლიკა (ვიქტორ სკრებნესკი. „ბეტი დევისი“, 1971)

 

სანდრო მილერის რეპლიკა (ენდი უორჰოლი. „ავტოპორტრეტი“, 1986)

რაც შეეხება ფოტოსესიის იდეას, სანდრო მილერმა ლეგენდარული კადრების გაცოცხლებით იმ ხელოვანებს მიაგო პატივი, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს მის შემოქმედებით მსოფლმხედველობაზე. მათ შორის არიან მუსიკოსები, რეჟისორები, მსახიობები. გარდა ამისა, არტისტმა ამ ხერხით სცადა, ახალგაზრდა ფოტოგრაფები ისტორიით, დიდი ფოტოგრაფების, კლასიკოსების – რიჩარდ ავედონის, ბერტ შტერნის, ანდრე სერანოს, დიანა არბუსის ნამუშევრებით დაეინტერესებინა.

 

სანდრო მილერის რეპლიკა (ირვინ პენი. „პიკასო“, 1957)

 

სანდრო მილერის რეპლიკა (არტურ სასსე. „ალბერტ აინშტაინი“, 1951)

 

სანდრო მილერის რეპლიკა (დევიდ ბეილი. „მიკ ჯაგერი“, 1964)

მილერის და მალკოვიჩის ერთობლივი ნამუშევრებიდან რამდენიმეს საინტერესო ისტორია აქვს. მაგალითად, როცა ბერტ შტერნის მიერ გადაღებულ მერლინ მონროს ფოტოსესიის რეპლიკაზე მუშაობდნენ, მათ ზუსტად აღადგინეს ის გარემო და სიტუაცია, რომელიც შტერნისა და მონროს კოლაბორაციისას იყო. სასტუმროში ღამის საათზე მარტინი მიირთვეს, მილერი მალკოვიჩს მერლინს ეძახდა, მსახიობი ფოტოგრაფს კი ბერტად მოიხსენიებდა. ამგვარად შედიოდნენ შტერნისა და მონროს როლებში და ასე იბადებოდა ცნობილი სერია.  

 

სანდრო მილერის რეპლიკა 2014 (ბერტ შტერნი. „მერლინ მონრო“, 1952)

სანდრო მილერი ყველაზე რთულ გამოწვევად ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ფოტოს ასახელებს, რომელიც ენი ლეიბოვიცმა გადაიღო. ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე საათში ლივერპულელი მოკლეს. ფოტოგრაფის თქმით, ლენონი მისი ბავშვობის კუმირი იყო და ამ ისტორიის ფონზე ემოციურად ყველაზე მეტად გაუჭირდა.

 

სანრო მილერის რეპლიკა 2014 (ენი ლეიბოვიცის „ჯონ ლენონი და იოკო ონო“)

 

სანდრო მილერმა ჯონ მალკოვიჩს მრავალი ცნობილი პიროვნების თუ პერსონაჟის როლი მოარგო, თუმცა, ყველაზე საყვარელ და გამორჩეულ ნამუშევრად დიანა არბუსის „ტყუპებს“ ასახელებს.

 

 

სანდრო მილერის ბოლო პერიოდის ნამუშევრებიდან საინტერესოა დევიდ ლინჩის თემა –  ჯონ მალკოვიჩი რეჟისორად და მის კინოგმირებადაც გარდაისახა.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.