fbpx

დანტეს ჯოჯოხეთის კარტოგრაფია


გააზიარე სტატია

 

ჯერ კიდევ რენესანსის პერიოდში დანტე ალიგიერის ლიტერატურულმა შედევრმა „ღვთაებრივმა კომედიამ“ გააჩინა სურვილი რუკაზე გადაეტანათ ჯოჯოხეთი, ვიზუალურად გადმოეცათ მისი მასშტაბები, ფორმები და სტრუქტურა.

 

 

ამ წამოწყებაში პიონერად მე-15 საუკუნის ფლორენციელი არქიტექტორი და მათემატიკოსი ანტონიო მანეტი ითვლება. ის ამტკიცებდა, რომ სახელოვან წარმართთა: მეომართა, ბრძენთა, პოეტთა (მაშ შორის ვერგილიუსის) სამყოფელის –  ჯოჯოხეთის პირველი გარსის სიგანე 141 კილომეტრი იყო.

  • ანტონიო მანეტის გამოთვლები და ილუსტრაციები. 1529 წელი

 

იმ პერიოდის სამეცნიერო წრეებში დანტეს წარმოსახვითი სამყაროს რუკაზე გადატანის მეთოდებსა და მიზანშეწონილობაზე დიდი კამათი მიმდინარეობდა. „როგორია ჯოჯოხეთის სრული ფართობი? რა სიღმისაა? სადაა შესასვლელი?“ – ეს ის კითხვები იყო, რომელზეც ცხარე დისკუსიები იმართებოდა. ამ პოლემიკაში გალილეო გალილეიც ჩაერთო. 1588 წელს მან სპეციალურად ლექციებიც კი წაიკითხა და ადა მანეტის ტოპოგრაფიულ ვერსიას დაუჭირა მხარი.

დანტეს ჯოჯოხეთის კიდევ ერთი ცნობილი რუკა აღორძინების ხანის მხატვარმა სანდრო ბოტიჩელიმ შექმნა, როცა 1480-90 წლებში „ღვთაებრივი კომედიის“ ილუსტრაციაზე მუშაობდა. სპეციალისტების თქმით, ბოტიჩელის ვერსია, დანტესა და ვერგილიუსის სახიფათო გზის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოსახულებაა ისტორიაში.

  • სანდრო ბოტიჩელი. 1480-90

  • მიქელანჯელო კაეტანის რუკა. 1855

  • ჟაკ კალოს ჯოჯოხეთის რუკა. 1612

  • ალდო მანუციო. 1490-1500

  • ჯოვანი სტრადანო. 1587

დანტეს ჯოჯოხეთი და წამების შემზარავი სცენები დღესაც წარმოადგენს არაერთი ილუსტრატორის ინსპირაციის წყაროს. მაგალითად,  დენიელ ჰილდმა საკუთარი ვერსია 1994 წელს შექმნა და პოეტის მიერ აღწერილი გზის შესანიშნავ მეგზურად ითვლება.

  • დენიელ ჰილდი. 1994

  • ლინდსეი მაკკალოჰი. 2000

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.